სამუსიკო სკოლის ისტორია ქუთაისში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო.1918 წელს პეტერბურგიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ცნობილმა მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ , მელიტონ ბალანჩივაძემ გადაწყვიტა გაეხსნა სამუსიკო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა.
მას შემდეგ ცნობილი კომპოზიტორის მიერ დაარსებულ პირველ მუსიკალურ კერას ფუნქციონირება არასოდეს შეუწყვიტავს.
100 წლის განმავლობაში ამ სამუსიკო სკოლამ არაერთი ნიჭიერი და ცნობილი მუსიკოსი აღზარდა.
ეს პატარა პიანისტი ლიზი მეგრელიშვილია, რომელიც ამავე სასწავლებლის მოსწავლეა. მას უკვე პარიზში მოუსმინეს. საფრანგეთში ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და პროფესორის, მიშელ სონის ფონდის " სოს ტალანტის " ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართა. ფრანგი კომპოზიტორი ცნობილ ქართველ მუსიკოსთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად უკვე 20 წელია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის მეშვეობით.
პარიზის შემდეგ ლიზის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუსმენენ. ის პორექტის "მუსიკალური გალერეა" - გზა კარნეგი ჰოლისკენ" ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან მეორე ადგილი და 50 პროცენტანი დაფინანსება მოიპოვა. ლიზი მეგრელიშვილი ამერიკაში 2019 წლის აპრილში გაემგზავრება.
ქეთევან ახვლედიანი 36 წელის სამუსიკო სკოლის პედაგოგია. თავადაც აქ სწავლობდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.
"აქ მუშაობა 1985 წლის 5 აპრილიდან დავიწყე. მალე 37 წელი გახდება რაც ამ სასწავლებელში ვასწავლი. რათქმაუნდა ჩემი საქმისადმი დიდი სიყვარული მაქვს. ბევრი შრომა სჭირდება. მეც ეს სასწავლებელი დავამთავრე თავის დროზე. ახლა მოსწავლეებთან ერთად ვემზადებით სხვადასხვა კონკურსისათვის."- ამბობს ქეთევან ახვლედიანი.
"აქ სწავლა ჩემი და ჩემი მშობლების სურვილი იყო. მალე მონაწილეობას მივიღებ ბახის კონკურსში. ასევე ვემზადები სიმფონიურ ორკესტრთან დასაკრავად. უკვე ნასწავლი მაქვს ბერკოვიჩის კონცერტი, მეორე და მესამე ნაწილი."-ამბობს ელიზაბედ მამასახლისი.
ქეთევან ახვლედნიანი მუსიკალურ სასწავლებელს 100 წლის შესრულებას ულოცავს და იმდოვნებს, რომ სასწავლებელი კიდევ მრავალი ასეული წელი სანიმუშო მოსწავლეებს აღზრდის და მუსიკალურ სამყაროს არაერთ ვარსკვლავს შესძენს.
2 თებერვალს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლაში კონცერტი გაიმართა, სადაც სამუსიკოს ყველა განყოფილება იყო წარმოდგენილი. შესრულეს ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. საღამოზე მოქმედ პედაგოგებთან ერთად მოწვეულნი ღვაწლმოსილი პედაგოგები.
"სკოლა ყოველთვის დაკომპლექტებული იყო მაღალპროფესიონალური პედგოგებით, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს ქმნიდნენ და გაადეცემოდა თაობიდან თაობას. აქ სწავლობენ ისეთი წარმატებული მოსწავლეები, როგორებიც არიან სალომე გიორგაძე,დაჩი კეკუა, ბექა ბაბუნაშვილი, მიხეილ ვაშაკიძე, ეკა ჯაიანი, ლომიძე მაია და სხვები. უნდა აღინიშნობს, რომ სკოლის სავიოლინო განყოფილება ძალიან მაღალ დონეზეა ჩვენს სასწავლებელში. ჩვენი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა კლასიკური მუსიკის ფესტივალში როგორც რესპუბიკური, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ. უნდა აღინიშნოს,რომ ფესტილავების გააქტიურებამ პედაგოგების მუშაობაზეც იმოქმედა. ძალიან ბევრი ახალი გვარები წარმოჩინდა როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების. ძალიან დიდი სტიმული მუშა მათ მუშაობაში."- ამბობს სასწავლებლის ხელმძღვანელი დალი მარგველაშვილი.
საწავლებელი 100 წლის საიუბილეო თარიღის ფართომასშტაბიანად აღსანიშნავად ემზადება. როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელი დალი მარგველაშვილი ამბობს, საიუბილეო კონცერტამდე სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობას მუსიკალურ კვირეულში მიიღებენ.
"სკოლაში მუშაობს სამი განყოფილება: საფორტეპიანო, საორკესტრო და თოერიული. ამ მასთაბურ ღონისძიებამდე ჩატარდება "მუსიკალური გაზაფხული", რომელშიც ყველა განყოფიების მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აქედან არჩეული ბავშვები მიიღებენ საიუბილეო კონცერტში ჩაერთვებია, სადაც გვეყოლება მოწვეული სტუმრები. ესენი იქნებიან როგორც ადგილობრივები, ისე თბილისიდან მოწვეული სტუმრები" - განაცხადა დალი მარგველაშვილმა.
საუკუნის გამოცდილებით ფართო აუდიტორიის წინაშე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის №1 სამუსიკო სკოლა ივნისის თვეში წარდგება.