"კუპიურების ოსკარზე" 50 ლარიანი კუპიურა წარადგინეს კუპიურების კონკურსი

საერთაშორისო საბანკო ბილეთის საზოგადოებამ 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა, - იუწყება Bloomberg.

წარდგენილ კუპიურებს შორის ქართული 50-ლარიანი კუპიურაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით.

კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა
ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა
ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა
ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა
შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა

მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურა

ქართულ 50-ლარიან კუპიურასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები.

საერთაშორისო საბანკო ბილეთის საზოგადოება დაარსდა 1961 წელს. 2005 წლიდან ის ატარებს წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს.

ქვემოთ, შეგიძლიათ ხმა მისცეთ თქვენ რჩეულ კუპიურას

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.