Loading

თანამედროვე მიდგომები საოფისე გინეკოლოგიაში მადონა ჯუღელი

რა არის საოფისე გინეკოლოგია
კაბინეტები
რადიოლოგიის კაბინეტი
ფსიქოლოგისა და მეან-გინეკოლოგის კაბინეტი
დერმატო-ვენერელოგის კაბინეტი
ონკო-გინეკოლოგის კაბინეტი
მადონა ჯუღელის კაბინეტი
საოპერაციო
Caraps medline, ლუბიანას ქუჩა, 0322 22 44 17
საოფისე ჰისტეროსკოპია და მისი შესაძლებლებები
  • ჰისტერესკოპია ყოველდღიურ პრაქტიკაში
რა არის ჰისტეროსკოპია?
ჰისტეროსკოპია არის ოქროს სტანდარტად აღიარებული პროცედურა საშვილოსნოს შიდა პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ

ჩვენებები

  • პათოლოგიური HSG/USS
  • საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლდენა
  • საშვილოსნოს განვითარების პათოლოგიები
  • საშვილოსნოს შიდა საეჭვო პათოლოგიები (პოლიპები, სუბმუკოზური ფიბრომიომები, ადჰეზიები)
  • საშვილოსნოს მილების კათეტირიზაცია და სტერილიზაცია
  • საშვილოსნოს ღრუში ჩარჩენილი უცხო სხეული
  • აუხსნელი უნაყოფობა
  • აბორტები
ოფისის ჰისტეროსკოპიის უპირატესობები ტრადიციულ ჰისტეროსკოპიასთან შედარებით
  • ჰისტეროსკოპია კეთდება ამბულატორიულ პირობებში; ანალგეზიის და საშვილოსნოს ყელის დილატაციის გარეშე
  • დამატებითი გამოკვლევები და წინასაოპერაციო მომზადება არ არის საჭირო
  • პროცედურა ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს, როგორც დიაგნოსტიკური, ისე ოპერაციული
  • პაციენტს აქვს შესაძლებლობა თავადვე დააკვირდეს მიმდინარე პროცესს
  • რუტინულად ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა საჭირო არ არის
ჰისტეროსკოპიისა და ულტრაბგერითი კვლევის უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები

ჰისტეროსკოპია

  • საშვილოსნოს ღრუს სრულყოფილად ვიზუალიზაციის შესაძლებლობა
  • მაღალი სპეციფიკურობა და მგრძნობელობა
  • შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტირება, ბიოფსიის აღება და მკურნალობა

USS

  • საშვილოსნოს ღრუს შეფასების რუტინული მეთოდი
  • პროცედურა არაინვაზიურია
  • იაფი პროცედურაა

ნაკლოვანებები

ჰისტეროსკოპია

  • პროცედურა ინვაზიურია
  • ასოცირებულია დისკომფორტთან
  • აპარატურას აქვს მაღალი ღირებულება
  • საჭიროა მედპერსონალის გამოცდილება
  • მოსალოდნელია გართულებები

USS

  • ნაკლები სპეციფიურობა და მგრძნობელობა
  • ზოგიერთ შემთხვევაში საეჭვოა დიაგნოზის სიზუსტე
  • წარმოადგენს მხოლოდ დიაგნოსტიკურ მეთოდს
ჰისტეროსკოპიის როლი უნაყოფობის მიზეზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში
  • უნაყოფობის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც 12-თვიანი ან მეტი რეგულაური, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ არ დგება ორსულობა (ICMART, WHO 2009)
  • საშვილოსნოს ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა გვხვდება შემთხვევათა 10-15%-ში, მიეკუთვნება: თანდაყოლილი ანომალიები, საშვილოსნოს შიდა ადჰეზიები, ლეიომიობეი, პოლიპები
  • ჰისტეროსკოპია არის საშვილოსნის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი (Wong et al; 2000)

