ვერსაჩეს მკვლელობის საიდუმლოებით მოცული ისტორია

დღემდე საიდუმლოებით არის მოცული იტალიელი დიზაინერის, სამარკო ნიშან «Versace»-ს დამფუძნებლის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის ამბავი.

ჯანი ვერსაჩე თავისი დროის გამორჩეული დიზაინერი იყო. უბრალო იტალიელმა მკერავმა თავისი მიზანდასახულობის, უსაზღვრო ფანტაზიისა და გამბედაობის წყალობით მსოფლიო მოდის ინდუსტრია დაიპყრო.

1997 წლის 15 ივლისს, სამშაბათ დილით, მაიამის ნათელი ცის ქვეშ, ის გავიდა სანაპიროზე, როგორც ყოველთვის, „News Café“-ში დალია ყავა და გაზეთები შეიძინა. სამწუხაროდ, ეს ჯანი ვერსაჩეს ბოლო დღე აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ენდრიუ კუნენმა.

რატომ მოკლა ენდრიუ კუნენმა დიზაინერი? ამის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს.

ჯანი ვერსაჩე არ იყო ენდრიუ კუნანის ერთადერთი მსხვერპლი. ეს იყო კულმინაცია სადისტურ მკვლელობათა სერიის, რომელსაც კუნანი უძღვებოდა კანადის საზღვრებიდან ფლორიდამდე.

რა აკავშირებდათ ჯანი ვერსაჩესა და ენდრიუ კუნანს? იმის მიუხედავად, რომ ორივე ჰომოსექსუალი იყო, არავინ იცის, იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობამდე ერთი წლის ადრე ისინი სან-ფრანცისკოს ოპერაში შეხვდნენ ერთმანეთს. კუნანი აღფრთოვანებული იყო ჯანის გაცნობით და თავის მეგობრებს უყვებოდა ამის შესახებ.

ენდრიუ კუნანს 1997 წლამდე არასოდეს დაურღვევია კანონი. ითვლებოდა ფსიქიკურად სტაბილურ და ნაცნობებისთვის საყვარელ ადამიანად. ის იყო ოთხშვილიანი ოჯახის უმცროსი ვაჟი, კალიფორნიიდან. ენდრიუ გამოირჩეოდა თავაზიანობით; 21 წლის თავისუფლად ფლობდა 7 ენას, ხოლო IQ ტესტში 147 ქულა უჩვენა. სან დიეგოში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ის ყოველ ღამე დადიოდა ღამის კლუბებში, იძენდა ნაცნობებს, ძირითადად ასაკით თავისზე უფროს მამაკაცებს და ფულს შოულობდა, როგორც ჟიგოლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას მიდრეკილება ჰქონდა სადისტური პორნოგრაფიისკენ, იღებდა კოკაინს.

1997 წლის 27 აპრილს კუნანმა მოკლა ორი მამაკაცი, რომლებთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა; კიდევ ორ ადამიანი შეეწინა მის მოგზაურობას მაიამიკენ.

ვარაუდობენ, რომ ენდრიუ კუნანმა ჯანი ვერსაჩე მომავალ მსხვერპლად აირჩია, რადგან მას ჰქონდა კუნანისთვის საოცნებო ცხოვრება - ძალა, დიდება, ელეგანტურობა და დიდძალი რაოდენობის ფული. იმავდროულად, კუნანი მიხვდა, რომ თავად ამ მიზანს ვერასოდეს მიაღწევდა. ამ მკვლელობაში ის ხედავდა ერთადერთ გზას, გამხდარიყო ისეთივე პოპულარული, როგორიც მისთვის სამაგალითო ჯანი ვერსაჩე.

არსებობს მეორე თეორიას ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის მოტივის შესახებ, რომლის თანახმადაც მკვლელობა შეკვეთილი იყო იტალიის ერთ-ერთი უდიდესი მაფიოზური დაჯგუფების -’Ndrangheta-ს მიერ, რომელმაც უზარმაზარი მოგება მიიღო ვერსაჩეს ბრენდის ყალბი სამკაულების წარმოებით. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, უზარმაზარი ფინანსური დანაკარგების გამო, ჯანი დაუპირისპირდა ამ მაფიოზურ ორგანიზაციას. შესაძლებელია, სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მიზეზი.

თუმცა, ჯუზეპე დი ბელას, ’Ndrangheta-ს ყოფილი წევრის განცხადებით, ვერსაჩე მაფიოზურმა დაჯგუფებამ ვალების გამო მოკლა.

ჯანი ვერსაჩეს ცხოვრების შესახებ, ბილე აუგუსტას რეჟისორობით, მხატვრული ფილმის გადაღება იგეგმება. ჯანის როლს ესპანელი მსახიობი და დიზაინის სკოლის სტუდენტი, ანტონიო ბანდერასი შეასრულებს. ფილმი ვერსაჩეს ცხოვრებასა და სიკვდილზე მოგვითხრობს. გადაღებები იტალიაში და მაიამიზე დაიწყება, სწორედ იმ ადგილას, სადაც ჯანი ვერსაჩე მოკლეს. ფილმის ზუსტი შინაარსი და დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. კომპანიის განცხადებით, ფილმი მხოლოდ ფიქციური ნაშრომი იქნება. საინტერესოა, ვერსაჩეს მკვლელობის რომელ ვერსიას წარმოგვიდგენს ბილე აუგუსტა?

Photo: David Lees / The LIFE Images Collection / Getty Images; Miquel Benitez / Getty Images

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.