Loading

საფრთხე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას მარიამ დარბაიძე

ტერორისტული საქმიანობა ყოველთვის გამოიყენებოდა, როგორც „ეფექტური“ საშუალება სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების გადასაჭრელად, საზოგადოება და მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად და ხალხის მანიპულირებისთვის, რაც ძირითადად შიშის გავრცელებით და პანიკის დათესვით მიიღწეოდა. დროთა განმავლობაში, ტერორისტული ორგანიზაციებიც და მათი საქმიანობის მეთოდები და საშუალებებიც იცვლებოდა, რომელიც მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ ნათლად ავხსნათ რა საფრთხის წინაშე არიან სახელმწიფოები, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ტერორიზმის დეფინია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

XXI საუკუნეში ძირითადად გავრცელებულია რელიგიური ტერორიზმი, რომელიც რელოგიურ-ფანატიკოსი წევრებით და ორგანიზაციის ლიდერებით არიან დაკომპლექტებულნი და სისასტიკეს ამჯერად ღმერთის სახელით სჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში არაერთი დიდი და სასტიკი ტერორისტული აქტები განხოციელებულა, ყველაზე დიდ ტრაგედიად ამერიკის შეერთებულ შტატებში 9/11-ის სახელით ცნობილი ტერორისტული თავდასხმა ითვლება, რომელიც გახდა დასაბამი დაწყებული ბრძოლა თანამედროვე, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომლიც ინიციატორიც აშშ-ს მთავრობა, ნატო, ევროკავშირი და გაერო იყო.

ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს მტრად იქცნენ

ჰესბოლაჰი, ლიბანის რადიკალური ორგანიზაცია, რომლის ტერორისტული აქციები მიმართულია არა ამარტო ისრაელისა და აშშ–ს წინააღმდეგ, არამედ ხშირ შემთხვევაში მუსლიმანი სუნიტების წინააღმდეგაც.

• "თალიბანი"- უკიდურესად კონსერვატიული, რადიკალური, ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც მმართველი ძალა იყო ავღანეთში და აქტიურად უჭერდა მხარს ისლამისტურ-ფუნდამენტალისტთა ტერორისტულ დაჯგუფებებს.

"ალ ქაიდა"- ტერორისტულ-ისლამურ ორგანიზაციათა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. მისი მეთაურია უსამა ბენ ლადენი. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები,რამაც აიძულა აშშ და საერთოდ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ საერთო ღონისძიებების შედეგი იყო ავღანეთში ტალიბანისა და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დახობა, თუმცა ამ მოვლენას ტერორიზმის ფაქტები არ შეუმცირებია.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.

“ტყუპებთან” ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო. მას, რატომღაც, იშვიათად ახსენებენ.

ნიუ იორკსა და ვაშინგტონზე 2001 წლის 11 სექტემბრს მომხდარი კატასტროფული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ამერიკა თავდასხმების მთავარ ორგანიზატორს ოსამა ბინ ლადენს მოძებნიდა.

ბენ ლადენისადმი ინტერესი არც ობამას ადმინისტრაციის დროს განელებულა. ობამამ შეძლო ის, რაც ბუშმა ვერ მოახერხა. 2011 წლის 2 მაისის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო საინფორმაციო საშუალებებისთვის მთავარი მოვლენა სწორედ ბენ ლადენის ლიკვიდაცია იყო. სპეცოპერაცია ისლამაბადის სიახლოვეს, პატარა ქალაქ აბუტაბადში მოეწყო. ბენ ლადენის გარდა მას კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მისი ერთ-ერთი ვაჟისა და ერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ბენ ლადენის ერთ-ერთი ცოლი იყო.

2001 წელი ტერაქტებით გამოირჩეოდა, რამაც მსოფლიოს ის საფრთხე შეახსენა რომლის წინაშეც ყოველთვის იდგნენ, რამაც ნათელი მოჰფინა ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოსაც, რომ უსაფრთოების ახალი ზომების მიღება გარდაუვალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდგომ ნატომ აამოქმედა მისი წესდების მე-5 თე მუხლი,რომლიც იმუშავებდა საერთო საფრთხის კონცეფციას. ნატოს წევრი სახელმწიფოები ერთხმად აღიარებდნენ ტერორისტული საფრთხის აქტუალობას და მის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას გამოხატავდნენ. ტერორისტული აქტი განიხილებოდა, როგორც აგრესია ნატოს წევრ ყველა სახელმწიგოს წინააღმდეგ. ნატოს შემუშავებულ ამ კონცეფცია მოყვა გაეროს უშირშრობის საბჭოს რეზოლუცია, რომელმაც განახორციელა სამხედრო ხასიათის ქმედებები ორი წამყვანი სახელმწიფოს-აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, როდესაც 2001 წლის 7 ოქტომბერს ამ ორი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პირველი დარტყმები მიაყენეს თალიბების პოზიციებს ავღანეთის ტერიტორიაზე, სადაც ამერიკელების მიერ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემებით თავის საქმიანობას აწარმოებდა უსამა ბინ ლადენი და „ალ-ქაიდას” სხვა წარმომადგენლები.

ავღანეთში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ, ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ, დაიწყეს ფიქრი აზრიი სახელმწიფოებში დაერეგულირებინათ სიტუაცია უსაფრთხოების მიზნით.

ამ მიზნით შემუშავებულ და მიღებულ იქნა ტერორიზმისაგან თავდაცვის სამხედრო კონცეფცია. აგრეთვე ,ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს ტერორიზმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ სადაზვერვო შენაერთის შექმნა.