Loading

დინამო და დინამოელები 1970-იანი წლები

"დინამოს" პირველი სტადიონი 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე აშენდა. ფეხბურთი იმდენად პოპულარული გახდა საქართველოში, რომ დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა. კონკურსში არქიტექტორმა არჩილ ქურდიანმა(უფროსი) გაიმარჯვა. მშენებლობა 1935 წელს დასრულდა. 1976 წლის 26 სექტემბერს დიმანოს ახალი სტადიონი, რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც სსრკ-ში ტევადობით მესამე იყო. არქიტექტორი გია ქურდიანი, კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი.
სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. თბილისის "დინამო"- უელსის "კარდიფ სიტი". ეს ბურთი სწორედ იმ მატჩიდან არის, რომელმაც ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მოაპოვებინა ანგარიშით 3-0.

ვეტერანი ფეხბურთელები

ალექს ილიადი, ანდრო ჟორდანია, დოდო(დოდიკა) ხუნდაძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, სერგო კოტრიკაძე, ედუარდ თორაძე, ზაურ კალოევი, რამაზ ურუშაძე, ბორის სიჭინავა, გივი ჩოხელი, ნიაზ ძიაპშპა, ვლადიმერ ელოშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, იბრაგიმ სარჯველაძე, გრიგოლ გაგუა

სხედან მარცხნიდან: ვლადიმერ ელოშვილი, სერგო კოტრიკაძე, ალექსანდრე ღოღობერიძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, მიხეილ მესხი, ედუარდ თორაძე.დგანან მარცხნიდან: ალექსანდრე კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე.

ბორის პაიჭაძე ხსნის საბჭოთა კავშირის 1972 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს
ბორის პაიჭაძე და ანდრო ჟორდანია
შოთა იამანიძე და ალექსანდრე ღოღობერიძე
შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე და ბორის სიჭინავა
გივი ნოდია
გრიგოლ გაგუა
ზორბეგ ებრალიძე, რევაზ ძოძუაშვილი, გოჩა გავაშელი, ვახტანგ ჭელიძე
ბორის პაიჭაძის ბურთები
შეხვედრა ბორის ბაიჭაძესთან
დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ოლეგ ბლოხინი
არჩილ კიკნაძე
მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა გავაშელი
მურთაზ ხურცილავა
Created By
Georgian Broadcaster
Appreciate