Loading

ფუეტე ქართულად ნაწილი პირველი. წარმატებას ხუთიდან ერთი მიაღწევს JAMnews

საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ზოგადად ცეკვის დიდი ტრადიციაა, ბევრი ოჯახი ოცნებობს საკუთარი ქალიშვილების საბალეტო მომავალზე. და ძალიან ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რა რთულია გახდე კარგი ბალერინა.

ბალეტის ერთადერთი სახელმწიფო სკოლა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელია. ახალგარზდა ბალერინების უმრავლესობა აქ კონკურსით ხვდება და უფასოდ სწავლობს. ამჟამად სასწავლებელში 300 აღსაზრდელია, 6-დან 18 წლამდე.

2016 წელს სასწავლებელმა ასი წლის იუბილე აღნიშნა. ბოლო წლებში ის რამდენიმეჯერ იქნა რეფორმირებული და ადგილმდებარეობაც შეიცვალა. დღეს ამ სასწავლებელს ვახნატგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სკოლა ჰქვია. ეს სკოლა საქართველოს საბალეტო დასისთვის ბალერინების მთავარი მომწოდებელია.

მეგი: როგორ იწყება ყველაფერი

მეგი გულიტაშვილი

მეგი 12 წლისაა. საბალეტო სასწავლებელში მოხვედრამდე, ის რამდენიმე წელი მხატვრულ ტანვარჯიშზე დადიოდა.

მეგის დედა, ირინა, აცნობიერებს, რომ საბავშვო ბალეტში ბევრი რისკია. მათ შორის მთავარი ისაა, რომ ამ საქმეში წლების განმავლობაში ჩადებული რესურსი, შესაძლოა, საბოლოოდ წყალში ჩაიყაროს და მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, კარიერა ვერ შედგეს.

მეგი ჯერ სასწავლებლის დაბალ კლასებში სწავლობს, მას ჯერ კიდევ აქვს დრო დაფიქრდეს - ხომ არ არსებობს ცხოვრებაში ბალეტზე უფრო მნიშვნელოვანი რამ? უფრო ადვილი პროფესია, რომელიც ამდენ შრომას არ ითხოვს...

“რეპეტიცია ყოველ დღე ხუთი საათი გრძელდება, ზოგჯერ ექვსი ან შვიდიც. გაკეთილები ცხრა საათზე იწყება, სახლში გვიან საღამოს მოვდივართ”, - ამბობს მეგი.

მეგის ჰობი არა აქვს. ძნელია ამ დაძაბულ განრიგს კიდევ ჰობიც დაამატო.

მეგის ოჯახი ახლა აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლისთვის ემზადება. ეს, ალბათ, უკვე მომავალ წელს მოხდება. მეგი ბალეტის სწავლას, სავარაუდოდ, ნიუ იორკში გააგრძელებს.

წინააღმდეგი ვარ ბალეტს თავი დაანებოს, მას შემდეგ, რაც ამდენი ძალისხმევა ჩადო. შეიძლება მეგი ბალერინა არც გახდეს, მაგრამ კარგი იქნება, თუ სწავლას ბოლომდე მიიყვანს, - ამბობს ირინა.

ბატმანი და ატესტატი

ანა პუხაევა

სწავლის თითქმის ბოლომდე მიყვანა უკვე თითქმის შეძლო ანამ. წელს ის სასწავლებელს ამთავრებს.

დამწყები ბალერინის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მოვლენა სახელმწიფო საბალეტო დასში კასტინგია. ამ დღისთვის ის კიდევ უფრო მეტი მღელვარებით ემზადება, ვიდრე გამოსაშვები გამოცდებისთვის. გამოცდები გაზაფხულზე იქნება, კასტინგი კი, სექტემბერში.

გასულ წელს დასში მხოლოდ ერთი გოგონა აიყვანეს, შარშანწინ - ხუთი. ჩვენს გავოშვებაში არჩევანის გაკეთება ცხრა კანდიდატიდან მოუწევთ. იმედი გვაქვს, სამს მაინც აირჩევენ.

“კასტინგის დროს ყველაფერს აქცევენ ყურადღებას - მონაცემებს, გარეგნობას, კოორდინაციას, მუსიკალურობას. ზოგი ამბობს, რომ მე ცუდი შანსები არ მაქვს”.

