Loading

ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ: მოგვეცი შანსი ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

მე შემიძლია გავაკეთო...
მე მინდა გავაკეთო...
მომეცი შესაძლებლობა გავაკეთო...
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია სომხეთისა და საქართველოს მთავრობების მიერ რატიფიცირებულია.

დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული კანონმდებლობით, სავალდებულო გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა. თუმცა, ეს პროცესი ორივე ქვეყანაში ნელა მიმდინარეობს. რაც გავლენას ახდენს იმ ფაქტზე, რომ საზოგადოების დამოკიდებულება იმ ბავშვების მიმართ, რომელთაც სპეციალური განათლება სჭირდებათ უცვლელი რჩება.

„იცით რატომ წავიყვანეთ ქეთი საჯარო სკოლაში? იმის გამო, რომ ჩვენ გვინდოდა, ის ყველა მისი თანატოლივით გაიზარდოს. გვინდოდა, რომ ქეთის ესწავლა წერა, კითხვა, დაამატებითი რაღაც, ისევე, როგორც ჩვენს ორ შვილს. იმ პერიოდში, ინკლუზიური განათლება საჯარო სკოლებში არ იყო დანერგილი, სპეციალური სკოლა იყო საუკეთესო გამოსავალი“, - ამბობს ქეთის მამა, ვეფხია დიაკონაშვილი. ის საზოგადოებას წლების წინ დაუპირისპირდა და თავისი შშმ ქალიშვილი საჯარო სკოლაში მიიყვანა.

ვეფხია დიაკონაშვილის ოჯახი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს. მისი შვილი ქეთი 22 წლისაა. მას გონებრივი განვითარების პრობლემები აქვს. მშობლების მუდმივი ძალისხმევის შედეგად, ქეთი ახლა დამოუკიდებელია. მას შეუძლია წავიდეს მაღაზიაში ან დღის ცენტრში. შეუძლია იმღეროს, თიხისგან გააკეთოს საგნები.

როგორც მისი მამა ამბობს, მათ ბევრი სირთულე გაიარეს, მაგრამ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ქეთის საჯარო სკოლაში ევლო და შესძლებოდა ცხოვრებაში ყველა საჭირო უნარის გამოყენება. ”დიახ, ჩემს ქალიშვილს არ ესმის წილადები, მაგრამ მას აქვს საბაზისო ცოდნა. შეუძლია წერა- წაკითხვა და საზოგადოების სრულყოფილი ნაწილია”, - ამბობს ვეფხია დიაკონაშვილი. მამა დარწმუნებულია, რომ ქეთი, სხვა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების მსგავსად, სახლში არ დარჩება და ის საკუთარი თავის სარჩენ თანხას თავად გამოიმუშავებს.

ახალციხეში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო, დღის ცენტრი „ტალიტა კუმი“, რომლის სახელწოდებაც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „აღდექ!“, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების განათლებაში.

ცენტრში დადიან 18 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებსაც ფიზიკური და გონებრივი განვითარების პრობლემები აქვთ. ცენტრის შესასვლელშივე ისმის სიმღერისა და სიცილის ხმა. მუსიკა, თიხა და საღებავი ამ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს იოცნებონ და საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ.

ელზა ნადირაძე გუნდის სოლისტია. იგი ღონისძიებაში მონაწილეობს და უპრობლემოდ შეუძლია დაუკრას პიანინოზე და სიმღერა შეასრულოს. სანამ ცენტრში სუიარულს დაიწყებდა, ელზა მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებისგან გარიყული იყო. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ახლა მეგობრები ჰყავს. ცენტრის 18 ბენეფიციარი დღეს იმავე გზას გადის. ეს ის ადგილია, სადაც მათ იპოვნეს მათთვის საჭირო რამ: სწორი მოპყრობა და რწმნეა საკუთარი შესაძლებლობებისა. ცენტრი „ტალიტა კუმი“ 2010 წელს დაარსდა.

ცენტრის მუსიკალური თერაპევტი, ანაჰიტ ანესიანი მუშაობს, რათა დარწმუნდეს, რომ სიმღერების ჩამონათვალში ის კომპოზიციებია, რომლებიც ცენტრში ყველას მოსწონს. ანაჰიტი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებმა თავი თავისუფლად, ბედნიერად იგრძნონ და ყოველ დღე ცენტრი მშვიდად დატოვონ.

