Loading

განსხვავებული თბილისი და ქართული მობილური ფოტოგრაფია [ფოტოპროექტი]

როგორია თქვენი თბილისი? - ამ კითხვით ქართველ მობაილფოტოგრაფებს მივმართეთ და ვთხოვეთ, მათ მიერ გადაღებული თბილისის ფოტოები გამოეგზავნათ. თუმცა, მთავარი კრიტერიუმი თავიდანვე დავაწესეთ - "ჩვენ გვინდა არასტანდარტული თბილისი, ისეთი, როგორიც მხოლოდ თქვენს წარმოდგენაშია".
ინტერნეტში სიტყვა თბილისის ჩაწერის შემდეგ, Google Image შემდეგ შედეგებს გვიჩვენებს.

​შევთანხმდით, რომ ასეთი ფოტოები არ გვინდა. საჭიროა უფრო მეტი დეტალი და ინდივიდუალიზმი. თანაც, ფოტოები მხოლოდ მობილურით უნდა ყოფილიყო გადაღებული. ფოტოგრაფიის ახალბედა ჟანრი ხომ ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს და საკმაოდ სერიოზულ მიმართულებად ყალიბდება. დღეს აღარ არის საჭირო ძვირადღირებული ფოტოაპარატი, რათა ჩვენს ფოტომუზას გასაქანი მივცეთ.

​ქართველი მობაილფოტოგრაფები წამოწყებაზე მარტივად დაგვთანხმდნენ და შედეგად თბილისის განსხვავებული სახეც შევქმენით. ფოტოებში თქვენ, როგორც თბილისის ნაცნობ ადგილებს, ისე კონკრეტულ შტრიხებს, შენობებს, ადამიანებსა და შიდა ინტერიერის ამსახველ კადრებსაც შეხვდებით.

თუ აქამდე კადრების დასაჭერად კარგი ფოტოაპარატი გჭირდებოდათ, ახლა ეს სტანდარტი იცვლება. საუკეთესო მომენტების დაჭერა მობილური ტელეფონითაც შეგიძლიათ. ცოტა კრეატივი, ხედვა და სამყაროს თქვენებური აღქმა საკმარისია. იგრძენი მომენტი? - შეგიძლია მისი შემოქმედი თავად გახდე. მოსიარულე მულტიმედია ადამიანები უკვე საქართველოშიც მომრავლდნენ.

ნიკოლოზ გაბედავა მობილური ფოტოგრაფიით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. მისი ინსპირაცია სამსახურის ოფისი გახდა, რომელიც ხშირად კარგი ფოტოების გადაღების საშუალებას აძლევს. მეტწილად შენობებს იღებს და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მისი მობილური ფოტოგრაფიით დაინტერესების მიზეზი მარტივია, ამბობს რომ ტელეფონით კადრების დაფიქსირება “მსუბუქი და ჩუმია”.
“თავისთავად, კამერით გადაღება ერთი სიამოვნებაა, მით უმეტეს როდესაც ტექნიკა გიწყობს ხელს. მაგრამ მობილური ფოტოგრაფია ჩემთვის ცალკე ჟანრია. კომფორტულია, სწრაფია და ნაკლებად “მყვირალა.” როდესაც ამხელა მოწყობილობას - ფოტოაპარატს ამოიღებ და იღებ კადრს, მითუმეტეს თუ მასში ადამიანი ფიგურირებს, ხალხს ცოტა არ იყოს “აშინებ.” ამ დროს ადამიანს ნებისმიერი აზრი შეიძლება მოუვიდეს - “მითვალთვალებს”, “ჯაშუშია”, “პარტიიდანაა” და ა.შ. თითოეულ მათგანს აქვს არსებობის უფლება. ამიტომაც, ტელეფონით გადაღება ბევრად “ჩუმია.” მითუმეტეს თუ შენობებს იღებ, რადგან შენობებს არ ეშინიათ”.
ნიკოლოზ გაბედავას ფოტოები
ლიკა ხელაშვილი
ლიკა ხელაშვილი ძირითადად თბილისს აფიქსირებს, არ ცდილობს ქალაქი შეალამოზოს, იღებს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ფოტოებს Huawei P8 lite-თ იღებს.
ლიკა ხელაშვილის ფოტოები
Alexander Kay

Alexander Kay დიდი ხანია მობილური ფოტოგრაფიითა დაინტერესებული. გადაღება iphone 5s-ით დაიწყო და ახლა iphone 7-ით იღებს. ძირითადად შენობების ექსტერიერისა და ინტერიერის გადაღებითაა დაინტერესებული. თუმცა მის ფოტოებში საინტერესო პროფაილებსაც შეხვდებით.

