Loading

იმოგზაურე თელავის თეატრთან ერთად 100 წლის წინ თელავის თეატრი წინათ..

თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ.

თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლი "ამერიკელი ძია" – დადგმა მ. იარალისა 1927 წელი

თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. "ერეკლეს თეატრში" ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი "წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა". 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი "ივერია". თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. დღეს თელავის თეატრმა 253 სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.

თელავის ძველი თეატრის შენობა.

ყოფილ სათავადაზნაურო საკრებულოს ქალაქის თვითმართველობამ მეოცე საუკუნის ათიან წლებში დააშენა მეორე სართული, გამართა სცენა. გათბობის ცენტრალური სისტემა ინჟინერ მელითაურის ხელმძღვანელობით გაკეთდა(60-იან წლებშიც კი გამართულად მუშაობდა). ქალაქის ხელოსნები ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ. თეატრი ქალაქმა ააშენა! მის კედლებში დიდი ენერგეტიკა იყო ჩადებული(ვისაც სჯერა, რომ კეთილი საქმე ენერგიაა). ამ შენობაში გაიმართა აკაკის იუბილე, რომელსაც მგოსანიც ესწრებოდა. ამ შენობაში შედგა კოტე მარჯანიშვილის სამსახიობო დებიუტი... მეტის თქმა შეუძლებელია, რადგან ეს „მეტი“ ქალაქის ისტორიაა.

კოტე მირიანაშვილი

განახლებული თელავის ძველი თეატრი XX ს-ის შუა წლები

თელავის ამფი თეატრი ნადიკვრის ბაღში

თელავის კინო თეატრი XX -ის 60 იანი წლები

თელავის თეატრის დასი XX ს -ის 30 იანი წლები

თელავის დრამატული თეატრი – 1866 პირველ სპექტკლად უჩვენეს გ. ერისთავის "გაყრა". პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 სეზონში. აქ კი 50 იანი წლების დასის შემადგენლობა

1928 წელი თელავის თეატრის დასი

თელავის დრამატული თეატრის 1930-1931 წწ სეზონის დასი

თელავის დრამატული თეატრის დასი 1948 წელი

გ. ცხადაძე – თეატრის დირექტორი , პ. ახვლედიანი, ა. კუპატაძე, გ. ცხადაძე, ნ. დეისაძე, მ. ღაღაშვილი, ლ. მარკოზაშვილი, დგანან: ა. გიქუაშვილი, იაგორაშვილი, ვ. ჩელთისპირელი, თ. ბურბუთაშვილი, დ. ბალარჯიშვილი, ბ. ჯავახია, ო. შუბითიძე, გ. მამუჩიშვილი, ნ. არავიაშვილი, გ. მანველი, ე. მოსეშვილი, დ. სხირტლაძე, შ. პაპოშვილი, კ. ხმალაძე, ბ. მარტიაშვილი, კ. ქემაშვილი, კ. ზუროშვილი, დ. მდივნიშვილი, ჩლაიძე, პ. გოთაიძე,

თელავის თეატრის დასი 1932 წელი.

მაკო (მარიამ) მიხელის ასული საფაროვა - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. მაკო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული სასცენო მოღვაწეობით. თეატრში მისი შესრულებული როლებია: ნატალია (გ. სუნდუკიანის ,,ხათაბალა’’) ,,კლოდინა, ტუანეტი მოლიერის ჟორჟ დანდენი” ,,ეჭვით ავადმყოფი , ელენე, მაშო (ცაგარელის ,,კუდურ ხანუმ”, ,,ციმბირელი” ლიზა (გრიბოედოვის ,, ვაი ჭკუისაგან” მარია ანტონოვა (გოგოლის ,,რევიზორი’ ,, ფაიხოში (დ. ერისთავის ,,სამშობლო, ოფელია, შექსპირის ,,ჰამლეტი,” ლუიზა (დენერისა და კორმონის ,,ორი ობოლი’’) , პოლინა ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი.” საფაროვა ქართულად თარგმნიდა რუსულ და ფრანგულ პიესებს. 1925 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.

1930 წელი

სპექტაკლი „იღრიალე ჩინეთო“

შაქრო ჭელიძე 1930 წელი თელავის თეატრის სცენის მოღვაწე და მომღერალი

მოგზაურობა კახეთში

თელავის თეატრის დრამატული დასი 1030 წელი

1930 წელი სპეტაკლი „ლაიდ ეზარ“ დადგმა ს. მებურიშვილისა

ასე იცვლებოდა ახალი თელავის თეატრის იერსახე.

1931 წელი თელავის თეატრი სცენა სპექტაკლიდან "მტრები" – დადგმა გ. გორდაძის გ. გორდაძე – თეატრის რეჟისორი

იმოგზაურე ჩვენთან ერთად გასულ საუკუნეში

დაგვიმეგობრიდი ფეისბუქზე :https://www.facebook.com/kakhetinews/

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.