Loading

როგორ მუშაობს მოსავლის დაზღვევა საქართველოში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებ ილია ზავრაშვილს სტიქიამ მოსავალი მაისის თვეში გაუნადგურა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ალაზანმა სავარგულები სრულად დატბორა. მოსავალი ბანკში აღებული კრედიტით მოიყვანა. საბუთებს აგროვებდა და დაზღვევა ვეღარ მოასწრო, შესაბამისად მას ბუნებისგან მიყენებულ ზარალს ახლა არავინ აუნაზღაურებს.

სოფელ არაშენდაში მცხოვრებ გიორგი ქართლელიშვილს 20 ჰექტარი ვენახი დაახლოებით ორი კვირის წინ დაესეტყვა. დაზღვევა კომპანია „ალფაში“აქვს გაკეთებული. როგორც მევენახე ამბობს, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზარალი მხოლოდ 12 ჰექტარზე დაითვალა,შემდეგ წვიმა დაიწყო, თავი დაანებეს და აღარ გამოჩენილან.

დაზღვევაში 13 000 ლარი უნდა გადაიხადოს, ნაწილს კი სახელმწიფო დაფარავს.

-„როცა სეტყვა მოვიდა, მაშინვე დავუკავშირდით სადაზღვევო კომპანიას, გვითხრეს სურათები გადაუღეთ დასეტყვილს, ჩვენ 30 დღიანი ვადა გვაქვს და ვერ გეტყით როდის მოვალთო. ზარალი, რაც სტიქიამ მოგვაყენა, მალევე უნდა დათვლილიყო. რაც დაზიანებულია ცვივა და მხოლოდ გადარჩენილიღაა ვაზებზე. როცა მოდიან, ამბობენ, აბა აქ რა არის გაფუჭებულიო. მოვიდენ და ნახევარი ვენახი მოიარეს, შემდეგ წვიმა დაიწყო და თავი დაანებეს. დავურეკე და გვითხრეს მოვალთო, მაგრამ ჯერაც არ გამოჩენილან. ერთ თვეში ვაზს შეუძლია 60% აღიდგინოს ფოთოლი, მერე აღარ გამოჩნდება ზარალი, არადა მოსავალი 80%-ით არის განადგურებული,“-ამბობს ის.

აღნიშულ საკითხზე სტიქიისგან დაზარალებული სხვა მევენახეებიც საუბრობენ. სადაზღვევო კომპანია „ალფასთან “ დაკავშირებას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობთ.

დაზღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად იცნობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. მისი ინფრომაციით, საკითხი დარგობრივი ეკონონიკის კომიტეტის სხდომაზეა დაყენებული, უნდა გაიმართოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელების მოსმენაც.

-„ყველაზე ვერ ვიტყვით, თუმცა არიან კომპანიები, რომელთაც ოპერატიულობის პრობლემა აქვთ. როცა ზარალის შესამოწმებლად 30 დღიან ვადას იყენებ, ზიანი იმდენად აღარ ჩანს. ეს აუცილებლად განსახილველი საკითხია. ვადა უნდა შემცირდეს. ასევე ვენახს არ აზღვევენ, სანამ ვაზის ყვავილობის პერიოდი არ გაივლის. წელს პირველი მაისიდან დაიწყო, თუმცა მინშვნელოვანი იქნება, უფრო ადრე მოხდეს დაზღვევა. თუკი რაიმე იქნება საჭიროი, რომ ეს ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე გამოსწორდეს. მე დავაინიცირებ.“-ამბობს სონღულაშვილი.

სხვადასხვა კომპანიები მოსავალს სხვადასხვა ფასად და მცირედი განსხვავებით აზღვევენ. მაგალითად „არდში“ ერთი ჰექტარი რქაწითელის დაზღვევა 700 ლარამდე ჯდება, თუკი ვენახის საკადასტრო კოდი არსებობს, მაშინ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ნახევარს სახელმწიფო დაფარავს, თუ არადა მთლიანი თანის გადახდა მევენახეს მოუწევს. თუკი ზარალი 100-%-იანი იქნება, კომპანია დაზარალებულს ერთ ჰექტარზე 8 000 ლარს გადაუხდის.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.