Loading

დიდი მხატვრების უცნობი ესკიზები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანისა და დავით კაკაბაძის ესკიზები ინახება. ნახატები 1941 და 1947 წელს დადგმული სპექტაკლებისთვის შეიქმნა.

სპექტაკლი „როგორ“ ერთ-ერთია კოტე მარჯანიშვილის ქუთაისში წარმოდგენილი 9 სპექტაკლიდან. რეჟისორმა იგი 1928 წელს დადგა. 1947 წელს კი დოდო ანთაძემ აღადგინა. სპექტაკლის მხატვარი ელენე ახვლედიანი გახლდათ.

დოდო ანთაძესვე ეკუთვნის სპექტაკლი "მეფე ლირი", რომლის დადგმა 1941 წელს განხორციელდა. სპექტაკლის სცენოგრაფი მხატვარი დავით კაკაბაძე გახლდათ.

თეატრში ასევე ინახება დავით კაკაბაძის მიერ შექმნილი აფიშა სპექტაკლისთვის „გუშინდელნი“.

აღნიშნული ესკიზები 2008 წელს აღმოაჩინეს მესხიშვილის თეატრის არქივში. ნახატებს რესტავრაცია საქართველოს ეროვნულ არქივში ჩაუტარდა.

Created By
Eka Kukhalashvili
Appreciate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.