Loading

ნოვრუზი და კორონავირუსი: როგორ გააუქმეს ბაქოში გაზაფხულის მოსვლის დღესასწაული არც ბაზრობები, არც კონცერტები, არც წაბლი

20-21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის პერიოდში, აზერბაიჯანში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა აღმოსავლურ ქვეყანაში, ნოვრუზი აღინიშნება - უძველესი დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის დაწყებას ნიშნავს.

არსებითად, ეს წარმართული ახალი წელია, ჯერ კიდევ ცეცხლთაყვანისმცემლების მიერ „გამოგონილი“.

თუმცა, ზოგიერთი თანამედროვე აზერბაიჯანელი მეცნიერი ამ ვერსიას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ნოვრუზს თურქული ფესვები აქვს და, ამასთან, არც წარმართობას და არც ცეცხლთაყვანისმცემლობას არანაირი კავშირი არ აქვს.

ასეა თუ ისე, ეს აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და, როგორც წესი, ძალიან საზეიმოდ, სახელმწიფო დონეზე აღინიშნება - სახალხო სეირნობით, ბაზრობებით, თეატრალიზებული წარმოდგენებით, კონცერტებითა და მუშაითებით.

Novruz-2019

იგივე იგეგმებოდა 2020 წლის გაზაფხულზეც.

მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი საზეიმო ღონისძიებების გაუქმება გახდა საჭირო. ეს ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა.

21 მარტისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების 53 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ათი - გამოჯანმრთელდა. ბაქო რეგიონიდან შემომსვლელებისთვის დაკეტილია, ადგილობრივ მცხოვრებლებს კი სახლში დარჩენას ურჩევენ.

ამიტომ, დღესასწაული ბაქოს უცნაურად ცარიელ ცენტრალურ ქუჩებში მოეწყო.

არ იყო მოსიარულე ხალხი, ტურისტები - როგორც წესი, ნოვრუზზე ბაქოში, ასობით ადამიანი ჩადიოდა ირანიდან. გასულ წლებში, მთელ ქალაქში იყიდებოდა შემწვარი წაბლი. და ფასტფუდის გამყიდველები აყვავდნენ 2019 წლის გაზაფხულზე.

Novruz, 2019
Novrus, 2018

ქალაქი მაინც მორთეს საზეიმოდ, მაგრამ ეს იყო დეკორაციები ცარიელ ქუჩებში.

ნოვრუზი ისედაც ოჯახურ დღესასწაულად მიიჩნევა და ბევრმა ასეც აღნიშნა - სახლში.

გამოაცხვეს ტრადიციული ტკბილეული თხილით, მოამზადეს ფლავი, მორთეს ხონჩა - სადღესასწაულო კერძი, თხილითა და ჩირით. აანთეს სანთლები და მაგიდაზე დადგეს ხორბლის ნაყოფიერი მარცვალი.

ნოვრუზის წინ ერთ-ერთ სამშაბათს, ტრადიციის თანახმად, კოცონზე ხტებოდნენ.

Created By
JAMnews Baku
Appreciate