Loading

რატომ კლავენ კაცები ქალებს ფემიციდს გადარჩენილ ქალთა ციტატები და ფემიციდთან დაკავშირებული კვლევები ავტორი: თიკო ცომაია

რატომ კლავენ კაცები ქალებს, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ? როგორ იწყება ოჯახში ძალადობა ნაბიჯ-ნაბიჯ? რა ფაქტორები აიძულებს მოძალადეებს ასე მოიქცენ, ძალაუფლება, ტრავმული წარსული თუ კიდევ სხვა მიზეზები? რა ადგილი აქვს შეზღუდულ რესურსებს, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, დევნილობას?

ფაქტები და კვლევები

მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ დღე, საშუალოდ, 137 ქალს კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები. დაახლოებით, 30,000 ქალი მოკლეს ინტიმურმა პარტნიორებმა 2017 წელს. კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა მკვლელობების უდიდესი წილი, სწორედ მათივე საყვარელი ადამიანების მიერ არის ჩადენილი.

ლონდონის ტროპიკული მედიცინის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც 500 000 ჰომიციდის შემთხვევა შეისწავლა 66 ქვეყნის მასშტაბით, აღმოჩნდა, რომ ერთ მესამედზე მეტი ქალი მოკლულია მისი პარტნიორის მიერ. კაცები 6-ჯერ უფრო ხშირად კლავენ ინტიმურ პარტნიორებს ქალებთან შედარებით. უფრო ზუსტად, ყველა ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობის 38,6 % შემთხვევა მკვლელ კაცებზე მოდის, 6,3%- მკვლელ ქალებზე.

ფიზიკური ძალადობა:

ფიზიკური ძალადობა კვლევების მიხედვით, ხშირი მოვლენაა და გამოიხატება ხელის კვრაში, სილის გაწნაში, წიხლის და პანჩურის ამორტყმაში(Dobash &Dobash,1979,1984, Johnson, 1996,Tjadene &Thoennes, 1998).

ყველაზე ხშირად გამოვლენილი დაზიანება, რომელსაც ქალები აღნიშნავენ, ეს არის სხეულზე და სახეზე ჩალურჯებები, მოტეხილობები, ტვინის შერყევა, მუცლის მოშლა, და შინაგანი ორგანოების დაზიანება (Campbell, 1998:Dobash et al.,2000:Stark &Flitcraft,1992).

სამედიცინო კვლევებით ასევე დადგენილია, რომ ზოგჯერ ვლინდება ფიზიკური შეზღუდულობა, სხეულის ფორმის შეცვლა, სმენისა და მხედველობის დაზიანება.

ძალადობის მსხვერპლი ქალები 6-8 ჯერ მეტად სარგებლობენ სამედიცინო სერვისებით. ამასთან, ორსულობის დროს ძალადობა, ქალის და ნაყოფის ჯანმრთელობაზე მოქმედებს(Aston ,2003: Campbell,1998).

ძალადობა არც ერთი სოციალური კლასისათვის არ არის უცხო, მაგრამ ის უფრო მეტად გავრცელებულია ახალგაზრდა, ღარიბ და წარუმატებელ ჯგუფებში(Johnsin, 1996).

მოძალადეებზე ფოკუსირებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, დადგინდა მოძალადეებში ისეთი პოტენციური რისკ-ფაქტორების არსებობა, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, ბავშვობაში გადატანილი ძალადობა, ალკოჰოლის ავადმოხმარება, უმუშევრობა და ზოგადი დამნაშავეობა(Holtzworth-Munroe &Stuart,1994:Jasinski&Williams,1998:Moffitt, Krueger, Caspi, &Fagan,2000).

სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობა

ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა სექსუალური ძალადობა, როდესაც პარტნიორი ქალს აიძულებს მასთან დაამყაროს ინტიმური კავშირი ან გააკეთოს სექსუალური აქტის დრო ის, რაც მას არ სურს.

გათხოვილი ქალების 10 დან 15 პროცენტამდე ინტიმურმა პარტნიორებმა გააუპატიურეს. სექსუალური ძალადობის მესამედი სწორედ ქალების ინტიმურმა პარტნიორებმა ჩაიდინეს.(Campbell, 1999:Randall &Haskell, 1995,Russell, 1990:Ullman &Siegel, 1994).

2010 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის თანახმად, სექსუალურ ძალადობას გამოკითხულთა 5 % ადასტურებს;

სექსუალურ ძალადობას მაღალი ტრავმატიზმი ახასიათებს. ამერიკაში ჩატარებული ერთ-ერთი მასშტაბური კვლევის მიხედვით, გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა 45,9% და კაცთა 65%-ს განუვითარდა პოსტ ტრავმული სტრესული დაზიანება (Kessler et al 1995). სტრესი ამ ადამიანებში გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ომის ვეტერანებში.

სექსუალური ტრავმა ყველაზე ნაკლებად შუქდება მედიაში მასთან ასოცირებული ტაბუს გამო. 1256 ტრავმაზე გაკეთებული პუბლიკაციიდან მხოლოდ 2,2% იყო სექსუალურ ძალადობაზე; (Nelson and Newman, 2010).