ჰისტეროსკოპიის საშვილოსნოს შიდა პათოლოგიები გამოვლინდა აუხსნელი უნაყოფობის დიაგნოზის მქონე ქალების 33%-ში და მათი ჰისტეროსკოპიით მკურნალობის შემდეგ 46.2%-ში დადგა შედეგი - დრომდემიტანილი ორსულობა. ჰისტეროსკოპია უნდა მივიჩნიოთ, როგორც წამყვანი გამოკვლევა აღნიშნული დიაგნოზის მქონე ქალებში

კოლპოსკოპია

დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება და მისი პათოლოგიების აღმოჩენა

კოლპოსკოპია DYSIS აპარატით
DYSIS აპარატი
კლინიკურად დამტკიცებული და რეკომენდირებულია:
DYSIS
ანიმაცია
რა არის განსაკუთრებული DYSIS კოლპოსკოპიაში?
DYSIS საშვილოსნოს ყელის ავტომატური სკანირებით ზომავს კოლპოსკოპიის დროს სტანდარტული ტესტის შედეგებს და სპექტრული რუკის სახით გვაძლევს ზუსტ გამოსახულებას აპარატის ეკრანზე
უპირატესობა:

საშვილოსნოს ყელის ძმარმჟავათი დამუშავების შემდეგ დაზიანებული უბნების ავტომატურად აღმოჩენა, რაც საშუალებას იძლევა, მაქსიმალური სიზუსტით განხორციელდეს დაზიანებული კერის ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია.

სიმპტომები, რომლის დროსაც კოლპოსკოპიას უნდა მივმართოთ:
საშვილოსნოს ყელის საეჭვო ვიზუალი
სიმპტომები, რომელიც ეჭვს ბადებს საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობაზე, როგორიც არის: პოსტკოიტალური სისხლდენა, პერსისტირებული მენსტრუაციის შორის სისხლიანი გამონადენი
საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია
ციტოლოგიურად ნანახი ატიპია: (ASCUS, ASC-H, L-SIL, H-SIL)
პოზიტიური სკრინინგ-ტესტები: VIA და VILI
პოზიტიური მაღალი რისკის HPV, დაბალი ხარისხის ან მოსაზღვრე ციტოლოგიური ატიპიის არსებობის შემთხვევაში
პოზიტიური მაღალი რისკის HPV, დაბალი ხარისხის ან მოსაზღვრე ციტოლოგიური ატიპიის დროს
ინფექციების დიაგნოსტირება პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (DIF) მეთოდით, დნმ დიაგნოსტიკა
  • მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ისეთი დაავადებები, რომელთა დანახვა ჩვეულებრივ მიკროსკოპში შეუძლებელია (ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა)
  • ერთადერთი მაღალმგრძნობიარე ჩარევა ტრიქომონას დიაგნოსტირებისა და არატიპიური ფორმების გამოსავლენად
საშვილოსნოს ყელის ექსციზიო-კონიზაცია

CO2 ლაზერის აპარატითა და Atmos Storbo 21 Led მაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატით:

რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამოყენების შესაძლებლობა
საშვილოსნოს ყელის კონდილომების CO2-ლაზეროვაპორიზაცია

ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV) გამოწვეული ვულვის კონდილომები სქესობრივი გზით გადამდები მეტად გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ მათი დროული და ეფექტური მკურნალობა, როგორც კიბოსწინა პროცესის პრევენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მეთოდის უპირატესობაა რეციდის შემცირება.

საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია ნახშიროჟანგით
  • კოლპოსკოპიური კონტროლის ქვეშ ძმარმჟავას აპლიკაციით დაზიანების საზღვრების დადგენის შემდეგ თხევადი აზოტით სამიზნე ქსოვილის გაყინვა
  • უმტკინვეულო პროცედურა CRY-AC Tracker Cam-ის აპარატით

