Loading

უფასო კვება ოზურგეთში

ლეილა სისვაძემ და თეოფანე ძიგრაშვილმა ერთმანეთი უფასო სასადილოში გაიცნეს. როგორც ამბობენ, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და მალე ერთად ცხოვრებაც დაიწყეს.

სასადილოდან საკვების მოსატანად უმეტესად ლეილა მიდის და ორივეს ულუფა სახლში მოაქვს.

სასადილოს მენიუთი უკმაყოფილო არ არის, მაგრამ აქვს ნატვრაც, რომელსაც გვიმხელს.

მიუხედავად იმისა, რომ უფასო სასადილოში კვება ადგილზეც გათვალისწინებულია, ბენეფიციარების უმრავლესობას ლეილას მსგავსად საკვები სახლში მიაქვს და ოჯახის წევრებს, ხანაც მეგობრებს უნაწილებს.

სახლში ობოლი შვილიშვილებისთვის მიაქვს საკვები რომან ჟღენტს. როგორც თვითონ ამბობს, უფასო კვებით ბოლომდე კმაყოფილი ვერ არის. „ალბათ სახელმწიფოს მეტი საშუალება არა აქვს'' - ამბობს ის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით მომსახურებისთვის, ბოლო ხელშეკრულების საფუძველზე, 6 თვის მანძილზე 50 076 ლარი გამოყო. აღნიშნული სერვისით სარგებლობენ ადამიანები, რომელთა სოციალური ქულა 0-დან დან 20 000 მდე მერყეობს. ამ ეტაპისთვის ოზურგეთის უფასო სასადილოს 180 ბენეფიციარი ჰყავს. ყოველდღიური მენიუ წინასწარ არის გაწერილი და თითოეული ბენეფიციარის კვებისთვის დღეში 1,85 ლარი არის განსაზღვრული.

ყოველდღიური მენიუ კი ოზურგეთის უფასო სასადილოში ასე გამოიყურება:

„არც გასუქდები და ვერც იმუშავებ'' - ასე აფასებს უფასო სასადილოში კვებას ლეილას მეუღლე. საკვების ის ოდენობა, რომ მშიერი არ დარჩნენ, აქვთ, თუმცა ყოველდღიურად ბრძოლა სხვა უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად უხდებათ და მათგან ერთ-ერთი მთავარი ჯანმრთელობის პრობლემაა.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.