Loading

ძუარი, გამქრალი ფეხსაცმელები, და სხვა საქორწინო ტრადიციები სამხრეთ ოსეთში ფოტოები და ისტორიები - განა იანკოვსკაია, ცხინვალი

სამხრეთ ოსეთში გაზაფხული ქორწილების დროა. ამბობენ, რომ გაზაფხულის ორი-სამ თვეში აქ უფრო მეტ ქორწილს იხდიან, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. გიჩვენებთ და გიამბობთ, თუ როგორ ხდება ეს.

დასაწყისი

როდესაც საპატარძლო სასიძოს სახლში მიჰყავთ, ტრადიციული სადღეგრძელოების შემდეგ იწყება სახალხო გართობა, ცეკვები. სულ თავიდან საცეკვაოდ სიძის დედა გამოდის თავდაბურული. და ვინმემ მას თავიდან თავსაფარი უნდა მოსტაცოს. შემდეგ ამ თავსაფარს პატარ-პატარა ნაჭრებად ხევენ და გასათხოვარ გოგონებს ურიგებენ.

თუკი გოგონა ამ ნაჭერს ხელზე გაიკეთებს და ისე დაიძინებს - შეიძლება სიზმარში მომავალი ქმარი ნახოს.

ხოლო სახლში მისული რძალი დედამთილს ახალ თავსაფარს აფარებს.

„ამ ლეგენდის არ მწამდა, მაგრამ ძილის წინ მაინც გავიკეთე თითზე ასეთი თავსაფრის ნაჭერი, რომელიც ვიღაცის ქორწილში მერგო. და აი, მესიზმრება, თითქოს რომელიღაც სოფელში ვიღვიძებ, ვდგები და მაშინვე ცოცხის ძებნას ვიწყებ. რატომღაც ვპოულობ მეეზოვეების დიდ ცოცხს, რომლითაც ისინი ქუჩებს გვიან. მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ნაწილია - თავად ცოცხი და ჯოხი - ცალკე აწყვია. ვეძებ, რომ ეს ცოცხი რამით შევკრა. და უცბად ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი მიახლოვდება, თითიდან ნაკუწს მხსნის და იმ ნაკუწით ცოცხს კრავს.ორი თვის შემდეგ შევხვდი ახალგაზრდა მამაკაცს იმ ჩემი სიზმრიდან და შემდეგ მას ცოლად გავყევი. მაგრამ ამ ყველაფერს დღემდე დამთხვევად მივიჩნევ. ალბათ სადღაც იმ ქორწილში უბრალოდ ერთმანეთს თვალი მოვკარით. და ეს სიზმარში ჩემი პროექცია იყო“.

გამოსასყიდი და ნიშნები

როდესაც პატარძალი სტუმრების წინაშე გაჰყავთ - მის ადგილს მეზობლის ბიჭუნები იკავებენ. ისინი სტუმრებს დასხდომის საშუალებას არ აძლევენ. სიძის მეჯვერმ ადგილები უნდა „გამოისყიდოს“ და ბიჭუნებს ხელში ფული ჩაუდოს.

ასლანმა და სოსლანმა ეს სკამები ჯერ კიდევ მანამდე დაიკავეს, ვიდრე საქორწინო სუფრის გაშლა დაიწყებოდა. აქ სიძე და პატარძალი დასხდებიან. ამ ბიჭუნებისთვის ეს უკვე პირველად არ ხდება. ამჯერად მათ ჩატეხილი ფანჯრის შესაკეთებელი ფულის შოვნის იმედი აქვთ. „დასხდომის საშუალებას არ მივცემთ, ვიდრე ამ ადგილს არ გამოისყიდიან. წინა ქორწილში 2 ათასი რუბლი ვიშოვეთ [დაახლოებით$30]. ფეხბურთის ბურთი ვიყიდეთ და თითო შაურმა მივირთვით“.

სიძის სახლში პატარძალს მუხლებზე მაშინვე პატარა ბიჭს უსვამენ. ამბობენ, რომ ასე წყვილს პირველი შვილი ვაჟი შეეძინება. სამხრეთი ოსეთი კავკასიაში ერთდერთი ადგილი სულაც არ არის, სადაც მენტალურ დონეზე გოგონების დისკრიმინაცია ისევ შენარჩუნებულია.

„ვაჭრობა“ - საქორწინო ტრადიციების არცთუ მცირე ნაწილია. პატარძლის დაქალები ასევე ითხოვენ „გამოსასყიდს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი პატარძალს წრეში მოაქცევენ, და მისი წაყვანის საშუალებას არ მისცემენ.

