Loading

სახელმწიფომ მიწის გაყიდვა დაიწყო რა დარჩებათ ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს?

ავტორები: თათია გოგოლაძე; შოთიკო სადაღაშვილი

დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი პირები გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში 11 წლის წინ დაასახლეს.

ვერხვების დასახლება - ლიახვის ქუჩა

ვერხვების კოტეჯური ტიპის დასახლება, გორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარეობს. იქიდან ხელის გულივით მოსჩანს მთელი ქალაქი. ერთ მხარეს თავდაცვის სამინისტროს სამწვრთნელო ტერიტორია, მეორე მხრიდან კი, ოკუპირებული სოფლები ესაზღვრება. ამ ადგილს ადამიანის ხელი დაეტყო, დევნილებმა დასახლებასთან ახლოს მყოფი მიწების დამუშავება დაიწყეს. ხეხილის მცირე ნერგები უკვე გაიზარდა და ნაყოფს იძლევა. მათ აქ გამოჩენამდე ქარიან გორაკზე არაფერი ხარობდა სახნავ-სათესი მიწებიც მიტოვებული იყო.

ვერხვების დევნილთა დასახლება

ეს კომპაქტური დასახლება თავიდანვე ქუჩებად დაანაწილეს. სულ მუდამ ქარია, რადგან, მთაზე არიან დასახლებული. იქაურობა ნელ-ნელა დიდ სოფელს დაემსგავსა. ზოგი ნაკვეთებს უვლის, ზოგი, მეცხოველეობა-მეფრინველეობას მისდევს. ზოგმაც სამსახურის შოვნა მოახერხა.

ვერხვების დევნილთა დასახლება

საგაზაფხულო სამზადისს წელსაც შეუდგნენ, ბევრმა მათგანმა მიწა უკვე დაამუშავა, თუმცა ჯერ არ იციან რა ბედი ეწევა მათ ნათესებს და ვინ აიღებს მათ მოსავალს, რადგან მიწები მათ ოფიციალურად არ ეკუთვნით და სამუშაოდ მისულებს ნაკვეთი, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, დახნული და დათესილი დახვდათ. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მუნიციპალიტეტმა მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გაყიდა, ისე რომ დევნილებისთვის არაფერი უცნობებია და შეუთანხმებია.

იძულებით ადგილნაცვალი პირები შიშობენ, რომ დასახლების მოსაზღვრე ტერიტორიას მთლიანად კერძო პირები აითვისებენ .

ერთ-ერთი ვინც, დასახლებასთან მდებარე მიწას ამუშავებდა, გიორგი კახნიაშვილია. როგორც გვიყვება, წელსაც გაამზადა ბოსტნეული დასათესად, თუმცა, ადგილზე მისულს, ტერიტორია გაყიდული დახვდა.

გიორგი კახნიაშვილი - დევნილი

“ხარჯი გავწიე, სათესლე მასალა ვიყიდე, წავედი ნაკვეთში და არ შემიშვეს. ტრაქტორი მუშაობდა და მითხრეს კერძო მესაკუთრემ იყიდაო. რას გავხდებოდი, უხმოდ გამოვბრუნდი სახლში. ნიორი დათესეს ცემ ადგილზე უკვე. გულს ვაყოლებდი, მიწასთან ურთიერთობას ვაგრძელებდი და ჩემი ხელით მოყვანილი ცოტაოდენი ბოსტნეული სიხარულით მიმქონდა შინ. წელს კი, ესეც აღარ შემიძლია. ბრძოლის თავიც არ მაქვს. ოჯახში არავინ ვმუშაობთ, პენსიასა და დევნილთა შემწეობაზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ ვცდილობდი, რასაც მოვიყვანდი ხარისხიანი ყოფილიყო, მეუღლე კი, ზამთრისთვის აბინავებდა. იდედაც დაჩაგრული ადამიანები ვართ და ჩვენი გული ვეღარ უძლებს დანაკარგებს“-ამბობს გიორგი კახნიაშვილი.

ამ კოტეჯებს ათასზე მეტი ბინადარი ჰყავს. რომელთა ყოველდღიური საზრუნავი- არსებობაა.

აქ თავშეყრის რამდენიმე ადგილსაც წააწყდებით. დასახლების ასაკოვანი ბინადრები, მზიან ამინდში შეგროვდებიან და როგორც გვიხსნიან არაერთ საჭირბოროტო საკითხზე ბჭობენ.

ვისაც ჯერ ისევ შეუძლია სარგებლობა, ნაკვეთები უკვე დაამუშავეს. დათესილი აქვთ ხახვი და ნიორი. ვაზი გასხლულია. ხეხილი კი კირწასმული.

ათ წელიწადში დევნილებმა ქარიანი, გაუდაბურებული გორაკისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მოახერხეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სულ 24 კოტეჯური ტიპის დასახლება ააშენეს. აქედან გორში 7 მდებარეობს.

იქ მცხოვრები ოჯახების რაოდენობა, ჯამში 1 300-ია. მათი კოტეჯების ირგვლივ არსებული მიწის ფართობი კი, მთლიანად 3 904 კვადრატულ მეტრს ითვლის. სასოფლო-სამეურნელო დანიშნულების მიწის ფართობები კი, 28 200 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თუმცა, ბოლო მონაცემში არ შედის ვერცვების დევნილთა დასახლება. ვერხვების დევნილთა დასახლების მსგავსად, სამეურნეო დანიშნულების მიწა არ აქვს, ფრეზეთის (მცხეთის მუნიციპალიტეტი), წეროვანის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) და წილკანის (მთიანეთი) დასახლებებს. 20 დევნილთა დასახლების მსასოფლო-სამეურნელო დანიშნულების მიწის საერთო ფართობი 62 000 კვადრატული მეტრია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ რომ "ვერხვების კოტეჯებში მაცხოვრებლებმა აღნიშნული მოთხოვნით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. საბოლოოდ კი, საკითხი მთავრობის წინაშე, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა დააყენოს."

“მიზეზი რის გამოც, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები არ აქვთ, არის ის, რომ მდებარეობს ქალაქის ტერიტორიაზე . მუნიციპალიტეტს კი, სათანადო ფართობიმე ვერაფერს გეტყვით“- განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დევნილთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელი, ბერდია ფიცხელაური ამბობს, რომ მიწის საკითხის გარდა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს სახლების დაკანონების საკითხიც მოსაგვარებელი აქვს. ვერხვების დასახლებაში ზოგიერთ მობინადრეს, საცხოვრებელი კოტეჯიც კი არ აქვს დამტკიცებული.

გორში მდებარე კომპაქტურ დასახლებებს შორის, სიდით მეორე ადგილზე ვერხვების დევნილთა კოტეჯებია.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.