მძღოლი, რომელმაც გზად თავის მანქანაში ჩაგვსვა და დაგვიმგზავრა, გვიამბობს, როგორია ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ჯავახეთში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე, სომხეთის მოსაზღვრე რეგიონში.
წალკის ერთ-ერთი სოფელი გვაქვს გასავლელი, ულამაზესი ტბის სიახლოვეს. ამ რეგიონში რამდენიმე ტბაა, პირველი დღეს ვნახეთ. საბჭოთა პერიოდის მიტოვებული სასტუმროები და რესტორნები, გზის მთელ გაყოლებაზე რომ მოჩანს, პირქუშად გამოიყურება.
კიდევ ერთი ტბა - ფარავნის, აქედან 20 კილომეტრშია. ეს ტბა საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა და იგი ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე მდებარეობს. მის ნაპირას პატარა სოფელია, რომელსაც ასევე ფარავანი ქვია.
მასისი მცველად მუშაობს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ამ ნაწილში. მან ყველაფერი იცის, რაც ამ ადგილებში ხდება, ყველა პროცესის მომსწრე და დამკვირვებელია. მას არაფერი გამოეპარება.
მასისის შვილიშვილი კი მისი თვალის ჩინია.
მადათაფას ტბა მნიშვნელოვანი ადგილია ტენის მოყვარული ისეთი ფრინველების საბინადროდ და გასამრავლებლად, როგორებიცაა ვარხვი, წერო, ყარყატი და ბევრი სხვა.
თვეში რამდენჯერმე, მასისი მადათაფას ტბასთან დარჩენილ ფრინველს სათითაოდ გადათვლის ხოლმე. ეს ადამიანი მართლაც ცოდნის საცავი გამოდგა, როცა სიტყვა აქაური ფრინველისა და ცხოველების ქცევაზე ჩამოვარდა.