Loading

კალათბურთელები თეიმურაზ ავალიშვილი და დავით გოძიაშვილი

ქართული კალათბურთის ისტორია xx საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. კალათბურთის პირველი მოედანი მუშფაკის ეზოში (ახლანდელი უშანგი ჩხეიძის ქუჩა) მოეწყო. 1923 წლის მარტში, ამ მოედანზე გაიმართა პირველი ოფიციალური მატჩი მუშფაკის ორ გუნდს შორის. 1934 წელს ვახტანგ ციციშვილმა შეადგინა კალათბურთის სასწავლო პროგრამა. მანვე ჩამოაყალიბა კალათბურთის პირველი სკოლა, რომელმაც არაერთი ცნობილი კალათბურთელი აღზარდა. ქართველ კალათბურთელებს სსრკ ნაკრების შემადგენლობაში არაერთ საერთაშორისო ტურნირში გაუმარჯვიათ, მათ შორის ოლომპიურ თამაშებში.

თეიმურაზ ავალიშვილი

დავით გოძიაშვილი

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1951 წლიდან

დავით გოძიაშვილი
დავით გოძიაშვილი
დავით გოძიაშვილი

ოთარ ქორქია

1923 წლის 10 მაისს დაიბადა ქ. ქუთაისში. სსრკ და საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. იყო სსრკ ნაკრების მწვრთნელი და მისი კაპიტანი. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი. სსრკ სამგზის ჩემპიონი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949-1950 წლები). სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952 წელი). სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის ჩემპიონი, სსრკ ახალგაზრდული ნაკრების, თბილისის "დინამოს", კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელი. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" გახდა ევროპის ჩემპიონთა თასისი მფლობელი. ითვლება სსრკ და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. დაჯილდოვებულია სხვადასხვა მედლებით, მათ შორის არის ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის მფლობელი და ღირსების ორდენის კავალერი.

ოთარ ქორქია
ოთარ ქორქია
ოთარ ქორქია
ოთარ ქორქია
ოთარ ქორქია
ოთარ ქორქია