Loading

რა კითხვები უნდა დავსვათ სანამ სასტუმროს დავჯავშნით, რომ მან ჩვენი მოლოდინები გაამართლოს?

დასვენების სეზონი დაიწყო და COVID-19-ის გამო დახურულმა სასტუმროებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფუნქციონირება დაიწყეს.

იმისათვის, რომ დასვენების დაგეგმვამდე მივხვდეთ, სასტუმროში დასვენების ღირებულება და მომსახურება მოდის თუ არა შესაბამისობაში და აკმაყოფილებს თუ არა ის ჩვენს მოთხოვნებს, ნომრის დაჯავშნამდე რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ და რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ:

როგორია მისი რეიტინგი პოპულარულ ვებ-გვერდებზე?
კარგი იქნება, თუ თავდაპირველად, სასტუმროს რეიტინგს Trip Advisor-სა და Booking.com-ზე შევამოწმებთ. ამასთან, გადავხედავთ „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ გვერდებსაც და ვნახავთ, რა შეფასებებს უწერენ დამსვენებლები ობიექტს.

ხშირად, ეს შეფასებები გვაძლევს ობიექტური დასკვნების გამოტანის საფუძველს.

დამსვენებლები ხშირად ამახვილებენ ყურადრებას კულინარიულ მხარეზე, მომსახურების ხარისხზე, რამდენად დაცულია კონფიდენციალურობა და სხვა.
რა მომსახურება შედის ფასში, რომელსაც ერთ ღამეში ვიხდით?

დეტალების ადგილზე დაზუსტებას სჯობს, სასტუმროს დავუკავშირდეთ და წინასწარ დავაზუსტოთ რა შედის ჩვენ მიერ გადახდილ თანხაში, იქნება ეს საუზმე, სპა ცენტრი, აუზი, საბავშვო სივრცე და სხვა.

ასევე, სასტუმროები თავიანთი მენიუს შესახებ ხშირად წერენ-ხოლმე „ფეისბუქზე“ ან ვებ-გვერდზე. კარგი იქნება, თუ თვალს მასაც გადავავლებთ, რადგან კვების ასპექტი სასტუმროში ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად დაცულია სასტუმროში კონფიდენციალურობა?
სტუმრის კონფიდენციალურობის დაცვა სასტუმროს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა. ხშირად, დამსვენებლები სპეციალურად ეძებენ ამგვარ სასტუმროებს, რათა უფრო მშვიდად გაატარონ შვებულების დღეები.

სტანდარტული სასტუმროებთან შედარებით, კონფიდენციალურობის დაცვის ხარისხი უფრო მაღალია ბუტიკის ტიპის სასტუმროებში. ბათუმში მდებარე ცნობილ ბუტიკის ტიპის სასტუმროში „Tapis Rouge Boutique“-ში განმარტავენ, ხშირად მათთან დასვენებას, კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტის გამო ირჩევენ. პერსონალი მათ ინდივიდუალურად ემსახურებათ და თუ თავად არ მოინდომეს საუზმეზე ან სადილზე სხვა დამსვენებლებთან შეხვედრა, სასტუმროში თავს ისე გრძნობენ, თითქოს მხოლოდ თვითონ ისვენებენ. ბუტიკის ტიპის სასტუმროს ირჩევენ ასევე ტურისტები, ვისაც არ უნდათ დიდი აუდიტორია, რადგან მათი ნომრების რაოდენობა, სტანდარტულ სასტუმროებთან შედარებით გაცილებით მცირეა.

რამდენად ახლოსაა სასტუმრო გასართობ ობიექტებთან?
ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა დასვენებისას ხშირად არ გვსურს, ისედაც ლიმიტირებული და ძვირფასი დრო დავკარგოთ, ამიტომ უმჯობესია, თუ ზღვასთან, მთის გასართობ ობიექტებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ადგილებთან ახლოს მდებარე სასტუმროს შევარჩევთ.
რამდენად ხარისხიანია სასტუმროს თეთრეული, ჭურჭელი თუ სააბაზანოს კოსმეტიკური საშუალებები?
თეთრეულისა და სააბაზანოს კოსმეტიკური საშუალებები ხარისხი სრულყოფილი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია. თუ კომფორტულად არ გძინავს, მთელი დღის განმავლობაში ენერგიის ნაკლებობას განიცდი.

რაც შეეხება სააბაზანოს კოსმეტიკურ საშუალებებს, მნიშვნელოვანია მისი კომპლექტი პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ყველა საშუალებას მოიცავდეს და ჰიპოალერგიული იყოს. „Tapis Rouge Bourique“-ში აღნიშნავენ, რომ მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია, კოსმეტიკური საშუალებები ბავშვებისთვისაც უსაფრთხო და ნატურალური შემცველობის იყოს. შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი შეარჩიეს.

რაც შეეხება ჭურჭელს, ბევრი ჩვენგანისთვის ეს კომფორტის გარდა, ესთეტიკის ნაწილიცაა.

„ასეთი მცირე დეტალები ქმნის კომფორტს, რათა დასვენება, ესთეტიურად ლამაზი, კომფორტული და სრულყოფილი გახადოს“, - განმარტავენ „ტაპი რუჟ“-ში.