სიძის ნათესავები პატარძალს ბეჭდებსა და ოქროს ნაკეთობებს ჩუქნიან. პატარძლის დედა კი სიძეს ჩუქნის ბეჭედს. ამ პროცესს ყველა სტუმარი დიდი ყურადღებით აკვირდება: რაც მეტი ბეჭედი უკეთია პატარძალს ხელზე - მით მეტია ამ ოჯახისადმი პატივისცემა.

კიდევ ერთი „გამოსასყიდიანი“ ტრადიციაა - პატარძლის ფეხსაცმელების მოპარვა. ზარინა, რომელიც სხვა ქორწილში პატარძლის მეჯვარე იყო, ასეთ ამბავს ჰყვება: „პატარძლის გვერდით ვიჯექი, და უცბად ვიღაცამ ფეხსაცმელი გამხადა. ბიჭები მაგიდის ქვეშ შეძვრნენ, და პატარძალში ავერიე! შემდეგ მათ ვიღაცამ უთხრა, რომ ეს პატარძლის ფეხსაცმელი არ იყო, და მასში ფულის გადახდას არავინ აპირებდა. ალბათ შეეშინდათ, რომ ჩემგან მოხვდებოდათ, და ფეხსაცმელი უკან საერთოდ აღარ მომიტანეს. მთელი ქორწილის სხვისი ფეხსაცმელებით გატარება მომიხდა. როდესაც მეორედ ვიყავი მეჯვარე, უკვე შესაკრავებიანი ღია ფეხსაცმელი მეცვა“.

პატარძლის ოჯახი ძუარს ამზადებს. ეს არის ხე, რომელიც ბარაქის სიმბოლოა. მასზე უნდა იყოს ქათამი, ტკბილეული და ალკოჰოლი. ძუარიც უნდა „გამოისყიდონ“ - ამას აკეთებს სიძის მეჯვარე, რომელსაც შემდეგ ეს ძუარი სიძის სახლში მიაქვს.

„2014 წელს ჩემი უახლოესი დაქალი თხოვდებოდა. საღამოს ძუარის მომზადება დავიწყეთ. ოთხი გოგონა შევიკრიბეთ. მოვხარშეთ ქათამი, ტკბილეული ვიყიდეთ. ხე ავაწყეთ და ფანჯრის რაფაზე დავმალეთ, ქათამი კი დროებით მაცივარში შევინახეთ. დილით გადავწყვიტეთ ქათამი ბოლო მომენტში გამოგვეღო, ცივი რომ ყოფილიყო. და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქათამს ცალი ფრთა აკლდა, ღამით ვიღაცამ შეჭამა. გადავწყვიტეთ, სხვა უკვე დაჭრილი ქათმის ფრთა მიგვეკერებინა. მაგრამ პატარძლის ბებიამ თქვა, რომ არ შეიძლებოდა, და ჯობდა ასე დარჩენილიყო. იმ ძუარისთვის 5 ათასი რუსბლი მივიღეთ [დაახლოებით $80 და ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრად, გამოქანდაკებული მფრინავი არწივი]. ვერც ვერავინ შენიშნა, რომ ცალი ფრთა აკლდა. და არც პატარძლისთვის, ჩვენი მეგობარი კრისტინასთვის არაფერი გვითქვამს“.

საჭმელი

„ერთხელ მე და დედა ნეთესავებს საქრწინო სუფრისთვის ოსური ღვეზელების გამოცხობაში ვეხმარებოდით. ორ ღუმელში ვაცხობდით 500 ადამიანისთვის, 70 ღვეზელზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ის დღე არასდროს დამავიწყდება. ყველა ამბობდა, რომ ღვეზელები ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ მე სამზარეულოდან გაქცევა და დედის და დეიდის მიტოვება მინდოდა. ალბათ მხოლოდ იმ იერმა შემაკავა, რაც უკვე ერთ საათში სახეზე მედო. ქუჩაში 30 გრადუსი იყო, ღუმელთან კი 40 ან მეტიც იქნებოდა. საშინელება იყო, მაგრამ სწორედ მაშინ მოვიფიქრე ჩვენი ახლანდელი ბიზნესი - სამზარეულო, სადაც ღვეზელების შეკვეთა შეიძლება. ჩემთან ღუმელებიც სხვანაირია და უფრო თანამედროვე პირობებია. ქორწილებში კი ახლა მხოლოდ გასართობად და საცეკვაოდ დავდივარ“, - ჰყვება ემა ცხოვრებოვა, რომელმაც 15 წლის წინათ ერთ-ერთმა პირველმა გახსნა ცხინვალში მზა სამზარეულო ღვეზელების შეკვეთით.

Credits:

JAMnews

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.