MonaLiza Touch

ქალური პრობლემების გადაჭრის გზა
ახალი სიტყვა ესთეთიკურ გინეკოლოგიაში MonaLisa Touch, ვულვის და საშოს არაქირურგიული ლაზერული გაახალგაზრდავება-პლატიკა.
თანდაყოლილი პათოლოგიები, გადატანილი ქირურგიული ჩარევები და მენოპაუზა შესაძლოა გახდეს საკვერცხეებში ესტროგენების გამომუშავების დაქვეითები მიზეზი, რაც თავის მხრივ ვაგინალური ატროფიის საფუძველი ხდება.
სასქესო გზები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰორმონალური ძვრების მიმართ და ესტროგენების დაბალი დონე ქალების უმრავლესობაში იძლევა ვაგინალური ატროფიის ტიპიურ სიმპტომებს, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებას, იწვევენ დისკომფორტს, შარდის შეუკავებლობას და სხვა უსიამოვნო შედეგს.
დღეისათვის მსგავსი დელიკატური და ფრიად არასასიამოვნო პრობლემის მოგვარების გზა არის ლაზერული თერაპია – MonaLisa Touch™.

თანამედროვე აპარატის დანიშნულებაა :

• მშობიარობის შემდგომ გაფართოებული საშოს (wide vigina) ლორწოვანის ტონუსის აღდგენა
• საშოს სიმშრალის და მტკივნეული სქესობრივი ცხოვრების კორექციის შესაძლებლობა
• მენოპაუზის პერიოდში ესტროგენის დეფიციტით საშოს ატროფიის სინპტომების კორექცია
• სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ჩატარებული მასტექტომია - ოპერაციის შემდგომ ჰორმონთერაპიის შეუძლებლობის და მის ნაცვლად საშოს სიმშრალის და დისპარეუნიის მკურნალობა MonaLiza Touch რეფრაქტერული ლაზერის გამოყენებით
• სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საშოს კედლების ნაკეცების აღდგენის ხარჯზე
• მსუბუქი ფორმის პროლაფსების /შარდის მსუბუქი სტრესული შეუკავებლობის მკურნალობა.

MonaLisa Touch™ უპირატესობები

  • პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 15-30 წუთს;
  • პროცედურის შემდგომ პაციენტები არ აღნიშნავენ არანაირ დისკომფორტს;
  • ლაზერული პროცედურა აღადგენს პრობლემის როგორც ესთეტიურ, ასევე ფუნქციურ მხარეს;
  • არ აქვს სქესობრივ ცხოვრებაზე შეზღუდვა;
  • აღნიშნული პროცედურა შემოიფარგლება ამბულატორიული მანიპულაციით და არ საჭიროებს მედიკამენტების მიღებას.

