80 წლის ზინა ენუქაშვილი თელავში მარტო ცხოვრობს. მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მას ხშირად საჭმლის და წამლის საყიდელი ფული არ აქვს. ის 10 წელზე მეტია ყოველდღიურად უმწეოთა და უპოვართა სასადილოს სტუმრობს და თავისი წილი საკვები სახლში მიაქვს.
ისინი ამბობენ, რომ საკვები პროდუქტები და წამლები გაძვირდა, მათი ერთადერთი დახმარება კი უმწეოთა და უპოვართა სასადილოდან მიღებული ერთი ადამიანის სამყოფი საკვებია, რომლითაც ხშირად ოჯახის წევრებსაც კვებავენ.
სამსახურის ხელმძღვანელი ნინო აფციაური აცხადებს, რომ 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 000 ათასი ლარით დაფინანსდნენ, ხოლო მომავალი წლისთვის აღნიშნული თანხის გაზრდა იგეგმება, რომ მათ 600-მდე ბენეფიციარის დახმარება შეძლონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ პროექტის ,,ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების საჭიროებათა კვლევა ჩატარდა. მომზადდა ინტერმუნიციპალური სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი, რაც ხელს შეწყობს გააზრებული და ეფექტური სოციალური პოლიტიკის დანერგვას ადგილობრივ დონეზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული დოკუმენტი თვითმმართველობებს დაეხმარება დახვეწონ სოციალური პროგრამები და მოარგონ ისინი მოსახლეობის საჭიროებებს.
სოციოლოგი და კვლევის ავტორი თამარ ზურაბიშვილი განმარტავს, რომ მუშაობისას გამოიკვეთა სოციალური პროგრამების ახლებური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობა, რომელიც ფოკუსირებული იქნება გრძელვადიანი და მდგრადი შედეგების მიღწევაზე.
,,მედია ცენტრი კახეთის” დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, პროექტის მიზანია სოციალურ სექტორში მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის სოციალური სერვისების სისტემის გაუმჯობესების გზით.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში მიმდინარეობს, შემდეგ მერიას შენიშვნებით დაუბრუნდება, რომელსაც უწყება გაითვალისწინებს და საბოლოოდ დასამტკიცებლად კვლავ საკრებულოს გაუგზავნის.