Loading

ფოტოისტორია აფხაზეთიდან - როგორ მზადდება ნაძვის ხის სათამაშოები სტელა ადლეიბა, JAMnews, სოხუმი

ეს პატარა ქარხანა სოხუმში ხუთი წლის წინ გაიხსნა. მხატვრები და მინის მბერავები ნაძვის ხის სათამაშოებს აქ ხელით ამზადებენ.

სათამაშოებს, აი, ასეთი მინისგან ბერავენ. ეს უბრალო მინა არ არის - განსაკუთრებულად სუფთაა. ასეთი მინისგან ამზადებენ სამედიცინო ჭურჭელს, კოლბებს, სინჯარებს და - ნაძვის ხის სათამაშოებს. მომავალი ბურთულის მაქსიმალური ზომა მილის დიამეტრზეა დამოკიდებული.

მას შემდეგ, რაც მინის მბერავი ნაძვის ხის სათამაშოს დაბერავს, მას სხვა ცეხში გზავნიან; იქ აგრილებენ და ღებავენ.

თავიდან ყველა სათამაშოს აქვს „კუდი“, რომელსაც მხოლოდ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ აჭრიან. იბერება 50-დან 150 მმ-ის სიგანის ბურთულები. მინის მბერავები ერთ ცვლაში 100-159 ნიმუშს ბერავენ.

შემდეგ მომავალი საახალწლო ბურთების მოხატვასა და მორთვას იწყებენ. ეს მომავალი - მოსართავებია.

ასიდა და დმიტრი - მთავარი მხატვრები არიან. დმიტრი პროფესიით მხატვარია, მაგრამ ამბობს, რომ ამ პროფესიას მისთვის განსაკუთრებული შემოსავალი არ მოაქვს, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავის ნიჭი სწორედ ამ სფეროსკენ მიემართა.

ასიდას უჩვეულო ისტორია აქვს. ის პროფესიით გერმანულის მასწავლებელია. ფაბრიკაში ბავშვებისთვის სათამაშოების შესაკვეთად მივიდა, შემდეგ კი ნაძვის ხის სათამაშოებზე მუშაობის პროცესმა იმდენად დააინტერესა, რომ აქ დარჩენა გადაწყვიტა.

„მე თვითნასწავლი ვარ და ყველაფერი მუშაობის პროცესში ვისწავლე, - ამბობს ასიდა, - ორი შვილის დედა ვარ, და გარკვეულ უნარებს უკვე ვფლობდი. ბავშვებთან ერთად ხშირად ვამზადებდი ხელით რაღაცებს“

„ჩემი პროფესია ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ აქედან გასულები თავად ახალი წლის სათამაშოებს ვგავართ ხოლმე - სანამ ჩამოვიბანთ, მთლიანად ვბრჭყვიალებთ“, - ჰყვება ასიდა.

ამ მინი-ცეხში, საახალწლო სათამაშოების გარდა, ნაბეჭდი ფოტოებიანი ბალიშები, მაისურები, სანთლები და ბევრი სხვა რამ იყიდება. ფაბრიკის დირექტორის დაურ გუმბას თქმით, ეს ფრიად რენტაბელური ბიზნესია. დაურ გუმბა პროფესიით ისტორიკოსი აღმოჩნდა.
„ერთს გეტყვით, რომ კომბოსტოს მოყვანაც კი სარფიანია, მაგრამ ყველაფერს ბევრი შრომა სჭირდება. ზოგიერთი სათამაშოების წარმოების დაწყებას აპირებს, ჩარხებს ყიდულობენ - ნახევრი წლის შემდეგ კი ჩემთან მოდიან და მთელი თავიანთი ტექნიკის შესყიდვას მთავაზობენ. ჩარხი ხომ სულელური რკინის გროვაა, თუკი ადამიანს არ სურს ან არ იცის რაიმეს კეთება“, - ამბობს დაური.

სფეროსებრ ნივთზე ხატვა უფრო ძნელია, ვიდრე ბრტყელ ტილოზე. ერთი ბურთულის დამზადებას შეიძლება 24 საათი დასჭირდეს.

ზოგჯერ კი საკმარისია დააწერო სახელები, დამდეგი წელი, ზემოდან ბრჭყვიალები მიაყარო, და მზად არის.

ასეთი ბურთები ფაბრიკაში დაახლოებით $2,5, ბაზრობებზე კი უფრო ძვირი.

სუვენირული ბურთები დროშის ან გერბის გამოსახულებით მეტ დროს მოითხოვს, და ამიტომ უფრო ძვირი ღირს - დაახლოებით $12.
ეს კი ხელოსნების სავიზიტო ბარათია - ბურთი, რომელზეც აფხაზი თოვლის ბაბუაა გამოსახული.
Created By
JAMnews Caucasus
Appreciate

Credits:

სტელა ადლეიბა, JAMnews

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.