ლეტალური და არალეტალური მოძალადეები

ლეტალურ და არალეტალურ ძალადობაზე ყველაზე მასშტაბური კვლევის ავტორები ცოლ-ქმარი დობაშები არიან. მათ ერთმანეთს შეადარეს ორი კვლევის მონაცემები: პირველი 122 მოძალადე კაცის ინტერვიუებზე დაყრდნობით, რომლებიც სასჯელს არალეტალური ძალადობისათვის იხდიდნენ და მეორე - 106 დაპატიმრებული კაცის ინტერვიუების შედეგად, რომლებიც ინტიმური პარტნიორი ქალის მკვლელობისათვის იხდიდნენ სასჯელს ბრიტანეთის ციხეებში.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალების მკვლელებს, ქალებზე მოძალადეებისგან განსხვავებით:

  1. არ ჰქონდათ განათლება;
  2. იყვნენ უმუშევრები;
  3. ჰქონდათ კრიმინალური წარსული;
  4. იყვნენ უფრო ეჭვიანები და ჰქონდათ კონტროლის სურვილი;
  5. ბავშვობაში მეტი ფსიქოლოგიური ტრავმა ჰქონდათ გადატანილი;

არალეტალური ძალადობის დროს კონფლიქტის წყარო შესაძლებელია გახდეს საყოფაცხოვრებო სიტუაცია, ალკოჰოლი, ბავშვები, ავტორიტეტი, ფლობა, ეჭვიანობა, როცა ლეტალური ძალადობაზე მიდგება საქმე, ძირითადი კონცენტრაცია ფლობასა და ეჭვიანობაზეა(Campbell et al.,2003;Chimbos 1978; Daly and Wilson, 1988 Polk, 1994).

ძალადობის მსხვერპლი ქალი აღწერს თუ რა უძღოდა წინ ცემის აქტს: “ იმ დღეს ჩემი ქმარი სახლიდან მიდიოდა მეგობრებთან საქეიფოდ. მაცივარი გამოაღო. ხორცის წაღება უნდოდა. უკვე კარგა მთვრალი იყო, ვუთხარი, უკვე ნაქეიფარი ჩანხარ-მეთქი. ის კი არ მითქვამს სადმე არ წახვიდეო. სამი დაფასოებული პარკი აიღო აქედან ერთადერთზე ვუთხარი რომ ეს რბილი ხორცია და ბავშვებისთვის დატოვე მეთქი. მაცივარი გაბრაზებულმა მიაჯახუნა, გარეთ ვიღაც ელოდებოდა პარკები გაუწოდა,შემოტრიალდა და მითხრა : შენო, ამ საღამოს მტკვარზე ჩაყვანა მოგიწევსო”.

საბოლოოდ, ამ მასშტაბურმა კვლევამაც ვერ გამოკვეთა ისეთი წინაპირობები, რომლებიც ტიპურია ლეტალური ძალადობისათვის. რაც ნათელია, ლეტალური ძალადობა ძალადობის კონტექსტში იბადება და შემდეგ გარკვეული რისკ- ფაქტორების გამო ხდება მკვლელობა.

ძალადობის მიზეზები:

ქალის მცდელობა დაასრულოს ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ინტიმური პარტნიორების ჰომიციდთან. დაცილების პირველი სამი თვე მკვლელობის აქტის განხორციელებისათვის განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია.

ძალადობის გამოვლენაში, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ურთიერთობის სტატუსიც. აღმოჩნდა, რომ კოჰაბიტაცია და სეპარაცია მეტად არის ასოცირებული ძალადობის რისკის ზრდასთან, ვიდრე ქორწინებაში ყოფნა.

თუმცა, არსებობს თვალთახედვა, რომ რისკი არა ურთიერთობის ფორმაში, არამედ, პარტნიორების ინდივიდუალურ თავისებურებებშია: ანუ შეყვარებულები ან კოჰაბიტაციაში მყოფები უმეტესწილად ახალგაზრდა, ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან( Brownridge and Halli 2002).

ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გარდა ინტიმური პარტნიორის მხრიდან გამოვლენილ ძალადობის თანავარსკვლავედში შედის ისეთი შეურაცხმყოფელი და შემაწუხებელი მოქმედება, როგორიცაა ადევნება. ამ ტიპის ძალადობა ცალსახად გენდერზეა დაფუძნებული, რადგან უკავშირდება დომინანტობისა და კონტროლის სურვილს. არცთუ იშვიათად ქალებზე ადევნება ხდება იმ მამაკაცების მხრიდანაც, რომლებთანაც მათ არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა, მაგრამ, როგორც წესი, მოძალადე არ არის უცხო პირი, მას ქალი საიდანღაც იცნობს.

შეერთებულ შტატებში 8000 ქალზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 81 % ამბობდა, რომ პარტნიორები მათზე აგრძელებდნენ თვალთვალსა და დევნას, ისინი ამბობდნენ, რომ წარსულში ძალადობენდნ მათზე, ამასთან 31 % აღნიშნავდა სექსუალურ ძალადობას.

ადევნება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია და ქალებს შეუძლიათ პოლიციაში უჩივლონ მას, ვინც ადევნებას ახორციელებს.

Created By
Mariam Ugrekhelidze
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.