სოხუმის ცენტრში ორი სანატორიუმია. ისინი მთელ 20 ჰექტარს იკავებენ. დიდი ხნის განმავლობაში ეს სანატორიუმები რუს სამხედროებს ეკუთვნოდათ. ცხრა წლის წინათ ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მფლობელობაში გადავიდა, თუმცა მათი თავიდან ამოქმედება ჯერჯერობით არ მოხერხდა.
ახლა აქ დაახლოებით 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი მუშაობს - მაგრამ მხოლოდ სეზონზე, წელიწადში 4 თვის განმავლობაში. როდესაც სანატორიუმი რუსი სამხედროების ბალანსზე იყო - პერსონალი 1,500 ადამიანს შეადგენდა, ხელფასი ორჯერ მეტი იყო, ვიდრე სხვა ადგილებში. და აქ მოწყობა დამლაგებლად და ჭურჭლის მრეცხავადაც კი ძნელი იყო.
ორი 15-სართულიანი კორპუსი, აუზი, ათობით კაფე, კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოდნები, კულტურის სახლი, მოვლილი ბუჩქები და დიდებული პარკი. ამ რუსული სანატორიუმების ტერიტორია, აფხაზეთის ომის შემდეგომი განადგურების ფონზე, ადგილობრივი სამოთხე იყო.
სანატორიუმების ტერიტორიაზე ორი ლენინია. ერთი თაბაშირის, სპორტული მოედანის წინ კვარცლხბეკზე დგას. აფხაზეთში ლენინს ხშირად ვერ შეხვდები, თუმცა მის მიმართ მშვიდი განწყობა აქვთ.
Credits:
JAMnews