"გარემონტებულია ერთი შეხედვით, მაგრამ მილებიდან წყალი ჟონავს და მალე განადგურდება" როგორია ტუალეტების მდგომარეობა უნივერსიტეტებში

ტუალეტების ინფრასტრუქტურულმა და სანიტარულმა მდგომარეობამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, "ლიბერალთან" ჩაწერილ ინტერვიუში ამ საკითზე ისაუბრა.

"თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები" - მიმართა მინისტრმა სკოლის დირექტორებს.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუალეტები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი რამდენიმე წლის წინ გარემონტდა, შესაბამისად, ტუალეტები კარგ მდგომარეობაშია.

თსუ, პირველი კორპუსი
თსუ, პირველი კორპუსი

პირველი კორპუსისგან განსხვავებული ვითარებაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში.

თსუ-ის მეორე კორპუსის ტუალეტში არ არის თბილი წყალი და გათბობა. დამლაგებლების მიერ სისუფთავის მუდმივი კონტროლის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, საპირფარეშოებში იგრძნობა სუნი.

ასეთივე მდგომარეობაა თსუ-ს მე-5 კორპუსში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ტუალეტი მოწესრიგებულია. თუმცა, ფოტოების გადაღების დროს საპირფარეშოში არ იყო ტუალეტის ქაღალდი და საპონი.

სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი
სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი

ადმინისტრაციული კორპუსისგან განსხვავდება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის ტუალეტები.

სტუ, მე-4 კორპუსი
სტუ, მე-4 კორპუსი
სტუ, მე-4 კორპუსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუალეტები გარემონტებულია. თუმცა, არ არის თბილი წყალი.

ილიაუნი, E კორპუსი
ილიაუნი, E კორპუსი
ილიაუნი, E კორპუსი

წარმოგიდგენთ სტუდენტების მოსაზრებებს მათი უნივერსიტეტის ტუალეტების პრობლემებზე:

თორნიკე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:"ტუალეტები არ აკმაყოფილებს ჰიგიენის მინიმალურ მოთხოვნებს, სიბინძურეა, ნახევრად დანგრეულია ყველაფერი, მაგრამ ეს მარტო ტუალეტებს არ ეხება. მთლიან კორპუსში გაუმართავია ინფრასტრუქტურა."
მარიამი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: "ნორმალურ მდგომარეობაში არის, იშვიათად, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არასდროს მინახავს დასვრილი. რაც მთავარია, სუნი არასდროს არის. კარგი იქნება, თუ ცხელი წყალი იქნება, წესიერი ქაფი და საშრობი; და ქაღალდს უნდა გავუფრთხილდეთ."
ქეთი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: "ერთი წელია, დაახლოებით, არ შევსულვარ, მაგრამ ბოლოს არც თუ ისე სახარბიელო მახსოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი სკოლის ტუალეტი ბევრად უარესი იყო, ასე რომ ნორმალურ მდგომარეობაშია."
ირაკლი, თსუ-ს სტუდენტი: "დავიწყებ მაღლივის ტუალეტებით: 1) არ მომწონს ყველაზე მეტად კედლების "შემკულობა"ათასი უაზრობა წერია, გასათეთრებელია თავიდან, 2) გამოსასვლელში თითქმის არასდროს არაა ხელის შესაწმენდი ქაღალდი 3) ზოგან კარებები არ იკეტება, სხვა ნორმალურია ყველაფერი. კიდევ, ზოგან ჩასარეცხებია გაფუჭებული არ ირეცხება."
ბაია,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი: "ზოგიერთ კაბინაში კარი არ იკეტება. შუქი რომ არ არის, ავტომატურად წყალიც არ არის და ძალიან ცუდია. ერთი ნიჟარა იჭედება ხოლმე. საპონი და ტუალეტის ქაღალდი არასდროს არის. არც სარკე გვაქვს. თბილი წყალი არ არის და ტუალეტში რომ შედიხარ ხელები გეყინება. გარემონტებულია ერთი შეხედვით, მაგრამ მილებიდან წყალი ჟონავს და მალე განადგურდება."

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.