Alexander Kay - ფოტოები გადაღებულია East Point-ში
ფოტოები გადაღებულია "ფაბრიკაში"
ნანიკო ჯებაშვილი ბოლო 2 წელია მობილური ფოტოგრაფიითა დაინტერესებული. თავდაპირველად ყვავილებით გაფორმებულ მაგიდებს იღებდა, შემდეგ უკვე თბილისის კონკრეტული და მისთვის საინტერესო ადგილების გადაღება დაიწყო. ფოტოკადრებს iphone 6S-ის აფიქსირებს.
ნანიკო ჯებაშვილი
მშრალი ხიდი
Saturday
სივრცეში თამაში
Bonheur
ჩვეული რეჟიმი
wine station
​ნიკა ბაქრაძე: "გადაღება ბავშვობიდან დავიწყე, მას შემდეგ რაც ჩემი პირველი კამერის მქონე ტელეფონი მიყიდეს მშობლებმა. ძირითადად ვიღებ თბილისს, ვმოგზაურობ ჩემს მშობლიურ ქალაქში და მინდა ხალხს დავანახო, თუ რამხელა სამყაროა ჩვენს პაწაწინა თბილისში".
ნიკა ბაქრაძე: "მიყვარს საინტერესო მომენტებისა და ობიექტების აღბეჭდვა, მობილური ფოტოგრაფია კი მაძლევს საშუალებას აღვბეჭდო მომენტები ნებისმიერ დროსა და ადგილას"
სმოგში გახვეული მოწყენილი თბილისი
მარტოხელა კარუსელი
ფერადი მაისის პირველი დღე
გამოუკვლელი ადგილების გამოკვლევა
კარი ძველ თბილისში
პაწაწინა ევროპა
მზის შუქი სვეტებს შორის
უცნაური ადგილები
ურბანული თბილისის ფარული ყვითელი ფერები
ყოველ ქალაქს თავისი საიდუმლოებანი აქვს
ქოთნებიდან თურმე არა მხოლოდ მცენარეები, არამედ კატებიც იზრდება!
მარიამ ფხოველიშვილი

მარიამ ფხოველიშვილის მობილური ფოტოგრაფია ფერების სიუხვით გამოირჩევა. მის ფოტოებში თბილისის საინტერესო ადგილებს აღმოაჩენთ.

მარიამ ფხოველიშვილის ფოტოები
ბექა ბუხნიკაშვილი: მობილური ფოტოგრაფია ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი საშუალებაა შინაგანი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. განსაკუთრებით ისეთი ფოტოების გადასაღებად, რასაც მე ვიღებ. აუცილებელია მუდმივად თან გქონდეს საშუალება, რითაც გადაიღებ იმ ყოფას, სადაც ცხოვრება გიწევს.
როგორია მისი თბილისი: "მგონია, რომ თბილისს და ზოგადად, საქართველოს ახლა უდგას ის პერიოდი, რაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მაგნუმის ფოტოგრაფების ზეობის პერიოდში იყო. ანუ პერიოდი, როცა პოსტ საბჭოთა ცხოვრება უკვე გამოვლილია და ახლა უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებელი ცხოვრება. ამიტომ მგონია, რომ უფრო მეტი ფოტოგრაფი უნდა დაინტერესდეს ფოტორეპორტიორობით და არა ფოტოფრაფიით. გახდნენ დოკუმენტური ფოტოგრაფები, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ მხრივ მნიშვნელოვან პერიოდში და შეგვილია თბილისის მაგნუმ ფოტოგრაფები ვიყოთ. მით უმეტეს, რომ ყელშია უკვე ეს ლამაზი სახლების ფოტოები. ჩემეული თბილისი არის ძალიან ღარიბი, გაჭირვებული და იბრძვის გადარჩენისთვის".

ბექა ბუხნიკაშვილი ფოტოებს Samsung Galaxy J5-ით იღებს

ქეთევან ლომოური: მიყვარს თავისუფალ დროს ქალაქში გასვლა და სხვადასხვა ხედების გადაღება, ეს სიამოვნებას მანიჭებს. კამერა არ მაქვს, მაგრამ ეს არ მაფერხებს, ვიღებ მობილურით. ჩემი აზრით მთავარი ხედვაა. ამ ფოტოებით კი წარმოვადგენ ჩემი თვალით დანახულ თბილისს.

ქეთევანი მობილური ფოტოგრაფიით 2014 წლიდანაა გატაცებული. ამჟამად ფოტოებს iphone 7-ით იღებს.

თამთა რუხაძე მობილური ფოტოგრაფიით 3 წლის წინ დაინტერესდა. იღებს მომენტებს, რომლებიც მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. მისი ფოტოები ძირითადად თბილისურ რეალობას ასახავს.
ქეთევან ბერაია მობილური ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პირველი კამერიანი ტელეფონი შეიძინა. მას შემდეგ იღებს ყველაფერს, რაც მისთვის საინტერესოა.
თაკო სონღულაშვილი: “ფოტო ინახავს წამს და ინახავს ეპოქას. ფოტო არაფერს აშეშებს..“
თაკოს ფოტოები განსაკუთრებული ემოციების მატარებელია. ისინი თბილისურ რეალობას შელამაზების გარეშე გვიჩვენებს.
ზურა ბალანჩივაძე: "ძირითადად ყოველდღიურობას ვიღებ, ხალხს, ქუჩებს, შენობებს, სიტუაციებს. ვცდილობ, განსხვავებული ადგილები და მიდგომები მოვნახო. ფოტოს დამუშავება ცალკე თემაა და აუცილებელიცაა. უკვე იმდენი ფოტო დაგროვდა, რომ ბევრი კარგი კადრი ყურადღების მიღმა რჩება, სწორედ "არამყვირალა" ფერების ან განათების გამო".
ზურა ბალანჩივაძე მარტივად შეიძლება ჩაითვალოს ქართული მობილური ფოტოგრაფიის პირველყოფილ წარმომადგენლად. ფოტოგრაფიის ამ მიმდინარეობის პოპულარიზაციაში მას უდავოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.