Loading

ნახეთ, როგორ გამოიყურება ყველაზე მასშტაბური პროექტი ბაკურიანში

ბაკურიანში მასშტაბური პრემიუმ კლასის კომპლექსის „ტერასა ბაკურიანის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა საჭირო სერვისს მოიცავს.

მათ შორის არის სასტუმრო, რესტორანი, დახურული აუზი და სარეკრეაციო ზონა.
დახურული აუზი
სასტუმროს კონსიერჟი
ბინები ჩაბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.
მესაკუთრეებს „ტერასა ბაკურიანის" გაქირავების სერვისით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

„ტერასა ბაკურიანის“ რესტორანი დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. მათ არ მოუწევთ კომპლექსის ტერიტორიის დატოვება და შეძლებენ ადგილზე დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები და დრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ.

რესტორანი

სამშენებლო ფართის 50% შიდა ეზოსა და საბავშვო გასართობ ზონას ეთმობა. რეკრეაციული ზონა კი ჯამში 4 800 კვადრატული მეტრია.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები, რომლით სარგებლობაც დამსვენებლებს ყველა სეზონზე შეუძლიათ.
კომპლექსი შენდება ბაკურიანის ცენტრში.

„ტერასა ბაკურიანის“ მშენებლობა 2022 წელს დასრულდება, შესაბამისად, ის უმასპინძლებს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე ბაკურიანში ჩასულ ვიზიტორებს.