View Static Version
Loading

მრავალშვილიანი დედები დაბა ნარუჯადან

ლიანა სურმანიძის სამი შვილი წვიმიან ამინდს სახლში ემალება. სახლში კი თითქმის ისე წვიმს, როგორც გარეთ.

მატერიალურად შეჭირვებული ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა სახლში, სადაც უამრავი პრობლემა აქვთ, სახელმწიფოს მიერ გაცემული შემწეობა თითქმის არაფერში ყოფნით. უქონლობა აქ ყველა დეტალში იგრძნობა.სურმანიძეების ყოველდღიური საკვების მოპოვება ძალიან უჭირთ.

სახლი თითქმის დანგრეულია. სახურავის შეკეთების საშუალება ოჯახს არ აქვს. ლიანა სურმანიძე ჭერიდან ჩამოსულ წყალს ჯამებში აგროვებს და გარეთ აქცევს..

ლიანა სურმანიძე კვლავ ხელისუფლების იმედადაა. ფიქრობს, რომ მათ სახლში აუცილებლად მოვა ვინმე, ვინც სურმანიძეების გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს.

თამარ სურმანიძე სამი შვილიშვილის ბებიაა. თავადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონეს სადარდებლად მისი ოჯახის მძიმე პრობლემები აქვს.

დაბა ნარუჯის მკვიდრია ანა დუმბაძეც. ამ სახლში ცხრანი ცხოვრობენ, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი და დუმბაძეების ოჯახში მატერიალურ გასაჭირს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც ემატება.

2018 წლამდე დუმბაძეების ოჯახი თითო ბაშვზე დახმარების სახით 50 ლარს იღებდა, აქედან 5 ლარი სახელმწიფო დახმარება იყო, 25 კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. სახელმწიფომ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 2018 წელს 50 ლარამდე გაზარდა, ამ ცვლილების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება შეწყვეტა. და საბოლოო ჯამში, თითოეულ ბავშვზე დახმარება მხოლოდ 20 ლარით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის დონე წინა წელთან შედარებით კი 3%ით გაიზარდა.

დუმბაძეების ოჯახში ცხოვრობს ანას მაზლიც, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. მისი ეტლი მწყობრიდან დიდი ხნის წინ გამოვიდა, თუმცა კვლავ ამ ეტლით სარგებლობა უხდება.

ოზურგეთის მერიაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების შეწყვეტის საკითხს ასე ხსნიან.

საქართველოში ექვსსულიანი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის მარტის თვის მონაცემებით 436 ლარია. იმის გათვალისწინებით, რომ სურმანიძეების ოჯახი ექვსულიანი, ხოლო დუმბაძეების ოჯახი ცხრასულიანია

ოზურგეთში 48 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი თითო ბავშვისთვის 50 ლარია.

განსხვავება საქართველოსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მხრივ, საკმაოდ თვალსაჩინოა.

NextPrevious

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.