მაკა ქარქაშაძე უკვე ერთი წელია მუშაობას 6 საათზე იწყებს. ის ტყიბულის მინდელის შახტაში სალამპე სატაბელო განყოფილების ოპერატორია, მეშახტეებს სამუშაოზე გასვლის წინ სანათებითა და სამაშველო მოწყობილობებით ამარაგებს.
„ცვლას რომ დაასრულებენ, ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებთ. თითოეულ მეშახტეს აქვს თავისი ნომერი, რომელსაც ჩვენ ვიტოვებთ ცვლაში წასვლის დროს, ვატარებთ მათ ჟურნალში და საბოლოო ჯამში, თვის ბოლოს, ამ ჟეტონებით ვითვლით რამდენი დღე აქვთ ნამუშევარი,“ - გვიყვება მაკა ქარქაშაძე.
„თითოეული მოწყობილობის გადატანა-გადმოტანა 4-ჯერ გვიწევს. ისინი კი მძიმეა. თითოეულ სანათს თავისი ნომერი აქვს. არ უნდა შეგეშალოს და ყველა თავისი ნომრის მიხედვით უნდა დაალაგო. არ უნდა დაგრჩეს ვინმე ჩაწერის გარეშე და ამ ყველაფერს გონება ჭირდება,“ - ამბობს მაკა ქარქაშაძე.
„თუ რაიმე დაზიანებაა, გადაეცემა მექანიკურ სამსახურს, რომელიც შემდეგ მის აღმოფხვრაზე ზრუნავს. ამასთანავე, საექსპლოატაციო უბნებიდან გვატყობინებენ არის თუ არა დაგაზიანება, სად მოხდა აფეთქება. მონიტორზე ვხედავ რამდენი ვაგონია გამოსული, როდის გამოვიდა და სადაა ამჟამად,“ - გვიხსნის ნინო ლაცაბიძე.
უკვე ერთი თვეა მინდელის შახტის ოპერატორს მუშაობა უსაფრთოების უახლეს სისტემაზე უწევს, რომლის მონტაჟიც კომპანია „საქნახშირში“ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე 1,2 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიები გაცილებით უფრო აიოლებს მუშაობას, ვიდრე ძველებური სისტემა, როდესაც ინფორმაციის გადაცემა კომუტატორებით ხდებოდა.
მას მეშახტეებისთვის წნევის გაზომვა და ალკოტესტის ჩატარება ევალება. ექიმი გვიხსნის, რომ შახტაში ჩასასვლელად დასაშვები წნევა, ასაკის მიხედვით, 140/90 ფარგლებში მერყეობს.
„ყოფილა ისეთი შემთხვევები,როდესაც მაღალი არტერიული წნევა დაფიქსირდა. ასეთ დროს, მეშახტეს სამუშაოდ ჩასვლა ეკრძალება, წამალს ვაძლევთ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს ნანა ჩესნაკოვა.
მისივე თქმით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ, შახტაში მუშაობის სირთულე გადაალახინა. ნანას გარდა მინდელის შახტაში კიდევ 3 ექიმი მუშაობს, ყველა მათგანი ქალია.
ის სალამპე სატაბელო განყოფილების ოპერატორად 4 თვის წინ დასაქმდა. ამბობს, რომ მისთვის აქ მუშაობა ყველაზე მეტად მძიმეა. მანანა დახუნდარიძის მეუღლე გასულ წელს ტრაგიკულად დაღუპული 4 მეშახტიდან ერთ-ერთი იყო.
„შარშან 9 მაისს დაიღუპა. ძნელია ჩემთვის, ფიზიკურად იმდენად არა, რამდენადაც მორალურად. აქ ყველაფერი ჩემ მეუღლეს მახსენებს და ასე მგონია, სხვებთან ერთად, ისიც შემოვა,“ - ამბობს მანანა დახუნდარიძე.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ამ დროისთვის სულ 102 ქალი მუშაობს.