Loading

5 რჩევა: როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში ეს რჩევები ყველა ტიპის კანისთვის გამოსადეგია.

1. შეცვალეთ სახის დასაბანი გელი ან ქაფი

სახის მოვლის რუტინაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახის დასაბან გელებსა და ქაფებს აქვთ. სეზონის ცვლასთან ერთად კანს ახალი დასაბანი საშუალება შეურჩიეთ.

თუ მშრალი ან კომბინირებული ტიპის კანი გაქვთ მაშინ ზაფხულის პერიოდში, დასაბანი საშუალებით სახე დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ, ცხიმიანი ტიპის კანს ხშირად ორჯერ დაბანა არ ყოფნის და მას მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება.
2. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი

მზის ჭარბმა სხივებმა შესაძლოა დააზიანოს კანის ზედაპირი, გააჩინოს ლაქები და გამონაყარიც კი, ამიტომ ზაფხულის რუტინაში SPF 30-ის დამცველობით კრემი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

3. დაამატეთ დიეტას ხილი და ბოსტნეული
იმისთვის, რომ ზაფხულში იდეალური კანი გქონდეთ დღის კვებაში ხილი და ბოსტნეული უნდა დაამატოთ. მცენარეული პროდუქტი საციცოცხლოდ მნიშნველოვანი ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებითაა სავსე, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია. ხილი და ბოსტნეული ზაფხულის პერიოდში სახის კანს მზისგან გამოწვეული დაზიანებისგან დაიცავს.
4. შეინარჩუნეთ ჰიდრატადაცია

ზაფხულის სიცხიან დღეებში ორგანიზმი ბევრ ოფლს გამოყოფს, იკარგება წყალი და ენერგია, ამიტომ საჭიროა ზაფხულის პერიოდში, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ, თუ კანი გაუწყლოებას არ იგრძნობს, არც ბევრი დამატენიანებელი დაგჭირდებათ და არც სხვა რაიმე პრობლემა წარმოიქმნება.

5. ტონერის გამოყენების დროა

კარგი ტონერი თქვენს კანს, სუფთას და ზომიერად ცხიმიანს ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ბალანს და უარჩუნებს კანს საჭირო, საწყის მდგომარეობას. ტონერი ასევე ამცირებს გამონაყარის გაჩენის რისკს. როდესაც ტონერის არჩევას გადაწყვეტთ, დააკვირდით კანის T-ზონას და იმის მიხედვით აარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი.