View Static Version
Loading

პრაქტიკული რჩევები, რომელიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პიკნიკი ყველას უყვარს, თუმცა ეპიდემიის პირობებში ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

ერთი შეხედვით პიკნიკის ორგანიზება მარტივია, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომლის გათვალისწინების გარეშეც, შეიძლება სასიამოვნო საღამო პრობლემებმა გააფუჭოს. სწორად უნდა გათვალოთ თითოეული დეტალი, თუ რას წაიღებთ, რითი წაიღებთ, რას ჩაიცვამთ და როგორ გაერთობით.

სწორედ ამიტომ ახლა გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მოლაშქრეებისა და პიკნიკის მოყვარულებისგან, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ტყეში გასვლა სასიამოვნო და უპრობლემო იყოს.

ადგილი
ლოკაციის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, პიკნიკი ძალიან შორს არ დაგეგმოთ, რომ გზაში ბევრი დრო არ დახარჯოთ და არ დაიღალოთ. დღის ბოლოს ბუნებაში გასასეირნებლად უმჯობესია, ქალაქთან ახლოს ტყეში შეარჩიოთ წყნარი ადგილი, სადაც ბევრი ხალხი არ იქნება. ხალხმრავლობამ შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ. ასევე ეცადეთ, ზღვასა და მდინარესთან ძალიან ახლოს არ იყოთ, რომ მწერებმა არ შეგწუხონ. თუ ალერგიული ხართ, გაითვალისწინეთ რა მცენარეებია იმ ადგილზე, სადაც პიკნიკს აპირებთ, რომ ალერგიული ცემინება არ დაგეწყოთ. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება თქვენი პიკნიკი კანის გაწითლებითა და ქავილითაც დასრულდეს. ამიტომ თითოეული ზემოთჩამოთვლილი დეტალი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
პლედი
პლედის გარდა შეგიძლიათ, წაიღოთ ბალიშები, ჰამაკი. ასე თქვენი პიკნიკი ბევრად უფრო კომფორტული გახდება.

პლედი თუ დაგავიწყდათ, ჩათვალეთ, პიკნიკიც ჩაგეშლებათ, რადგან მიწაზე დაჯდომა, წამოწოლა და წასახემსებლების გაშლა პრაქტიკული ნამდვილად არაა. შეიძლება წაიღოთ ჩვეულებრივი პლედი, თუმცა გამოცდილი მოლაშქრეები გირჩევენ იყიდოთ სპეციალური საპიკნიკე პლედი, რომელიც არც ბალახებს და ჭუჭყს იკრავს და დასაჯდომად და წამოსაწოლადაც უკეთესია.

ჭურჭელი

პიკნიკისთვის აუცილებელია სპეციალური პლასტმასის ჭურჭელი. ერთჯერადი თეფშები და ჭიქები ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ სასურველია, იქონიოთ საპიკნიკე ჭურჭელი, ის ძალიან ლამაზიცაა და პრაქტიკულიც, არც მძიმეა სატარებლად და არც ჭამის დროს ჩაგეყრებათ საჭმელი მუხლებში, როგორც ეს ერთჯერადი თეფშის შემთხვევაში ხდება ხოლმე.

საპიკნიკე თეფშებისა და ჭიქების ულამაზესი არჩევანი ხელმისაწვდომია მაღაზიაში „მატალანი“, რომელიც საბურთალოს „სითი მოლში“ მდებარეობს.

ჩანთა

საპიკნიკე ნივთებისა და საკვების წაღებას ერთჯერადი პარკებით არ გირჩევთ. არსებობს სპეციალური საპიკნიკე თერმული ჩანთებიც, რომელშიც საჭმელიც შეინარჩუნებს სითბოსა თუ სიგრილეს და თქვენთვისაც კომფორტული იქნება სატარებლად. მისი გამოყენების დროს გარატირებულად გექნებათ როგორც ცივი გამაგრილებელი სასმელი, ისე ახალი და საღი საკვები. ჩანთაში ყველაფრის ორგანიზებულად ჩალაგებით, მანქანაშიც არ დაგჭრდებათ ბევრი ადგილი საპიკნიკე ნივთებისთვის. არ დაგავიწყდეთ ჩანთაში დიდი რაოდენობით ხელსახოცების ჩალაგებაც.

საკვები

პიკნინზე ნუ წაიღებთ მძიმე საკვებს. მოამზადეთ ბოსტნეული და სოსისები, რომელსაც გრილზე შეწვავთ. შესაწვავად კი ნახშირი წაიღეთ, ასე ცეცხლსაც უფრო მარტივად და სწრაფად დაანთებთ. ასევე წაიღეთ ბევრი ხილი და მზესუმზირა. შოკოლადი და სხვა მსგავსი ტკბილეული პიკნიკზე ძალიან მოუხერხებელია, ამიტომ ჯობს თავი სხვა სახის წასახმსებლებით, მაგალითად, თხილეულით ან ჩიფსით შეიქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხილი და ბოსტნეული წინასწარ გარეცხოთ და ისე წაიღოთ. ტყეში მათი გასუფთავება მარტივი ნამდვილად არ იქნება. არ დაგავიწყდეთ წყალი და სხვა გამაგრილებელი სასმელები. პიკნიკის ბოლოს კი საგულდაგულოდ შეაგროვეთ ნაგავი და წამოიღეთ, ბუნებაში ნუ დატოვებთ.

გართობა
საკვები და ჰამაკი კარგია, მაგრამ პიკნიკის სამზადისში არ დაგავიწყდეთ გართობაც. აუცილებლად წაიღეთ თქვენი საყვარელი თამაში, მაგალითად, ბადმინტონი ან ფრისბი, ბანქო ან ნარდი. ასევე, შეგიძლიათ ითამაშოთ წრეშიბურთი ან ნამიოკობანა.
ტანსაცმელი

სასიამოვნო პიკნიკისთვის მნიშვნელოვანია საგულდაგულოდ შეარჩიოთ ტანსაცმელიც. ჯინსები და სხვა ვიწრო ტანისსამოსი ძალიან მოუხერხებელია. თუმცა არც შორტებია პრაქტიკული, რადგან ბალახმა და ტოტებმა შეუძლება კანი გაგიკაწროთ და გაგიღიზიანოთ. პიკნიკისთვის იდეალურია სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი და თავისუფალი სტილის მაისური. სასურველია, წაიღოთ სათვალე და ჭილის ქუდიც, რომ მზისგან სათანადოდ დაიცვათ თავი.

NextPrevious