Loading

ქუთაისის მერის არჩევიდან ერთი წელი გავიდა

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, არჩევიდან ერთი წელი გავიდა. ქალაქის მერის ასარჩევად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. მეორე ტურში მან ხმების 86,64% მიიღო. მისმა კონკურენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი - 13,36%.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის რიგით 25-ე, არჩევით კი რიგით მეორე მერია.

რა დაპირებები გასცა ქალაქის მერმა არჩევნებამდე?

წინასაარჩვენო პერიოდში მაშინ მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ამომრჩეველს აქტიურად ხვდებოდა. "ქუთაისი მომავლის ქალაქი" - ეს მისი საარჩევნო კამპანიის მთავრი სლოგანი იყო.

“მომავალი წლიდან 24- საათიანი წყალმომარაგების სისტემაზე გადავალთ. ჩვენ, სამწუხაროდ,პრობლემა გვაქვს ქალაქში,ამას ვუყურებთ და თვალს ვუსწორებთ, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალური საცხოვრისის უკმარისობა გვაქვს, უმუშევრობის პრობლემა არა მარტო ქუთაისის, არამედ მსოფლიო პრობლემაა. ამის გადასაჭრელად ყველაზე კარგი გზა ბიზნესის ხელშეწყობაა”,- აცხადებდა გიორგი ჭიღვარია.

დაპირებებს შორის იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებლობა.

ქუთაისის მერიამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქყვენა. 18 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათ შორის ისეთ ქუჩებსა და ჩიხებს რომელთა რეაბილიტაცია ათეული წლებია არ მომხდარა.

დასრულდა ბელიაშვილის და ვალერიან გუნიას ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად. ასევე ტყიბულის მე-2, მე-3 შესახვევის, დ. თავდადებულის მე-2 შესახვევის და თომაშვილის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა.გელათის მე-4 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა. ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის,ლესელიძის მე-2 შესახვევის გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის და მწვანე ყვავილას №186, 188, 190, 192, 194, 196 ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობა. გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის და მწვანე ყვავილას №186, 188, 190, 192, 194, 196 ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობაახალგაზრდობის მე-6 და მე-7 შესახვევების, თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში, ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტის, ასლანიკაშვილის პირველი შესახვევის, ლესელიძის 1ა ჩიხის და ე. გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობათაბუკაშვილის ქუჩის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ჩიხის ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად. (წყარო. მერიის პრესსამსახური)

თუმცა ქუთაისიში არის ქუჩები, რომლებზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები კარგა ხანია მიმდინარეობს. დაუსრულებელია თეთრი ხიდის რეაბილიტაცია.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. შეიცვალა წყლის სისტემა,ე მოეწყო ღვარსადენები. ამასთან, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო თურქული კომპანია SMK მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი. მერიის ააიპის "სპეციალური სერვისების" საქმე, რომელიც ღვარსადენების მოწყობას ახდენდა, პროკურატურას გადაეცა.

ასათიანის ქუჩის სიგრძე 1 500 მ შეადგენს, ქუჩა აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს შორის მდებარეობს.

წვიმის დროს აღმაშენებლის გამზირიდან მომდინარე წყალი ასათიანის ქუჩაზე მიედინება კერძო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურას ტბორვას. ქუჩაზე დაზიანებულია ტროტუარები, რაც ქვეითად მოსიარულეებს პრობლემას უქმნის.

უნდა ჩამოყალიბდეს ასათიანი ქუჩის ღვარსადენის სისტემისა და ტროტუარების სრულყოფილი პროექტი. ქუთაისის მერია გზის რეაბილიტაციის დასრულებას 2018 წლის ბოლომდე გეგმავს.

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სამ თვეზე მეტია გზის საფარი მოუწესრიგებელია. მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოების გამო ქალაქის ცენტრალური გზა ზოგჯერ იკეტება და ტრანსპორტი ალტერნატიული გზით გადაადგილდება. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს. ხშირია საცობები. დგება მტვერი.

რუსთაველის გამზირზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია SMK ახორციელებს.

ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება რეაბილიტაცია და დაიგება გზა.

ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ცნობილია, რომ კომპანია სამუშაოების შესასრულებლად დამატებით დროს და თანხას ითხოვს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საქმილსადენმშენი" 1 056 000 ლარად ასრულებს, თუმცა როგორც აცხადებენ მუშაობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გამო ამატებითი სამუშაოების შესრულებაა საჭირო, რაც დაახლოებით დამატებით 2-3 თვიან მუშაობას და 70-80 000 ლარს მოითხოვს.

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდა. 1 ივნისს დაწყებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 22 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ხიდი ამ დრომდე გადაკეტილია. "ალმა რუს საქართველო" მერიამ დააჯარიმა, თუმცა ამან ხიდის რეაბილიტაციის პროცესი ვერ დააჩქარა.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მოეწყობა გახსნის გრანდიოზული ცერემონიაც. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. ხიდზე ლითონის ფირფიტების დამონტაჟება დაწყებულია.

ახალგაზრდების მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ ქუთაისში სკეიტ პარკი გაკეთდა.

სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტების შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა.

სკეიტ პარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაჯდა.

,,ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისის არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც სკეიტბორდის მოედანი აქვს ყველაფერი ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშნებლობა ქუთაისის მერის წინასაარჩევნო დაპირებებშიც შედიოდა.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მაშინ მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. დაანონსდა, რომ 2019 წლისათვის სასწავლებელი 60 ათასი სტუდენტის მისაღებად მზად იქნებოდა. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჯერჯერობით არ განხორციელებულა. ბოლო ინფორმაციით, კი -ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს

გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო კამპანიისას სოციალური საცხოვრისის ნაკლებობაზე საუბრობდა. წინა მერის დროს დაწყებული პროექტი განხორციელდა, თუმცა სოციალურ საცხოვრისში ობიექტის გახსნიდან ექვს თვეში კედლებმა დაბზარვა დაიწყო.

როგორც მერიაში განაცხადეს, კომპანიამ, რომელმაც სოციალური საცხოვრისი მოაწყო ბევრი შეცდომა დაუშვა რის გამოც შენობა უკვე ავარიულია და მათი გამოსწორება სასწრაფოა. დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზამაც დადო.

მიმდინარეობს საქმის შესწავლა და გამოძიება.

ქუთაისში მინდარე ოღასკურას კალაპოტის მოწერიგების სამუშაოები დაიწყო. კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს. სამუშაოებისთვის 500 ათასი ლარი დაიხარჯება. მდინარე ოღასკურა უხვი ნალექის დროს თითქმის ყოველწლიურად დიდდება და ადგილობრივ მოსახლეობას ტბორავს.

მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მდინარის კალაპოტის წმენდას და ნაპირსამაგრ სამუშაოებს გულისხმობს დაწყებულია და მდინარის კალაპოტი ჩაბეტონებული.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური ჯერ არ არის. იდეას, რომ ტრანსპორტი მუნიციპალური გახდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია განიხილავენ.დაახლოებით 12 წელია, რაც ქუთაისის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და შიდასაქალაქო სატრანსპორტო გადაზიდვებს 2006 წლიდან კერძო ფირმები ახორციელებენ. არსებული სატრანსპორტო საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის არაადაპტირებულია.

ქუთაისის მერი ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ პორტრეტის გამო მოექცა. კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისა ვიზიტსა და მხატვარ ლევან გოგიტაძის მიერ დახატული პორტრეტის შესახებ განცხადებები არაერთხელ გაკეთდა.

რადიო "ძველი ქალაქი" მოქალაქეებს ესაუბრა. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ადგილობრივები. შეიცვალა თუ არა მათთვის ქალაქში რაიმე და ახსენდებათ თუ არა ქალაქის მერის რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია თუ მოსაზრება.

ქუთაისის მერის არჩევიდან 1 წლის შემდეგ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ოფიციალურად მიიღო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით 2019 წლის საგაზაფხულო სესიები თბილისში ჩატარდება. რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც ქუთაისში პარლამენტი აღარ იფუნქციონირებს.

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში სრულად გადასვლა იანვრიდან იგეგმება. ჩუგოშვილის განცხადებტ, პარლამენტის თბილისში გადასვლის შემდეგ შენობა უფუნქციო არ იქნება და მას დატვირთვას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუძებნის.

პარლამენტის თბილისში გადატანის მიზეზად დამატებით ხარჯების თვიდან აცილება და პარლამენტარიზმისა და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება სახელდება.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ ქალაქის მერს პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებენ.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.