Loading

ქართველების 5 ისტორია აფხაზეთში ანაიდ გოგორიანი, გალი

გალი - ეს აფხაზეთის რაიონული ცენტრია, რომელიც კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკური ქართველებით. ჩვენ მათ რამდენიმე მონათხრობს მოვუყარეთ თავი.

ნანა კალანდია 53 წლისაა, მან აქ საკუთარი ყვავილების სალონი ნახევარი წლის წინ გახსნა. ამბობს, რომ აქ ასეთი მაღაზია ერთადერთია - ყვავილებიც რომ იყოს და დიზაინისთვის საჭირო ფურნიტურაც. ნანა უკვე თხუთმეტია წელია, რაც ყვავილების ბიზნესით არის დაკავებული. ის ჯერ მოსკოვში მუშაობდა, შემდეგ კი შვიდი წლის განმავლობაში - სოხუმში, და ახლა გადაწყვიტა, ბიზნესი საკუთარ ქალაქში დაიწყოს, იქ - სადაც დაიბადა და გაიზარდა.
ყვავილები მოსკოვიდან და კრასნოდარიდან ჩამოაქვთ. „აქური მყიდველი ძალიან მომთხოვნი აღმოჩნდა“, - ამბობს ნანა.
როგორც ყველგან, რასაკვირველია, მამაკაცები ქალებს ყვავილებს აქაც ჩუქნიან - თუმცა, სააშკარაოდ ხელში არ იკავებენ - სთხოვენ, ისე შეფუთონ, არ ეტყობოდეს, რომ ეს ყვავილებია. „ერიდებათ“, - ამბობს ნანა.
„ეს სოფელია, და აქ ყველაფერი გლეხებზეა დამოკიდებული, მათ შორის - ჩემი ყვავილებიც. თუკი ფერმერები თხილის მოსავალს ვერ მოიწევენ და ვერ გაყიდიან - არც ყვავილების ფული ექნებათ. წელს თხილის მოსავალს პრობლემები შეექმნა - და ჩემს მაღაზიაში ეს მაშინვე საგრძნობი გახდა“.
„მთავარია, ხელისუფლება მოსახლეობას ეხმარებოდეს. მათ, ვისაც ბოსტნები აქვთ, აღჭურვილობა ესაჭიროებათ. ვისაც ბიზნესის წარმართვა სურს - კრედიტები სჭირდებათ. აი, მე ახლა 200 ათასი რუბლი (დაახლოებით $3,5 ათასი) მჭირდება, სათბურების ამოქმედება მინდა, მაგრამ მე მსხვილი და გამართული ბიზნესი არ მაქვს, ასეთებს კი კრედიტს არ აძლევენ - მეუბნებიან: „ შემთხვევით, მოსავალი რომ არ მოვიდეს, ხომ ვერ გადაიხდიო“.
პენსია აქ 500-1000 რუბლია (დაახლოებით $9-20). ბაზარი კვირაში მხოლოდ სამ დღეს მუშაობს - ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ბიზნესს ყურადღება სჭირდება.
ჯუსტან წულაია საწყობში მუშაობს. აქ ფქვილი, შერეული საკვები და სიმინდი ინახება. ამ რაიონში მხოლოდ თეთრი სიმინდი მოჰყავთ. წითელი კი, რომლითაც საქონელს კვებავენ, კრასნოდარიდან ჩამოაქვთ.
„წელს ბიზნესი ძნელად მიდის, ადამიანებს ფული არ აქვთ, რადგან თხილის მოსავალი არ იყო. მთელი მოსავალი პარაზიტმა ბაღლინჯომ ააოხრა“.
დიანა დედასთან სტუმრად კრასნოდარიდან ჩამოვიდა. დედა პენსიონერია, მისი სახელია ნაილი კაკუბავა. მას საკუთარი მეურნეობა აქვს - 30 ქათამი და მანდარინები
„დედა რუსი მყავს, მამა კი ქართველი. ერთმანეთთან სტუმრად დავდივართ. დედას ჩვენთან გადმოსვლა არ უნდა; ამბობს - ვიდრე თავის რჩენა შემიძლია, სახლში ვიცხოვრებო“
შაურმის გამყიდველმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და გვთხოვა, მისთვის ფოტო არ გადაგვეღო.
„ლავაშს სოხუმში ვყიდულობთ, ხორცი და ბოსტნეული - სულ აქაურია“
კრისტინა კოლბაია 11-ე კლასში სწავლობს, სურს, რომ პედაგოგი გახდეს, შინ დაბრუნდეს და საკუთარ სკოლაში ასწავლოს. ფოტოს გადაღებაზე მანაც უარი გვითხრა
„თავისუფალ დროს როგორ ატარებ?“ – „ჩვენთან, კულტურის სახლის გარდა, სხვა არაფერია, ხანდახან რაიმე კონცერტს თუ ჩაატარებენ ხოლმე. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ ყველაფერს აჯობებდა, ქალაქში 3D კინოთეატრი აეშენებინათ. ყველაზე მეტად ფილმების ყურება მიყვარს“.

Credits:

Фото: Анаид Гогорян, JAMnews

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.