Loading

ქართული დროშა

წერილობითი წყაროები ქართული სახელმწიფო დროში, მისი ფერების შესახებ ქართლის ცხოვრებაში გვხვდება. 5 ჯვრიანი დროშია, რომელიც დღეს გვაქვს 1320 წლიდან იღებს სათავსეს და მას გორგასლიან-დავითიანს უწოდებენ.

გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

ვნახოთ, როგორ გამოყურებოდა საქართველოს დროშები ძველად.

ქართლის საერისმთავროსა და ქართველთა სამეფოს დროშა, VI-XI სს.
ერთიანი საქართველოს სამეფო დროშა, X-XV სს.
დავით IV აღმაშენებლის დროშა
თამარ მეფის დროშა
ოდიშის სამთავროს დროშა, XIII-XIV სს.
ოდიშის სამთავროს დროშა, XIV-XIX სს.
ქართლ-კახეთის დროშა

ვახტანგ VI-ის დროშა

საქართველოს დროშა, 1918-1921
საქართველოს დროშა, 1921—1937
საქართველოს დროშა, 1937—1951
საქართველოს დროშა, 1951-1990
საქართველოს დროშა, 1990-2004

დღევანდელი 5 ჯვრანი დროშის მსგავსი თან ჰქონდა მეფე გიორგი V ბრწყინვალეს(1314-1346 წ.წ.) ,როდესაც კლიტენი იერუსალიმისანი~ ჩაიბარა. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია (სხვა და სხვა სახეცვლილებით, მათ შორის, 5 ჯვრის გამოსახვით) უკვე გვევლინება საქართველოს დამაფიქსირებელ სიმბოლოდ, რაც დასტურდება მრავალი ვიზუალური წყაროს საშუალებით _ პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ანჯელინო დულჩერის (1339 წ.), ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების (1367 წ.), გებრიელ დე ვალსეკას (1439 წ.) და სხვათა საზღვაო რუკებით (პორტულანებით).

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.