როდესაც ეს ადამიანები სკოლაში დადიოდნენ, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლება ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებდა. ამიტომ ბევრი მათგანი სპეციალურ სკოლებში დადიოდა. ზოგი მათგანი სწავლას საჯარო სკოლაში აგრძელებდა, ზოგი კი მშობლებმა მე -4 კლასის შემდეგ გაიყვანეს.

”სანამ ცენტრში მოსვლას დაიწყებდნენ, ისინი ძალიან ჩაკეტილები და მოუთმენლები იყვნენ. დიდხანს ჯდომა არ შეეძლოთ და შიში ჰქონდათ”, - ამბობს მელანო ჩილინგარაშვილი. ის ამ ცენტრში არტ-თერაპიისა და სპეციალური განათლების პედაგოგი. იგი ზოგჯერ ერთ დეტალზე სამიდან ექვსი თვის განმავლობაში მუშაობს.

ახლა, მათი ნამუშევრები ცენტრის ყველა ოთახშია წარმოდგენილი. ხელოვნების ეს ნიმუშები მათ ასევე გამოფენებზეც გააქვთ.

2014 წლის დეკემბერში საქართველოში გაეროს კონვენციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ რატიფიცირება მოხდა. კონვენციის 24-ე მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ გამოირიცხონ ზოგადი განათლების სისტემიდან. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს განათლება.

რამდენად შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საქართველოში, თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ, ასოციაცია „ტოლერანტის“ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი საუბრობს. მისი თქმით, არსებობს მრავალი პრობლემა, რომლებიც დღემდე გადაუჭრელი რჩება. ეს მდგომარეობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაშიც დგას. ”ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ეს პრობლემა მოაგვარეს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ისინი დარწმუნდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან ”. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მნიშვნელოვანია - ”ბევრი საკითხი მოგვარდება კონვენციის მეშვეობით. საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა პროგრამები. თუმცა რამდენადაც განხორციელება პროგრამები, ეს სხვა საკითხია ".

მიუღებლობის პრობლემა განსაკუთრებით დგას სოფლებში. ”საქართველოში მრავალი ცენტრი იხსნება და სახელმწიფოსა და საზოგადოების მხარდაჭერით ინკლუზიური პროგრამები ხორციელდება. თუმცა, სტიგმა კვლავ რჩება. ბევრი ბავშვი, განსაკუთრებით სოფლებში, სახლშია გამოკეტილი. მათ სკოლაში სიარული არ შეუძლიათ, რადგან ინფრასტრუქტურა საკმარისად მოწესრიგებული არ არის. გარდა ამისა, ისინი სახლიდან ვერ გამოდიან, რადგან მათ არ სურთ საკუტარი შვილების შესახებ სხვებმა იცოდნენ. საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ამის გასაგებად”, - ამბობს ასოციაციის ლიდერმა.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგიონული სამთავრობო ცენტრებიც კი, საიდანაც მოსახლეობა სოციალურ მომსახურებას იღებს, ხელმისაწვდომი არ არის. ახალციხის ყველა საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. ”ლიფტებიც კი არ აქვთ იმ შენობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. და თუ ლიფტები არ იარსებებს, რომ ადამიანი წავიდეს და გადაადგილდეს ქალაქში, მაშინ რისი გაკეთება შეეძლებათ? მათ მესამე ან მეოთხე სართულიდან გადახტომა არ შეუძლიათ. ეს საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს”.

”არავინაა დაზღვეული ინვალიდობისგან. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს”, - ამბობს დათო გაბოძე, რომელიც ახლა ინვალიდის ეტლშია.

ცხრა წლის წინ მომხდარი ავტოკატასტროფის გამო, 34 წლის დათო გაბოძეს საკუტარი ფეხით გადაადგილება არ შეუძლია. იგი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ადგილობრივ ტელევიზიაში ოპერატორად მუშობდა. ახლა გაბოძისთვის ახალციხეში გადაადგილება პრობლემაა, რადგან აქ ცენტრები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი შენობები შშმ პირებისთვის ადაპროტებული არ არის. მათ დახმარების გარეშე ამ ადგილებში სიარული არ შეუძლიათ. დათო გაბოძე თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სტიგმის გამო კი არ რჩებიან სახლში, არამედ იმის გამო, რომ მათ გარემოში არ არის სათანადო პირობები.

