View Static Version
Loading

აბლარისაკენ მომლოცველები

კულიკამის მოსახლეობამ, ტერ ნარეკ ტიგრანიანის ხელძღვანელობით, აბლარში წმინდა ელენეს ტაძარში სვლა ჩაატარა.

მომლოცველობა სოფელ კულიკამის "სურბ ერორდუთიუნ" ტაძრიდან დაიწყო.

ტერ ნარეკმა ტაძრისა და სოფელ აბლარის დასახლების შესახებ დაწვრილებით გვიამბო.

მომლოცველები გაეცნენ საკუთარი სამშობლოს ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს, მოისმინეს სულიერი მამაოს, ტერ ნარეკ ტიგრანიანის კომენტარები ჯავახეთის საეკლესიო მშენებლობების არქიტექტურულ მახასიათებლებზე, ასევე ისაუბრეს საეკლესიო დღესასწაულებზე- "ვარდავარი", "ტიარნდარაჩი" და "ცახკაზარდი".

აბლარის დასახლება სოფელ კულიკამს მიეკუთვნება, სოფლის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 3კმ-ს დაშორებით მდებარეობს. შუასაუკუნოვანი სოფლის შესახებ პირველად 1595 წლის წერილობით წყაროებში გვხვდება, სადაც ის მოხსენიებულია, როგორც დამოკიდებული დასახლება, რომელიც 2500 სულზე იჯარას იხდიდა. აბლარის რაიონში შემორჩენილია ერთადერთი, ნახევრადდანგრეული ტაძარი (11,50-6,11 მ) და სასაფლაო. სასაფლაოზე შენარჩუნდა ოთხკუთხა ძეგლების კვარცხლბეკები და ვერძის ფორმის საფლავის ქვები.

აბლარი არა მხოლოდ ცივი წყაროებით, არამედ სალოცავებითაც არის ცნობილია. აქ მდებარეობს წმინდა ელენეს ნახევრადდანგრეული ტაძარი. გარკვეულ მანძილზე ტაძრიდან იმყოფება "შვიდი ძმის" სალოცავი. სალოცავს უწოდებენ "შვიდი ძმა", რადგან აქ არის შვიდი ქვაჯვარი, და მათ შორის წყალი მიედინება. ლეგენდის თანახმად, ვინც აქ შვიდ ჭიქა წყალს დალევს, ოცნება აუსრულდება.

აბლარი- არა მხოლოდ მოლოცვის ადგილია, არამედ აქ დასვენების ზონაც არის.

წელიწადის ნებისმიერ დროს აქ მომლოცველებს და ბუნებაში დამსვენებლებს შეხვდები.
Created By
Zhanna Chogandaryan
Appreciate
NextPrevious