4 ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე სასიამოვნო სიახლეა - ოპერირება ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (Air Malta) დაიწყო.
რეგულარული რეისები თბილისიდან მალტისკენ 18 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. Airbus A320 ტიპის კომფორტული თვითმფრინავი მგზავრებს ვალეტის აეროპორტში მიიყვანს.
„ეარ მალტა“ (Air Malta) მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს, ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. Air Malta საქართველოს საავიაციო ბაზარზე ტურ-ოპერატორმა “ინტერკო თრეველ ჯგუფმა” შემოიყვანა.
ეს რეისი უნიკალური შესაძლებლობა ევროპის ამ ქვეყანაში კომფორტულად, ზემდეტი გადაჯდომების გარეშე მოგზაურობისთვის.
JAMnews მოგიყვებათ, რატომ არის მალტა შვებულების გასატარებლად იდეალური მიმართლება. ეს მასალა ჩვენ ტურისტულ სააგენტო "ინტერკო თრეველთან" ერთად მოვამზადეთ.
შეგვიძლია 107 მიზეზი გავიხსენოთ, თუ რატომ არის მალტაზე შვებულების გატარება კარგი იდეა, მაგრამ თავი რომ არ მოგაბეზროთ, მხოლოდ თორმეტს ჩამოვთვლით
1. მზე, მზე და მზე
აქ უბრალოდ არ არის ცუდი ამინდი, ამიტომ მალტაზე წასვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. აპრილიდან ნოემბრამდე აქ 30 გრადუსიანი სითბოა, თუმცა საუკეთესო დრო დასასვენებლად მაინც ზაფხულია. უფრო მზიანი ადგილი ევროპაში არ არსებობს - ცუდი ამინდების ნუ შეგეშინდებათ.
2. ზღაპრული პლაჟები და პეიზაჟები
ოქროსფერი ქვიშა, კამკამა წყალი და კლდეები. ისეთი ფორმის სანაპიროებს, როგორიც მალტაზეა, სხვაგან ვერ გადააწყდებით.
3. ღამის ცხოვრება
მალტელები მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობენ დღის განმავლობაში, საღამოს კი აქ თავდავიწყება იწყება. აქ ელექტრონული და პოპ-მუსიკის ნამდვილი მექაა. აქაურ კლუბებში მსოფლიოს საუკეთესო დიჯეები უკრავენ. ზაფხულობით აქ ტარდება ასევე MTV-ის პოპ-ფესტივალი ღია ცის ქვეშ, უზარმაზარ საცეკვაო სცენაზე, სადაც მოხვედრა სრულიად უფასოა.
4. მდიდარი ისტორია
მართალია, მალტა ძალიან პატარაა, მაგრამ ღირსშესანიშნაობებით ყველაზე დიდ ქვეყნებსაც არ ჩამოუვარდება. აქ თავი რომელიღაც სხვა ეპოქაში გეგონებათ. წვრილი, მოკირწყლული ქუჩები მუზეუმში გაგრძნობინებთ თავს. დიდი კედლით შემოსაზღვრული ქალაქი მდინა 4 ათასი წლით უკან გადაგისვრით. მალტის დედაქალაქი - ვალეტა - იმდენად ლამაზია, რომ მთელი ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
4. სასიამოვნო ადამიანები
მალტაზე ძალიან კეთილი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ. აქაური სტუმართ-მოყვარეობა განთქმულია ევროპაში. ეს ნიჭიერი ხალხი ორ ენაზე ლაპარაკობს - მალტურად და ინგლისურად. ყოველმა მეორემ იტალიურიც იცის.
მალტელებს ფერადი ტანსაცმელი და სამკაულები უყვართ (მალტური სამკაულებისთვის აუცილებლად გადაინახეთ ცოტა ფული), არსად ეჩქარებათ, ადვილად გაგიბამენ საუბარს და ყოველთვის გაგიღიმებენ. მათი ცხოვრების დიდი ნაწილი დღესასწაულებისგან შედგება - რელიგიური დღესასწაულები, კარნავალი, ფოიერვერკების ფესტივალი.
5. თევზი, კურდღელი და ტკბილეული
მალტაზე ძალიან უყვართ გემრიელად ჭამა და გამასპინძლება. მედიტერიანული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია მსოფლიოში. მალტური ტრადიციული კერძები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების სინთეზია. მალტელები ამაყობენ თავიანთი სამზარეულოთი, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებითა და განთქმული მალტური კურდღლით. ტკბილეულის რამდენიმე ნაირსახეობა აქვთ. თუ ტკბილი გიყვართ მდინაში საკონდიტრო Fontanella არ ჩაუაროთ.
6. პატარა ტერიტორია
შეგიძლიათ დაიტრაბახოთ, რომ რომელიმე ქვეყანა თავიდან ბოლომდე გაქვთ მოვლილი? მალტაში ამის გაკეთებას შეძლებთ.
როდესაც ხარბი ტურისტი ხარ, რომელიც ცდილობს მთელი ქვეყანა ერთ კვირაში „შთანთქოს“ და არაფერი გამორჩეს, მალტის კომპაქტურობა ნამდვილად დიდი პლუსია. პლიაჟები, კლუბები, მაღაზიები, ნავსადგომები და ისტორიული ადგილები ერთმანეთისგან ფეხის სავალზეა დაშორებული. მთელი მალტა 27 კილომეტრია სიგრძეში და 14 - სიგანეში.
მალტელები ხუმრობენ, რომ ნებისმიერი მანძილის დაფარვა აქ შვიდ წუთში შეიძლება.
7. კოლორიტული დეტალები
მალტაში ერთმანეთს ბევრი კულტურა ერწყმის. მის დამპყროლებს შორის იყვნენ ფინიკიელები, რომაელები, არაბები, ბონაპარტისტები, ბრიტანელები... მისი გეოგრაფიული სიახლოვე სიციალიასთან, საბერძნეთთან, მისი მდებარეობა ევროპისა და აფრიკის გასაყარზე, ამ ქვეყანას სრულიად უნიკალურს ხდის. ეს უნიკალობა ყველგანაა - სახლების პატარა აივნებში, მოჩუქურთმებულ სახელურებსა თუ სამზარეულოში, ტანსაცმელსა და ტრადიციებში.
8. აქტიური დასვენება
მალტის ლაჟვარდოვანი სანაპიროები საუკეთესოა დაივინგისთვის. აქ მსოფლიოს დაივერები იყრიან თავს, რომ წყალქვეშა რიფებითა და გამოქვაბულებით დატკბნენ. აქ უაინდსერფინგიც შეგიძლიათ სინჯოთ და წყლის თხილამურებზე დადგეთ. წყალი თუ მოგბეზრდებათ, ცხენით იჯირითეთ ან მთები დალაშქრეთ.
9. ინგლისური იაფად
ინგლისური მალტაზე მეორე სახელმწიფო ენაა, თითქმის მშობლიური. მალტელებმა ეს უპირატესობა გონივრულად გამოიყენეს და თავიანთ პატარა ქვეყანაში ინგლისური ენის ათობით შემსწავლელი ცენტრი გახსნეს. ინგლისურის აქ სწავლა ბევრად იაფია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, ამიტომ ტურისტებთან ერთად მალტას სწავლას მოწადინებული ადამიანებიც სტუმრობენ.
10. იაფი ფასები
მალტაზე მარტო ინგლისურის სწავლა არ არის იაფი. ის ზოგადად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა. ტრანსპორტი აქ ძალიან იაფია. საკვებისა და ღვინის ფასებიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. იმისთვის, რომ კუნძულიდან კუნძულზე გადახვიდეთ, იახტის ქირაობა არ მოგიწევთ, კუნძულებს შორის მუნიციპალური ბორანი მოძრაობს.
11. პირდაპირი რეისი თბილისიდან
ის ფაქტი, რომ თბილისიდან მალტაზე ყოველ კვირა თვითმფრინავი იფრენს და გადაჯდომის გარეშე, პირდაპირ და კომფორტულად მოხვდებით ამ ქვეყანაში, დამატებითი სტიმულია მალტაზე სამოგზაუროდ.
ცხელი ტურის შეძენაში და შვებულების გონივრულად დაგეგმვაში ტურისტული კომპანია "ინტერკო თრეველ ჯგუფი" დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ “ინტერკო თრეველ ჯგუფის” ონლაინ პლატფორმით sagzuri.com-ით ისარგებლოთ. ან მათ ოფისში მიხვიდეთ, აბაშიძის 14-ში.
როგორც კომპანია „ინტერკო თრეველ ჯგუფში“ ამბობენ, Air Malta-ს გამოჩენა კუნძულზე დასვენების შესაძლებლობებს გაამარტივებს არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვისაც.
“ინტერკო თრეველ ჯგუფს”, როგორც Air Malta-ს კომერციულ წარმომადგენელს, სპეციალური შეთავაზებები აქვს სომხური და აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიებისთვის.
„ინტერკო თრეველი” საქართველოში 1991 წლიდან მუშაობს და დღეს უკვე რამდენიმე ტურისტულ კომპანიას აერთიანებს: ტურისტული სააგენტო „საგზური“, ონლაინ პლატფორმა “Goegypt.ge”, ბილეთების სააგენტო „ ინტერავია“. ასევე „ინტერკო თრეველი“ ეგვიპტური ავიაკომპანიის „Air Cairo”-ს გაყიდვების გენერალური აგენტია საქართველოშია.
12. და ბოლოს - მალტური საღამოები
თუ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა მალტაზე წასვლა, ეს ფოტო ყველა თქვენს ეჭვს პასუხს გასცემს. ასეთი საღამოებია მალტაზე.
Credits:
პარტნიორული მასალა