Loading

სსმ პირთა ცენტრი

"მინდა სპეციალური საჭიროებების მქონდე ბავშვების მშობლებს ვუთხრა, რომ ძალიანაც ნუ გადაყვებიან შვილებს, მისცენ თავისუფლება - აკეთონ რაც უნდათ და მათ ნაცვლად ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებებს", - მეუბნება თინა ბრეგვაძე კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და დამაარსებელი. სპეციალური საჭიროებების მქონდე პირების პრობლემები მისთვის ნაცნობია. გარდა იმისა, რომ ცენტრის ხელმძღვანელია, ასევე თვითონაც სსმ პირია - ეტლით გადაადგილდება. ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ამ მდგობარეობაში აღმოჩნდებოდა.

ეტლით 1994 წლიდან გადაადგილდება. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ დახმარებოდა მის მსგავს პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. თავიდაინ ორგანიზაციას "ინვალიდთა კავშირი" დაარქვეს, ხოლო შემდგომ უკვე "კეთილდღეობისა და განვითარების" ცენტრად გადაკეთდა. აქ გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფლიდან 65 ბენეფიციარი დადის. ცენტრი სახელმწიფო დაფინანსებით მუშაობს, თუმცა აქვთ დამატებითი ხარჯებიც, რომელსაც დაფინანსება ვერ წვდება. სწორედ ამიტომ ბენეფიციარების მიერ გაკეთებული ტიხრული მინანქრისა და თიხის ნამუშევრები იყიდება. ამით დამატებით შემოსავალას იღებენ, რაც ისევ ცენტრს ხმარდება.

ცენტრში არსებული მინანქრის სახელოსნო

აქ ბენეფიციარები მიმანქარზე მუშაობას სწავლობენ. როგორც მათი მასწავლებელი ანა ირემაძე ამბობს, ეს მათთვის თერაპიაა, მინანქარზე მუშაობა ამშვიდებთ და ხშირად გათვალისწინებულზე უფრო დიდი ხნით რჩებიან სახელოსნოში.

"ბავშვებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ, არ ვზღუდავ ფერსა და ფორმაში. მთავარია, რომ საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ" - ანა ირემაძე
ბენეფიციარების მიერ დამზადებული ნაკეთობები

აღნიშნული ცენტრი გორში მდებარეობს, ამჟამად აქ 65 ბენეფიციარია. ყოველ დილით ისინი აქ გორის მუნიციპალიტეტის 14 სოფლიდან მოჰყავთ და საღამოობით სახლებში აბრუნებენ.

გარდა მინანქრის, აქ არის კერამიკის სახელოსნოც, სადაც ბენეფიციარები თიხაზე მუშაობას სწავლობენ.

აქ თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ისინი თავიანთ სათქმელს ხშირად არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით გამოხატავენ. ამზადებენ ნივთებს, რომლებიც მათ სამყაროს ასახავს.

ბენეფიციარების მიერ გაკეთებული ქაღალდის ხე

სსმ პირებისათვის ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ისინი ცდილობენ, რომ თავიანთ ცხოვრებაში უფრო მეტი ფერი შეიტანონ და ერთმანეთს დაეხმარონ.