ეს ბოლშევიკი ჟურნალისტის დახასიათებაა. ის საბჭოთა მოქალაქეებს „ხალხის მტრებზე“ უამბობს.
„გაზეთის თანამშრომლებად უნდა იყვნენ მხოლოდ კომუნიზმის ერთგული ადამიანები. ნამდვილ ბოლშევიკ-ჟურნალისტს არ შეუძლია დაიცვას დამპალი ნეიტრალიტეტი. იგი ვალდებულია ყოველგვარი საშუალებით მიაღწიოს იმას, რომ მისი სიტყვა პარტიის დასაცავად გაგონებულ იქნას.“ [„საბჭოთა აჭარა“, 1937 წლის 28 ივლისი]
საზოგადოებრივი აზრი რომ შეიქმნას, საჭიროა პრესამ აჩვენოს, რომ საბჭოთა კავშირის მშრომელი ხალხი მტკიცედ გმობს „ხალხის მტრებს“ და მათ სასტიკად გასამართლებას ითხოვს.
ყველას უნდა ეშინოდეს შინსახკომის, იგივე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის! - შიშის გაძლიერებაზე პრესამ უნდა იზრუნოს.
ვიდეო: ამონარიდი „საბჭოთა აჭარაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან.
არავის შეუძლია იყოს მშვიდად. იჭერენ პარტიის წევრებსა და თანამდებობის პირებსაც.
ამ მწვავე, კრიტიკული სტატიის ავტორი აჭარის განათლების კომისარი, ილიას ქათამაძეა. სტატიის გამოქვეყნებიდან ოთხი თვის შემდეგ ქათამაძე დააპატიმრეს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის ბრალდებით. მიუსაჯეს დახვრეტა ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.
ტოტალური შიშის დასანერგად იმართება საჩვენებელი სასამართლო პროცესები. აჭარაში ასეთია ზექერია ლორთქიფანიძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო, რომელიც რადიოტრანსლირებით გადაიცემა ბათუმში.
„ხალხის მტრის“ იარლიყისგან არც ბოლშევიკი ჟურნალისტია დაზღვეული.
1937 წლის „ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის“ დააკავეს გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ განყოფილების გამგე აკაკი ხვინგია. დახვრიტეს 11 დეკემბერს.
1938 წელს დააპატიმრეს გაზეთის დროებითი რედაქტორი ალექსანდრე გოლიაძე. მიუსაჯეს დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1938 წლის 19 იანვარს.
ორივე მათგანი რეაბილიტირებულია.
ირაკლი თოიძის პოსტერი. წყარო: sovietpropaganda.org
ეს 1937-1938 წლებში საქართველოში დახვრეტილ პირთა სტატისტიკაა, თუმცა შესაძლოა „ხალხის მტრის“ იარლიყით დახვრეტილთა რაოდენობა ამაზე მეტიც იყო.
სტატისტიკის მიღმა „ხალხის მტრებად“ შერაცხული ის ადამიანები არიან, რომელთა შთამომავლებს მათგან მხოლოდ რამდენიმე ფოტო და უკვე გაცრეცილი მოგონება შემორჩათ.