Loading

საქართველო 2017. მთვარი მოვლენები, რომლებმაც შეგვცვალა JAMnews, თბილისი

1

საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა

რა მოხდა: 2017 წლის 28 მარტს 04 საათსა და 22 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა პოლონეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბოტრზეც ევროპაში უვიზოდ მიმავალი პირველი მგზავრები იმყოფებოდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილდნენ ევროპაში - იმოგზაურონ, დაესწრონ კულტურულ ღონისძიებებს, გაიცნონ სხვა ქვეყნების კულტურა. ევროკომისიის მონაცემებით, 2017 წლის მარტიდან (ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან) 2017 წლის 30 ნოემბრამდე შენგენის ზონას უვიზოდ ესტუმრა საქართველოს 173, 396 მოქალაქე.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

2

ციანიდის საქმე

რა მოხდა: თებერვალში თბილისის აეროპორტში დააკავეს დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც “უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება” ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, ის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გავლენიანი მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შხამიანი ნივთიერებით - ციანიდით მოწამვლას გეგმავდა. დეკანოზ მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და განაჩენი გაასაჩივრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: "ციანიდის საქმეს" საქარველოში "ლუსტრაციის პროცესსაც" უწოდებენ, რომელმაც ყველაზე გავლენიანი და დახურული ინსტიტუტის - ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა და მისი ავტორიტრეტის რყევა დაიწყო . მთელი წლის განმავლობაში სასულიერო პირები ტელევიზიასა თუ პრესაში სკანდალურ განცხადებებს აკეთებდნენ - ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ფულის ფლანგვაში, საპატრიარქოს კარზე ინტრიგების ხლართვასა და გავლენებისთვის ბრძოლაში. "ციანიდის საქმე" ჯერ არ დასრულებულა და ეკლესიაში მიმდინარე პროცესები 2018 წელსაც აქტუალური იქნება.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

3

ხანძრების წელი

რა მოხდა: 2017 წელს საქართველოში 13037 ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 69 და დაშავდა 176 ადამიანი; დაიწვა სულ მცირე 990 ჰექტარი ხე-ტყე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2017 წელს განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა, რომ საქართველოში ტოტალურადაა დარღვეული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, როგორც საცხოვრებელ კორპუსებში, ისე ოთხვარსკვლავიან სასტუმროებშიც, რაც მრავალი ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა. ადგილზე გამოძახებულ სახანძრო ბრიგადებს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ აირწინაღები, კიბე და სხვა საჭირო აღჭურვილობა. ასევე, აგვისტოში, ბორჯომის ხეობაში, ასობით ჰექტარზე გაჩენილმა ხანძარმა აჩვენა, რომ ქვეყანას არ არის მზად საგანგებო სიტუაციებისთვის - გარდა იმისა, რომ არ არის საკმარისი ტექნიკა და სახანძრო თვითმფრინავები, დაგვიანებული იყო რეაგირებაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ხანძრების მიმართ (ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში 4 ათას ჰექტარზე მეტი ხე-ტყე დაიწვა ), არ არის გამორიცხული ამ პრობლემებმა 2018 წელსაც იჩინოს თავი.

ფოტო: დავით თაბაგარი

დავით თაბაგარის ფოტოები

4

ახალი კონსტიტუცია

რა მოხდა: 2017 წელს ოცდამეთოთხმეტედ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი - საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტს. სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა საარჩევნო სისტემა, რომელიც ექსპერტების აზრით, ოპოზიციას სახელისუფლებო პატრიასთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოპოზიცია და ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები საშუალებას მისცემს "ქართულ ოცნებას" უფრო დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. კონსტუტუციონალისტები ამბობენ, რომ ახალი ცვლილებები მხოლოდ ერთ პარტიას ანიჭებს უპირატესობას და მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხედვებს ასახავს.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

5

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

რა მოხდა: 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია მარიხუანის მომხმარებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და გააუქმა მანამდე არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით, მარიხუანას მეორადი და შემდგომი მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შეცვლასაც უკვე წლებია ითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები. ევროპის საბჭოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალოდ ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის.

ფოტო: ლევან მიქაძე

6

აფგან მუხტარლის საქმე

რა მოხდა: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში შევიწროების გამო ბოლო წლებში საქართველოში ცხოვრობდა, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩნარდა. მოგვიანებით ის აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა. მუხტარლის თქმით, ის საქართველოდან ადგილობრივი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა გაიტაცეს, ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს გადასცეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მუხტარლის საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტია და მან სერიოზულ ზიანი მიაყენა საქართველოს, როგორც რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერი ქვეყნის იმიჯს. ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ მომხდარიდან შვიდი თვის თავზეც კი, ქართველ სამართალდამცავებს არ გაუციათ პასუხი კითხვაზე - როგორ გაუჩინარდა ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

7

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

რა მოხდა: 21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა თვითმართველობის არჩევნები. დედაქალამა, აირჩია ახალი მერი - მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო კვლავ რჩება დომინანტური პარტიების ქვეყანად. თვითმართველობის არჩევნებზე გამოჩნდა არსებული ხელისუფლების უალტერნატივობა და დასუსტებული პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემა, რომელსაც რეალური ცვლილებების განხორციელების რესურსი ამ ეტაპზე არ აქვს.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

8

ლგბტ სამკლაური ქართველი ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარზე

რა მოხდა: ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის “ვიტესის” ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია მოედანზე ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით გამოვიდა, რითიც სექსუალური უმცირესობების მიმართ მხარდაჭერა და ტოლერანტობა გამოხატა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართველი ფეხბურთელის ცისარტყელას სამკლაურით გამოჩენამ ქართული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. კაშიას აკრიტიკებდნენ ქართული ტრადიციების ღალატისთვის და საქართველოს ნაკრებიდან მის გარიცხვასაც კი ითხოვდნენ. თუმცა, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კაშიას ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა, ვიდრე მოწინააღმდეგე. ქართველი ფეხბურთელის დაცვას სატელევიზო გადაცემებსა და სოციალურ ქსელებში ცდილობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მანამდე არ გამოირჩეოდნენ ლგბტ თემის მიმართ ლოიალობით. საქართველოში, სადაც ჰომოფობიური განწყობები კვლავ ძლიერია, გურამ კაშია კი პირველი ქართველი სპორტსმენი აღმჩნდა, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მას სოლიდარობა სხვა სპორტსმენებმაც გამოუცხადეს - სატელევიზიო გადაცემებსა და თოქ-შოუებში ათასობით გულშემატკივრისთვის საყვარელი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია აგრესია ნებისმიერი სქესის, რასისა თუ ორიენტაციის მქონე ადამიანის მიმართ.

ფოტო: Getty images

9

აშშ-ი თანახმაა საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" მიჰყიდოს

რა მოხდა: აშშ-ის მზადაა საქართველო Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის 410 რაკეტა, 72 სამიზნე დანადგარი, ასი სასწავლო კომპლექსი და მათი 70 ჭურვი მიჰყიდოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გარდა იმისა, რომ მესამე თაობის ჯავშანსაწინააღმდეგო კომპლექსები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია - საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა აშშ-სგან და ნატოსგან თავდაცვითი შეიარაღების მოპოვებას, თუმცა აქამდე სულ უარს იღებდა. „ჯაველინის“ თაობაზე გარიგება პირველი ამგვარი კონტრაქტი იქნება.

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

10

მოზარდების მკვლელობა

რა მოხდა: წლის ბოლოს საქართველოში რამდენიმე საზარელი ამბავი მოხდა - თბილისის 51-ე საჯალო სკოლასთან თანატოლებმა ჯგუფური ჩხუბის დროს ორი მეთორმეტეკლასელი მოკლეს. სკოლის მოსწავლე მოკლა ასევე მისმა თანატოლმა სამტრედიაშიც. გულში მიაყენეს ჭრილობა კიდევ ერთ სკოლის მოსწავლეს თბილისში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სკოლის მოსწავლეებს შორის სისხლიანმა გარჩევებმა როგორც სკოლაში, ასევე ზოგადად განათლების სისტემაში, საზოგადოებასა და მართლმსაჯულებაში არსებული სისტემური პრობლემები გამოავლინა. ექსპერტები ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა 2018 წელს უფრო დიდი სიმწვავით იჩენს თავს.

ფოტო: ლევან მიქაძე

11

ანტიტერორისტული სპეცოპერაციები

რა მოხდა: 22 ნოემბერს ქართველი სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ტერორისტების განეიტრალებას თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის საცხოვრებელ კორპუსში. სპეცოპერაციის შედეგად საერთაშიროსო ტერორისტი, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი მოკლეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ამ ამბავს გაგრძელება პანკისის ხეობაში მოყვა, სადაც ასევე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ ორმა სპეცოპერაციამ საქართველო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. თუ აქამდე ტერორისტების წინააღმდეგ ღია ომს სადღაც შორს – პარიზში, ლონდონსა და ვაშინგტონში ვადევნებდით თვალს, ახლა ეს ყველაფერი უკვე აქვე ვითარდება. სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ მისი მებრძოლები სხვადასხვა ქვეყბენში ეძებენ თავშესაფარს და როგორც აღმოჩნდა, გამონაკლისი არც საქართველო გახდა.

ფოტო: დავით მძინარიშვილი/ REUTERS

Created By
JAMnews, თბილისი
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.