”მათ შეიძლება ყველაფერი ჰქონდეთ სახლში, მაგრამ თუნდაც ყველაზე მარტივი რამ, მაგალითად, საკვების ყიდვა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ. ეს სერიოზული პრობლემაა, ”- თქვა მან და აღნიშნა, რომ მას გაუმართლა, რომ ჰყავს დამხმარე.

სპეც. პედაგოგი ნინო ნადირაძემ, რომელიც ახალციხის N1 სკოლაში მუშაობს და სამცხე-ჯავახეთში ინკლუზიური განათლების ექსპერტია, ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მშობლები აწყდებიან ის არის, თუ როგორ უნდა მიიყვანონ სკოლაში საკუთარი შვილი, რომელსაც განვითარების პრობლემა აქვს . ინკლუზიური განათლება საქართველოს სკოლებში 2009 წელს დაინერგა, მაგრამ ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა. პროგრამა თავდაპირველად ათ საშუალო სკოლაში ხორციელდებოდა, შემდეგ კი გაფართოვდა. ”თავიდან საზოგადოებას უჭირდა ამ ყველაფრის მიღება და გაგება. როდესაც ინკლუზიური განათლება დაინერგა, ეს სიახლე იყო მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჰყავთ და მათთვისაც, ვისაც შეეძინათ ასეთი შვილები, ”- ამბობს ნინო ნადირაძე.

”ქართულ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ ყოფილა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს სახლი დაეტოვებინა. განსაკუთრებით კი მათ არ შეეძლოთ შრომითი ბავშვების გვერდით ჯდომა. პედაგოგებიც რეაგირებას ახდენდნენ ამაზე, ”- ამბობს პედაგოგი და დასძინა, რომ ”ეს „კონფლიქტი”საქართველოს განათლების სამინისტროს წყალობით გადაწყდა. პირველ რიგში, მასწავლებლებმა გაიარეს სპეციალური გადამზადება, შემდეგ კი მშობლები, რომლებიც ამ პრაქტიკის წინააღმდეგი იყვნენ, დატრენინგდნენ .” სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იყო, სკოლებში პროფესიონალთა გუნდის ჩართვა, რომლებიც შედგებოდა სპეციალური პედაგოგების, ფსიქოლოგების და მეტყველების თერაპევტებისაგან. ნადირაძე ამბობს, რომ ინკლუზიური განათლება ასევე კლასში განწყობას ცვლის.

საქართველოს მთავრობას ჯერ არ დაუდგენია კონკრეტული ვადა, როდის უნდა დაინერგოს ყველა საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლება, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ეს ერთ-ერთი შესასრულებელი პირობაა.

ახალციხეში რვა საჯარო სკოლაა, რომელთაგან ორს ინკლუზიური განათლება მხოლოდ ორში ფუნქციონირებს (N1 და N 5). N 7 საჯარო სკოლას კი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არის და აქ ინკლუზიური განათლების გაკვეთილები ტარდება.

საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთის მთავრობამ მკაფიოდ თქვა, რომ 2025 წლისთვის ქვეყნის ყველა სკოლაში ინკლუზიური განათლების პროგრამები უნდა ხორციელებოდეს.
ადელაიდას სპეციალური განათლების მიღება სჭირდება. ექვსი წლის წინ, მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ის სხვების მსგავსად საჯარო სკოლაში წავიდა. იმ ფაქტს, რომ მას განსაკუთრებული საჭიროებები ჰქონდა, სხვა ბავშვების აგრესია არ გამოუწვევია. პირიქით - როდესაც სხვებმა მის მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინეს, ადელაიდა მარტივად ინტეგრირდა.

”ბავშვებმა არ იციან რა არის სტიგმა. მათ ასეთ რწმენას უფროსები უნერგავენ”,- ამბობს ადელაიდას მასწავლებელი, იზაბელა მარგარიანი.

