ეს საბჭოთა კორპუსებია. ისინი ყველგანაა და ყველას ეხება. ჩვენ მათ შორის დარჩენილ სივრცეში ვარსებობთ, ყოველ დღე გვერდს ვუვლით ან მათში ვცხოვრობთ.
ისინი პირქუშები და მასიურები არიან და თავიანთი მოღუშული სიდიადით ჩვენს სივრცეს ბლოკავენ.
ამ საბჭოთა მონსტრების ყოვლისმოცველობამ მაიძულა დამეწყო ეს პროექტი.
მინდოდა ფირზე აღმებეჭდა ეს კარგად შეჩვეული ხედები. მათი უნარი წაგვართვან სივრცე და მოგვამწვდიონ საკუთარ სხეულებში.
ეს პროქტი შარშან დავიწყე და იგი უფრო დიდი მულტიმედიური კონტენტის ნაწილია, რომელზეც ახლა ვმუშაობ.
თბილისის ბევრი უბანი გასული საუკუნის 50-იანი-80-იანი წლებში გაჩნდა.
თემქა, ვარკეთილი, გლადანი, მუხიანი, ნუცუბიძის პლატო, დიდი დიღომი, ორხევი, ფონიჭალა – ეს უბნები მთლიანად საბჭოთა საქართველოს პროდუქტია.
ამ 30 წლის განმავლობაში თბილისში დაახლოებით 6 ათას 200 კორპუსი აშენდა.
Credits:
გიორგი გოგუა