სვანეთში სამი ტიპის ლამპრობაა შემორჩენილი: სჳიმნი ლამპრობ, დეცე ლამპრობ და ჯგრააგი ლამპრობ. სჳიმნი ლამპრობ უძრავია და ყოველი წლის 15 თებერვალს აღინიშნება. ლამპრობას სვანეთში ყველა ოჯახი მიცვალებულთა საფლავზე გადის და არყის ხისგან გამზადებულ ლამპრებს ანთებენ.
ფოტოები სვანეთში, სოფელ ბეჩოში, დღესაა გადაღებული. ბეჩოელებმა ლამპრები მიცვალებულთა საფლავებზე აანთეს. ხვალ კი ლამპრები ეზოებში აინთება.
Credits:
მირანდა აფრასიძე