MonaLisa Touch™ ეფექტურობა

პროცედურის მიმდინარეობის დროს ხდება ქსოვილების ოქსიგენაციის გაუმჯობესება და მათი კოლაგენური მატრიქსის აღდგენა. ამის დამსახურებით:
  • ნორმალიზდება საშოს pH და მიკროფლორა (ალაგდება სიმშრალე, ქავილი, წვა, ლიმფორეა და დისკომფორტი);
  • ქვედა სასქესო გზების ლორწოვანისა და გარეთა სასქესო ორგანოების კანის ტურგორისა და ელასტიურობის აღდგენა (საშო მოცულობა მცირდება ზომაში, მისი კედლების ლიფტინგი მატულობს);
  • ქრება დისპარეუნია, შარდის შეუკავებლობა;
  • იზრდება ლიბიდო და სექსუალური ცხოვრების ხარისხი.
კლინიკური შემთხვევები
ჰისტეროსკოპია
პაციენტი, 28 წლის: უშვილობა 2 წლის განმავლობაში. ჰისტეროსკოპიის შემდგომი დიაგნოზი: სინექიები, ჩაუტარდა სინექიოლიზისი. ორ თვეში დადგა ორსულობა.
პაციენტი, 40 წლის; წინასწარი დიაგნოზი: ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ჭარბი მენზესი და გახანგლივებული მენზესი რეგულარული მც ფონზე
დასკვნითი დიაგნოზი: ქრ.ენდომეტრიტი, ადენომიოზი (ეს დასკვნა გამოტანილია ჰისტეროსკოპიის შემდეგ)
პაციენტი, 41 წლის: ენდომეტრიუმის პოლიპის დიაგნოზი. ჩაუტარდა საოფისე ჰისტეროსკოპია, პოლიპის არსებობა არ აღინიშნა, არსებული მდგომარეობა წარმოადგენს ექოსკოპიურ არტეფაქტს.
​​პაციენტი, 38 წლის - ენდომეტრიუმის პოლიპი და ენდოცერვეკალური არხის პოლიპი. ჩაუტარდა ჰისტეროსკოპია და პოლიპექტომია.
პაციენტი, 32 წლის; კლინიკური დიაგნოზი: ენდომეტრიუმის პოლიპი. ჩატარდა ჰისტეროსკოპია და პოლიპის არსებობა არ აღენიშნა.
პაციენტი, 65 წლის, ჩივილი: ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია US. ჩატარდა სადიაგნოსტიკო ჰისტეროსკოპია
​კოლპოსკოპია
​პაციენტი, 39 წლის, პაპ ტესტით დადგინდა ASC-H. კოლპოსკოპიური დასკვნა: ნორმალური კოლპოსკოპიური მახასიათებლები, დისპლაზიის არსებობა არ აღინიშნა. ატროფიული ცვლილებები,
  • ესტროგენის ტესტი - განმეორებითი PAP ტესტი - ნორმა
პაციენტი, 30 წლის; დიაგნოზი: ASCUS, ჩაუტარდა კრიოსდესტრუქცია, რის შემდეგაც 6 თვის განმავლობაში პაციენტს უგრძელდებოდა ლეიკორეა. ჩატარებულია მრავალჯერადად ანტიბაქტერიული მკურნალობა, თუმცა უშედეგოდ.
დიაგნოზი: თანდაყოლილი ტრანსფორმაციის ზონა, ატროფიული ცვლილებები უმწიფარი მეტაპლაზიის კუნძულები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თანდაყოლილი ტრანსფორმაციის ზონის შეფასება უნდა ჩატარდეს ექსპერტ-კოლპოსკოპიით, რათა არ მოხდეს ზედმეტი ჩარევები.
პაციენტი, 35 წლის; პრობლემა: ჩაუტარდა ASCUS - კრიოდესტრუქცია (ბიოფსია არ ჩაუტარდა)
დიაგნოზი: CIN-1, ენდოცერვიტი, ჰიპოთირეოზი
პაციენტი, 43 წლის - პრობლემა: ბოლო 4 წელი მ.ც შემცირებული რაოდენობით, წვის შეგრძნება საშოში.
დიაგნოზი: ენდომეტრიუმის 2 პოლიპი, H-SIL - CIN-II - III, კანდიდამიკოზური ვულვოვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი, მეტაობოლური სინდრომი
​პაციენტი 42, წლის - ჩივილი: პოსტკოიტალური გამონადენი, ერთ-ერთ კლინიკაში 3 თვის განმავლობაში უტარდებოდა ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. საყურადღებოა რომ PAP ტესტში იყო ASCUS. დიაგნოზით ექტროპიონი და მწვავე კოლპიტი.

კონსულტაციის შემდეგ, კოლპოსკოპიით დაესვა დიაგნოზი, ეჭვი - ინვაზიურ კარცინომაზე და აღებულ იქნა ბიოფსია. გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა კიბო. ბრტყელუჯრედოვანი კიბო stage - IB1

​პაციენტი, 52 წლის - ჰისტერექტომია​, 2017, ოქტომბერი. კოლპოსკოპიური დიაგნოზი, კლინიკა X - კოლპოსკოპია არაადეკვატური, უჯრედშიდა ინფექცია და დაუნიშნეს მკურნალობა. ნარჩენ ყელზე კიბო აღმოჩნდა.

შემდეგ:

2018 წელს ჩაუტარდა კონსულტაცია Caraps Medline-ში, გამოგზვანილ იქნა ონკოლოგის მიერ, ჩაუტარდა კოლპოსკოპია და დაესვა დიაგნოზი, ინვაზიური კიბო.
DYSIS-ის შემთხვევები

#1

#2

#3

#4

#5

#6

ტრენინგები და OSCE
  • OSCE-ს გამოცდა; საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტრენერი
  • ტრენინგები, გადამზადების კურსები
  • OSCE-ს საერთაშორისო საგამოცდო კომისიის წევრი

დიდი მადლობა ყურადღებისთვის! :)

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.