Loading

16 წლიდან სცენაზე

22 წლის მარიამ ლომიძე უკვე 6 წელია დარბაზში მყოფებს სცენიდან ესალმება, ყოველ სპექტაკლზე, სხვადასხვა პერსონაჟის როლს ირგებს და მაყურებლებისგან აპლოდისმენტებს იღებს. ახალგაზრდა მსახიობი მუშაობს როგორ ბორჯომის დრამატულ თეატრში, ასევე თოჯინების სახელმწიფო თეატრში.

ბორჯომის დრამატულ თეატრში
ბორჯომის თოჯინების თეატრში

მისი სამსახიობო კარიერა ბორჯომის დრამატული თეატრიდან დაიწყო. 15 წლის იყო როდესაც ქასთინგზე მივიდა და სწორედ ამ ასაკში, პირველად ავიდა სცენაზე. ორი წლის შემდეგ კი საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა თოჯინების თეატრში სცადა, სადაც პირველად მოუწია თოჯინის ხელში აღება და როლის შესრულება.

მუშაობა გამოცდილ მსახიობებთან ერთად დაიწყო. თოჯინის მართვა და როლის შესრულება თავიდან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვია

უკვე 6 წელია რაც მსახიობია. ამ ხნის განმავლობაში შესრულებული აქვს 16 სხვადასხვა როლი, თუმცა გამორჩეულად საყვარელი და რთული იყო "ჯაყოს ხიზნებში" მარგოს როლის მორგება.

სპექტაკლის "ჯაყოს ხიზნები" პრემიერა

მარიამ ლომიძისთვის ორივე თეატრი განსაკუთრებულია. თოჯინების თეატრში ბავშვებს უქმნის კარგ განწყობას, დრამატულ თეატრში კი უფროსების გულების მოგებას ცდილობს.

დრამატულ თეატრში, ვიდეოს ავტორი - გიორგი გოგიჩაიშვილი

თითოეული როლისთვის განსაკუთრებულად ემზადება და მაქსიმალურად იხარჯება. საკუთარ ვიზუალზე მსახიობი, თავადვე ზრუნავს.

მზადება სცენაზე გასვლამდე

მარიამ ლომიძე, სპექტაკლებში ძირითადად მთავარ პერსონაჟს ასახიერებს. როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის კი მაყურებლების მხურვალე ტაშს ხშირად იმსახურებს.

მარიამ ლომიძე სხვადასხვა პერსონაჟის როლში

მარიამ ლომიძის თქმით, "ყვარყვარე თუთაბერი" იყო ის სპექტაკლი, რომელიც ბორჯომის დრამატული თეატრის დასმა, საქართველოში რამდენიმე ფესტივალზე წარადგინა. ამ "იღბლიანი" სპექტაკლის გამო ისინი თურქეთშიც მიიწვიეს. ვიზიტი აქაც წარმატებული აღმოჩნდა. ის მიიჩნევს, რომ ქალაქგარეთ ფესტივალში და კონკურსებში მონაწილეობის მიღება მსახიობებისთვის აუცილებელია, მათ მოტივაციას ზრდის და პროფესიონალებად აყალიბებს.

ბორჯომის დრამატული თეატრის დასი

როგორც თავად ამბობს, თეატრმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და სხვა პიროვნებად აქცია. ყველაზე დიდ წარმატებად, თეატრის სცენაზე მოხვედრას და მაყურებლების აპლოდისმენტებს მიიჩნევს

დრამატულ თეატრში, ვიდეოს ავტორი - გიორგი გოგიჩაიშვილი

თეატრის კულისები კურიოზებსაც ინახავს. სპქეტაკლის პრემიერის დროს, საკუთარი ტექსტი არასდროს დავიწყებია, თუმცა სახალისო მომენტები სცენაზეც ყოფილა. მიუხედავად ამისა, მსახიობები აქაც მსახიობობენ და ეს ყველაფერი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩება.

მარიამ ლომიძე სამომავლოდაც, საყვარელი პროფესიით მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. თეატრი, რომელიც საკუთარ "ოჯახად" ჯერ კიდევ 16 წლიდან იქცა, მის მიტოვებას არ აპირებს.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.