Loading

ეკოლოგიური საფრთხე გურიაში მოსახლეობის პროტესტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი შემოქმედი. აღშფოთებული მოსახლეობა მდინარე ბჟუჟზე მეორე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

მდინარე ბჟუჟზე მეორე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის'' წარმომადგენლებთან შეხვედრა ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, დაცლის პირას მყოფი სოფელი– სურები ეკოლოგიური საფთხის წინაშე დგას. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედებამდე, მოსახლეობა სუფსის ხეობის დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები ლიხაური, კვირიკეთი, მაკვანეთი და წითელმთა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას. მდინარეებიდან ინერტული მასალის უკანონო ამოღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სოფლებს.

განადგურებული ინფრასტრუქტურა, წართმეული მიწის სავარგულები, სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს მართავენ და ხელისუფლებას დროულ რეაგირებას და პრობლემის გადაჭრას სთხოვენ.

''ეკოლოგიური კატასტროფა უკვე გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ მდინარის თავისუფალ, ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას.'' – კატეგორიულად ითხოვს მოსახლეობა.

სახალხო მოძრაობა 2018 წელს სოფელ ლიხაურიდან დაიწყო. საპროტესტო ტალღა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ( ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სოფლებს: მერიას, მელექედურს, შემოქმედს, წითელმთას, გურიანთას, კვირიკეთს, მაკვანეთს, ბაილეთს, სილაურს, დვაბზუს, გაღმა დვაბზუს, აკეთს, ჭანჭათს და ხიდისთავს მოედო. ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიები ადგილობრივებმა პიკეტებითა და აქციებით გამოაძევეს.

საქართველოს მასშტაბით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 221 სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელი და 104 ინსპექტორი ჰყავს. მდინარეებზე ინერტული მასალის მოპოვების სამუშაოები კი სრული ქაოსისა და უკონტროლობის ფონზე მიმდინარეობს. ყოველწლიურად, კერძო კომპანიები თუ მუნიციპალიტეტები მილონობიოთ კუბური მეტრი საამშენებლო მასალის ულიცენზიოთ ამოღების ნებართვას იღებენ.

კვლევა იმაზე, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ქვიშა–ხრეშის ამოღებაა ოპტიმალური ამა თუ იმ მდინარის კალაპოტიდან, ისე რომ არ დაზიანდეს ადგილობრივი ეკოსისტემა არ არსებობს.

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a copyright violation, please follow the DMCA section in the Terms of Use.