Loading

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პრექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება. საქართვეოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა2018 წელი შეაჯამა. ფონდის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელის 2019 წლის გეგმებს ეხება, მნიშვნელოვან პროეტქებს შორისაა ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.

"ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, დუშეთის სახლების რეაბილიტაცია, ქუთაისში ისტორიული უბნის და დავით კაკაბაძის გალერეას რეაბილიტაცია, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია (რაც ითვალისწინებს ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემის განახლებას), მარშალ გელოვანის გამზირზე ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, სხვადასხვა რეგიონში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა და სხვა."- წერია ინფორმაციაში.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 2018 წლის ნომებერში უნდა გამოცხადებულყო. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ადრე განცხადა. 22 ნ ნომებერს ქუთაისში რიონისპირა სახლები ფონდის ხელმძღვანელმა, ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორმა მოინახულეს. ტენდერი რომ უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადებულიყო ამაზე მაშინ ქალაქის მერმაც ისაუბრა.

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა წელს დაიწყება, უშუალოდ სამუშაოების დაწყებას 2020 წლიდან ვარაუდობენ.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.