View Static Version
Loading

სოფელ ბუზავეთის სალოცავები

ბუზავეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 700 მეტრში, კლდეზე, "სურბ ხაჩ" ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.

ბევრმა სოფლის მცხოვრებმა დაზუსტებით არ იცის, როდის აშენდა ტაძარი. ბუზავეთის ერთ-ერთი ხანდაზმული მცხოვრების, კარლენ მარუკიანის თქმით, ტაძარი მე-18-19 საუკუნეებით თარიღდება. "წარსულიდან მოყოლებული დღემდე ტაძარს სულიერი და ისტორიული ღირებულება გააჩნია. თუმცა, სოფლის მოსახლეობას იქ მოლოცვისა და სანთლის დანთებისა ეშინია, რადგან აღნიშნული ნაგებობა ავარიული მდგომარეობაშია".

სოფლის მცხოვრები ედგარ თოსუნიანი ყვება, როგორ უნდოდა სოფლის ერთ-ერთ ქველმოქმედს ტაძრის გარემონტება, თუმცა სახელმწიფოსგან ნებართვა ვერ მოიპოვა. "სოფლის ერთ მცხოვრებს ტაძარი სიზმრად მოევლინა და მან სახურავი თავად გაარემონტა. სახურავი გარკვეულ წილად ტაძრის კედლების ნგრევას აჩერებს, თუმცა სრულად ვერ გადაარჩენს მას".

მიუხედავად ყველაფრისა, ბუზავეთის მოსახლეობა ტაძრის ტერიტორიაზე მაინც კლავს სამხთოს და სანთელს ამთებს.
სოფელში მდებარე "სურბ გრიგორ" ტაძარსაც მსგავსი ხვედრი ერგო.
ტაძარში შესასვლელი სრულად გაუქმებულია, ხოლო კედლები ყოველწლიურად ინგრევა.

სოფელ ბუზავეთის მცხოვრების ედგარ თოსუნიანის თქმით, ექვსი წლის წინ ერთმა ქველმოქმედმა "სურბ გრიგორ ლუსავორიჩ" ტაძრის მშენებლობის დასრულება სცადა, მაგრამ ნებართვა ვერ მოიპოვა.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ქვიშა სარემონტო სამუშაოების მოლოდინში დარჩა.

Credits:

Buzavet

NextPrevious