მასწავლებელი იხსენებს, რომ ადელაიდა თავიდანვე აგრესიული იყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ სხვა ბავშვები გულმოდგინედ ეპყრობოდნენ, მისი აგრესია გაქრია და კლასის სრულფასოვანი წევრი გახდა.

ადელაიდა შირაქის პროვინციაში, აზატანის საშუალო სკოლის მოსწავლეა. მცირე ასაკში მან ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც მას კუნთოვანი სისტემისა და ფსიქიკური განვითარების პრობლემები დაეწყო. ადელაიდამ ოცნება მას შმედეგ დაიწყო, რაც თავისი ასაკის ბავშვებთან ერთად, ერთ მერხთან დაჯდა.
მას შედეგ, რაც ადელაიდას მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი დედა, არმინე დავთიანი, დარწმუნდა, რომ საჯარო სკოლაში სიარული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე კარგ გავლენას ახდენს.

ნარეკის ოჯახი სოფელ აზატანში ცხოვრობს. სოფელში არსებული სკოლა ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართულია, მაგრამ ნარეკს მხოლოდ იმ შემტხვევაში შეუძლია სკოლაში წასვლა, თუ სახელმწიფო მას სპეციალური მანქანით და ინვალიდის ეტლით უზრუნველყოფს. ასევე, მაშინ, როცა სკოლა სათანადო საპირფარეშოს ააშენებს და პროფესიონალ კადრებს დაიქირავებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან იმუშავებენ.

შირაქის რეგიონში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სკოლების ადაპტირება 2012 წლიდან დაიწყეს. წლების განმავლობაში, წინსვლა შეინიშნებოდა და სკოლებში გარკვეული საჭიროებები გათვალისწინებული იყო, მაგრამ, როგორც ნარეკის დედა, აზათუჰი ვარდხათუნიანი ამბობს, ტრანსპორტირება ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. აზათუჰის ქმარი ყოველწლიურად სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდის, რათა ოჯახის საჭიროებებზე იზრუნოს, ამიტომ მარტო დარჩენილ დედას ნარეკის ტრანსპორტირებაზე ზრუნვა არ შეუძლია.

ჰაიარპი პოღოსიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“-ის სომხური ოფისის სოციალური მუშაკია. იგი თვლის, რომ სოციალური მუშაკების მუშაობა ადაპტაციის პროცესის დროს ასევე მნიშვნელოვანია. მათ უნდა მოძებნონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც არ მიდიან სკოლამდელ დაწესებულებაში ან საჯარო სკოლაში სწორედ სტიგმისა და სხვა სირთულეების გამო, რომლებიც მათ ოჯახსა და საზოგადოებას აქვს. პოღოსიანი თვლის, რომ ამ მიმართულებით ოჯახებში მუშაობა უნდა დაიწყოს.

ინკლუზიური განათლების ექსპერტების აზრით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია სკოლაში წასვლამდე უნდა დაიწყოს, რადგან სწორედ მაშინ ვითარდება მათი თვითშეგნება. ამასთან, სომხეთში ძალიან ცოტაა დაწესებულება, რომლებმაც გ ანსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მსგავსი შესაძლებლობები შექმნეს.

გიუმრის "ციაცანის" სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ინკლუზიური განათლება არ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი კარი ოთხი წლის იურასთვის გაიხსნა. იმ წუთიდან, როდესაც იგი სკოლაში პირველად მივიდა, მთელმა ბაღმა გაიგო ვინ იყო იურა, მისი ჰიპერაქტიული ქცევის გამო.

იურას აღმზრდელი, არმინინ აბრაამიანი იხსენებს, როგორი წინააღმდეგობას წააწყდა თავიდან სხვა ბავშვების მშობლებთან. მისი თქმით, ეს პრობლემები მოგვარდა, როდესაც მან ახსნა, რომ იურას შეეძლო სკოლაში სიარული, ისევე, როგორც სხვა ბავშვებს. იურას აუტიზმი აქვს.

პროექტის ავტორები: თაკო ფეიქრიშვილი, საქართველო ლუსინე ბუდაღიანი, ლუიზა სუხიასიანი, სომხეთი