Loading

გალაკტიონი ცხინვალში

გალაკტიონ ტაბიძე და პოეტი ვანო ახოვრესოვი, ვანათის არხის სათავესთან. 1952 წ., ვანათი.
ლიახვზე, ვანათის არხის სათავესთან; მარცხნივ. ჯგუფში: პოეტი ვანო ახოვრესოვი, გალაკტიონ ტაბიძე, რევაზ ასაევი, ივანე ურჯუმელაშვილი, თეიმურაზ ჯანგულაშვილი, გიორგი ლეონიძე. 1952 წ., ვანათი.
ქართველი და ოსი მწერლები, სტუდენტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები კოსტა ხეთაგურის ძეგლთან. დგანან ზედა რიგში მარცხნივ გალაკტიონ ტაბიძე, მარჯვნივ გიორგი ლეონიძე. მის გვერდით კომუნისტური პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი იმნაძე. ფოტოზე ასევე არიან, სიმონ წვერავა, ბესო ჟღენტი, ვასო გორგაძე, ალექსანდრე ქუთათელი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალიო მირცხულავა, ოთარ შალამბერიძე, თეიმურაზ ჯანგულაშვილი, მურმან ლებანიძე, კარლო კალაძე, აკაკი ბელიაშვილი, ალექსი გომიაშვილი, კალე ბობოხიძე, ილია კავკაზაგი და სხვები. 1952 წლის 3 ივნისი. ქ. სტალინირი (ცხინვალი).
გალაკტიონ ტაბიძე, დიმიტრი ბენაშვილი ქ. სტალინირის (ცხინვალის) ენისა ლიტერატურის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაშლილ სუფრასთან. 1956 წლის 20-21 აპრილი, ცხინვალი, (ქ. სტალინირი)
გალაკტიონ ტაბიძე და ოსი პოეტები სტალინის ძეგლთან. მარჯვენა მხარეს ვანო ახოვრესოვი. 1956 წ., სტალინირი (ცხინვალი).