რა მანძილია თბილისიდან ევროპამდე როგორ მოვხვდით ევროპაში

1 მარტს, უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს ოფიციალურად მოაწერეს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა.

ხელმოწერილი დოკუმენტის ფოტოს რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს:
Rikard Jozwiak/twitter
როდის შეგვიძლია ევროპაში წასვლა?

გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე თვეზე ნაკლები რჩება. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლას, სავარაუდოდ, 28 მარტიდან შეძლებენ. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტით იმოგზაურებენ ევროპაში 90 დღის განმავლობაში ყოველი 180 დღიდან.

საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიიდან და მეორე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებიდან, ვინც უვიზო რეჟიმი მიიღო.

"მისია შესრულებულია, მიზანი მიღწეულია" - მოამბის კორესპონდენტი, ქეთევან ქარდავა ბრიუსელიდან

რას ნიშნავს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი

უვიზო რეჟიმი გულისხმობს შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფალ გადაადგილებას. ეს ზონა მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ სახელმწიფოს. გამონაკლისია ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომელთა ვიზის მისაღებადაც საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამის საკონსულოს უნდა მიმართონ.

წევრი ქვეყნები:
ავსტრია
ბელგია
გერმანია
დანია
ესპანეთი
იტალია
ლატვია
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
ნიდერლანდები
პოლონეთი
  • და ასევე, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

როგორ ისარგებლებთ უვიზო რეჟიმით?

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე იმოგზაურონ, თუმცა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო 180 დღის განმავლობაში, ნებისმიერი 90 დღე შეგიძლიათ ევროპაში გაატაროთ, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, დატოვოს ტერიტორია და უკან მხოლოდ 90 დღის გასვლის შემდეგ დაბრუნდეს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადად შეხვიდეთ შენგენის ტერიტორიაზე, თუმცა, ასეთ დროს, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა ბოლო 180 დღის განმავლობაში, არ აღემატებოდეს 90 დღეს.

სპეციალური კალკულატორი - გამოიანგარიშე ევროკავშირში ყოფნის პერიოდი

შენგენის ზონაში თქვენი ყოფნის ხანგრძლივობა, შეგიძლიათ, სპეციალური კალკულატორით გამოიანგარიშოთ.

თუ გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია, როგორ იმოგზაუროთ ევროკავშირში უვიზოდ, გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

მოკლე ვიდეო მიმოხილვა:
გსურთ ევროპაში წასვლა და ენის პრობლემა გაქვთ? მაშინ სცადეთ აპლიკაცია Duolingo

გსურს დაგეგმო შენი მოგზაურობა აპლიკაციების დახმარებით?

გინდა ევროპაში უფასო საცხოვრებელი? - მაშინ სცადე - > Couchsurfing

შეხვედრამდე ევროპაში....

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.