კასტინგზე შერჩეულები ნახევარი წლის განმავლოვაში უფასოდ მუშაობენ. მათ სტაჟიორებად აფორმებენ და აკვირდებიან - შეუძლიათ გადაიფიქრონ კიდეც. თუ ყველაფერი კარგადაა, გოგონას კორდებალეტში აიყვანენ და ხელფასს დაუნიშნავენ.

“თავიდან 400 ლარს იღებენ, შემდეგ ცოტა მეტს. კიდევ გამოსვლებისთვის ცალკე ბონუსებია ხოლმე”, - ჰყვება ანა.

დღის ძირითად ნაწილს ანა რეპეტიციებს უთმობს. უქმეებზე კი სხვა, არა საბალეტო საგნების რეპეტიტოებთან დადის, რომ სკოლის პროგრამა დაძლიოს. ამ საგნების ჩაბარება გაზაფხულზე მოუწევს, რომ საშუალო განათლების ატესტატი მიიღოს. სასწავლო პროგრამის მთავარი და ძირითადი ფოკუსი სასწავლებელში ცეკვაა, ჩვეულებრივ სასკოლო საგნებზე უფროსკლასელთა უმრავლესობას დრო უბრალოდ არ ჰყოფნის.

“სასწავლებლიდან გარიცხული ზოგიერთი მოსწავლე კმაყოფილიც კი რჩება ხოლმე. იციან, რომ ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდებათ.”

თამაშგარეთ დარჩენის საფრთხე

სასწავლებლიდან გარიცხვა ყველაზე ხშირად სამედიცინო კომისიის შემოწმების შემდეგ ხდება. ექიმები გოგონების არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ გარეგნულ ნიშნებსაც ამოწმებენ - წონას და სხვა საბალეტო პარამეტრებს. მაგალითად, კომისიას შეუძლია გოგონა გაზრდილი მკერდისთვის დაიწუნოს.

ასე ხურდებიან ბალერინები რეპეტიციის წინ

არცერთმა ახალგაზრდა ბალერინამ არ იცის, როგორ მოიქცევა მისი სხეული მოზარდობის ასაკში. ვინ მოსთვლის, რამდენი საბალეტო კარიერა ვერ შედგა განიერი თეძოებისა თუ მკერდის დიდი ზომის გამო.

“სანამ გოგონას საკუთარ ჯგუფში მიიღებს, გამოცდილი მასწავლებელი აუცილებლად ყურადღებას მიაქცევს დედამისის და უმჯობესია - ბებიის გარეგნობასაც”, - ამბობს ნატალია დიღმელაშვილი, ამჟამად თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მასწავლებელი, წარსულში კი თბილისისა და მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლების პედაგოგი.

“მაგრამ ,საერთო ჯამში, ბალერინებისადმი მითხოვნები ცოტათი უფრო შერბილდა - სასწავლებლის აღსაზრდელი შეიძლება 54 კილოსაც იწონიდეს. 20 წლის წინ მაქსიმალური დასაშვები წონა 50 კილოგრამი იყო.”

ბალერინა პუანტებს იცვამს

“ბალერინას ზედმეტმა წონამ შეიძლება მისი პარტნიორი დააზინოს”

პარტნიორებს კი, განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან მუდმივად მათი ნაკლებობაა.

ქართული ბალეტი მამაკაცების მწვავე დეფიციტს განიცდის. ნატალია მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასებია. “ჩემი შვილიც ბალეტის არტისტია, მაგრამ ის, როგორც მისი მრავალი კოლეგა, 2000-ანი წლების დასაწყისში გერმანიაში წავიდა და ახლა იქ ასწავლის”.

სამუშაო ადგილები ბალეტის პროფესიონალი არტისტებისთვის საქართველოში ძალიან შეზღუდულია. ისინი, ვინც სახელმწიფო საბალეტო დასში ვერ ხვდებიან, ან ქვეყნიდან მიდიან, ან საკუთარ თავს სხვა რამეში ეძებენ.

“ბევრი ხდება პედაგოგი, - ამბობს ნატალია, - მაგრამ კარგი მოცეკვავე ყოველთვის არ გამოდის კარგი მასწავლებელი”.

ტექსტი და ფოტო: დიანა პეტრიაშვილი, “რუსულენოვანი მედიაქსელი”, სპეციალურად JAMnews-სთვის.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.