Loading

სახიფათო კულტურული მემკვიდრეობა

ეს არის ე.წ. „ახალი კავალერიის კორპუსი“, რომელიც ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღში დგას. წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობა საპირფარეშოდ არის გადაქცეული და ანტისანიტარიის ბუდეა. დანგრევის პირას არის, დღითიდღე იშლება და ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უსახური შენობა ბაღის იერსახეს წლებია ამახინჯებს, ტურისტების ყურადღებას იპყრობს და ხშირად მათ ობიექტივში ხვდება.

შენობა დაახლოებით 1880 წლისთვის არის აგებული. არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია. შენობაც და პარკიც მიხეილ რომანოვის საზაფხულო რეზიდენციის შემადგენლობაში შედიოდა. ლიკანის სასახლის აშენებამდე ის ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვს ეკუთვნოდა. ამ ნაგებობას შემდეგში „ახალი კავალერიის კორპუსი“ ეწოდა. გოთურ სტილში ნაგებ ორ ფლიგელს, ველური ყურძნის საფარით დაფარული ხის გალერეა აერთიანებდა. ლიკანის სასახლის აშენების შემდეგ „ახალი კავალერიის კორპუსი“ სამეფო ოჯახთან დაახლოებულ პირთა დასაბინავებლად გამოიყენებოდა.

1930 იანი წლებიდან ამ შენობაში განთავსებული იყო პოლიკლინიკა

შენობა ბორჯომის თვითმმართველობამ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა. ამავე სააგენტოს იდეა-კონცეფციის თანახმად, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ ბორჯომის ხუთ მნიშვნელოვან ისტორიულ შენობაში უნდა განთავსდეს სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცე. ერთ-ერთი მანთაგნია კავალერიის შენობა, სადაც გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი მოეწყობა. აქ წარმოდგენილი იქნება საიმპერატორო კოლექცია და რომანოვების ჭურჭელი.

როდის დაიწყება შენობის რეაბილიტაცია-ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ვერ მივიღეთ.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.