Loading

ქუთაისში "ტორპედოს" მუზეუმის გაკეთება იგეგმება

სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის შესახებ საუბრობს და ამასათანავე აანონსებს, რომ იგემება საფეხბურთო კლუბის "ტოპრედო" მუზეუმის გაკეთება.

"გარდა ამ სამუშაოებისა გაკეთდება ტორპედოს მუზეუმი. აქ ბევრი სახელოვანი ფეხბურთელი აღიზარდა: რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე და ა.შ. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ქუთაისის ტოპრედო იმსახურებს, რომ ჰქონდეს მუზეუმი. ასე რომ ქუთაისის ტორპედოს მუზეუმი ექნება"- განაცადა მამუკა კვარაცხელიამ.

"ტორპედო" 1946 წელს დაარსდა და პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში გამოდიოდა „ქუთაისის“ სახელით.

„ტორპედოში“ თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რევაზ ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა, ანზორ კავაზაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, მურთაზ ხურცილავა,სერგო კუტივაძე, ოთარ გაბელია , მანუჩარ მაჩაიძე, გივი ნოდია, თენგიზ სულაქველიძე, გურამ ცხოვრებოვი, რამაზ ურუშაძე.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.