Loading

ინტერნეტი- სასარგებლო გართობა 5 მარნეულელის ისტორია

ინტერნეტი ადამიანებს განვითარების უსარულო შესაძლებლობებს აძლევს. ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია ვისწავლოთ ახალი უნარები, წამოვიწყოთ ბიზნესი, შევიძინოთ ახალი პროფესია. მაგალითად, კეილი კრისტენ ჯენერი მილინოერია, რომელმაც თავისი კოსმეტიკის ინტერნეტის დახმარებით 30წამში გაყიდა. 2018 წელს მისმა შემოსვალმა 900 მილიონ დოლარს მიღწია. Na Vi Dendi კიბერ მეცნიერია, რომელმაც კარიერა ჩვეულებრივი ვიდეოთამაშებით დაიწყო და კიბერსივრცე მალევე დაიპყრო.

საინტერესოა, როგორ იყენებენ ინტერნეტს მარნეულში, სადაც დაახლოებით 6,600 აბონენტია დაფიქსირებული

19 წლის მარნეულელი ახალგაზრდის ცხოვრებაში ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. მარიამ წერეთელი სამოქალაქო აქტივისტია და მისთვის ინტერნეტი საზოგადოებში ინტეგრირების საშუალება.18 წლის შაბან მამედოვს მარნეულში ყველა როგორც მომღერალს იცნობს მას კი კომპიუტერული პროგრამებიც აინტერესებს:

“ხელნაკეთ ნივთების ბიზნესი მე და ჩემმა რძალმა დაუგეგმავად დავიწყეთ. ერთხელ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე მივიტანე ჩვენი გაკეთებული საჩუქარი და ფოტო ინტერნეტში ავტვირთეთ. ერთმა გოგომ მომწერა, სად იყიდე, მეც მინდაო… ასე დავიწყეთ ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა. მოვიფიქრეთ ინტერნეტ-მაღაზიის გახსნა. თავიდან 10-35 გამომწერი გვყავდა და ერთ თვეში 1000-მდე ავიდა. 8 მარტს ძალიან ბევრი შეკვეთა გვქონდა და ზუსტად ამ დროს შევქმენით მარნეულში პირველად 1,100 ვარდით დათვი," ყვება აითენი.

19 წლის მარნეულელი ახალგაზრდის არმაზი მუმლაძის ცხოვრებაში ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა.

8 წლის ვიყავი, პირველად Play Station 2 რომ მქონდა. ამ დროიდან მოყოლებული, ჩემი ძირითადი მიდრეკილება იყო ვიდეოთამაშები, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დავინტერესდი პროგრამირებით. მომავლისთვის ვაპირებ, გავხდე თეთრი ჰაკერი. თეთრი ჰაკერი, შავისგან განსხვავებით, არის კიბერნეტიკული მცველი, რომელიც ინტერნეტს იცავს."

მარნეულელი ახალგაზრდებიც ინტერნეტს თვითგანვითარებისთვის, პროფესიული უნარჩვევების შეძენისა და გართობისთვის იყენებენ. მათგან რამდენიმემ უკვე მოახერხა საკუთარი ინტერესებისთვის ინტერნეტის გამოყენება და გარკვეული წარმატების მიღწევა.

ისტორიების აუდიო ვერსიის მოსმენა ამ ბმულზეა შესაძლებელი:https://soundcloud.com/marneulifm/ioa9lfate2nw

ედგარ მაზმანიანი რადიო "მარნეულისთვის"

Credits:

Created with images by Thomas William - "untitled image" • Mark Cruz - "untitled image" • Markus Spiske - "Binary Source Code HTML PHP JavaScript"

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.