Loading

ვიმ ვენდერსის შემოქმედება ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

ერნეს ვილჰელმ ვიმ ვენდერსი - გერმანელი კინორეჟისორი, დრამატურგი, მწერალი და ფოტოგრაფი.

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში დაბადებულმა ბიჭუნამ, საკმაოდ გრძელი გზა განვლო, რათა ისეთი დიდებული ხელოვანი გამხდარიყო როგორიც დღესაა. თავდაპირველად მედიცინის სფერო სცადა, შემდეგ ფილოსოფია, ბოლოს მხატვრობა დაიჟინა და გრავიურის ხელოვნებას დაეუფლა. მაგრამ, მხოლოდ კინემატოგრაფიაში ჰპოვა საკუთარი თავი.

იგი გახლავთ ახალი გერმანული კინოს მთავარი ფიგურა. მან არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა BAFTA - საუკეთესო რეჟისორობისთვის ფილმში პარიზი, ტეხასი (1984), Palme d'or - კანის კინოფესტივალზე

1966 წლიდან არის ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტი ბერლინში,

იგი კინემატოგრაფიის პარალელურად აქტიური ფოტოგრაფიცაა, ჟურნალ Nownes-თან ინტერვიუში ვენდერსი ამბობს, რომ მისი ყველა ფილმი კონკრეტული იდეიდან იწყება, პოლაროიდები კი მისთვის მუდმივი იდეების თავმოყრაა, იდეების, რომელიც ნანახმა ადგილებმა დაჰბადა.

ვენდერსი მუდამ თვლიდა, რომ მოგზაურობის დროს ფილმების გადაღებაც შეეძლო, ამისთვის საჭირო იყო უბრალოდ აეღო კამერა და თან ეტარებინა იგი. ეს Road Movie - ის ჟანრია, რომელიც ვენდერსის საყვარელი მიმდინარეობაა. იგი სივრცეში გადაადგილების ამ მეთოდით, ცდილობდა ამერიკული და ევროპული კულტურების დაკავშირებას კინოში

დღესდღეობით საკუთარ თავს მხატვარს აღარ ვუწოდებ, უფრო მთხრობელი ვარ და მსურს, რომ კინოს საშუალებით ამბები მოვყვე. როგორც კი კამერასთან ერთად მოგზაურობა დავიწყე, მივხვდი, რომ, თვითგამოხატვის ფორმა ვიპოვე.
- ვიმ ვენდერსი

პარიზი, ტეხასი - Paris, Texas (1984)

ფილმი მოგვითხრობს ტრევის ჰენდერსონის ამბავს, რომელიც 4 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი დასავლეთ ტეხასის უდაბნოში მარტოდმარტო დაიარებოდა. მას შემდეგ რაც, ტრევისს მისი ძმა იპოვის, ყველაფერი აბსოლუტურად იცვლება!

ტრევისი საკმაოდ უცნაური გახდა, იგი არავის ელაპარაკება, არც საკუთარ ძმას, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ერთადერთ სიტყვას - Texas ამბობს. მის მეხსიერებას თითქოს რაღაც დაემართა, წარსული სრულიად ამოგლეჯილი ჰქონდა გონებიდან.

ძმები ბრუნდებიან შინ, იქ კი ტრევისს საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟი ჰანტერი ხვდება. ჰანტერს მამა არ ახსოვს, მათი ურთიერთობა კი საკმაოდ რთულია.... ძველი ბედნიერი ოჯახის ერთადერთ მოგონებად რამდენიმეწუთიანი ვიდეო გვევლინება, რაც ტრევისში ძველ ემოციებსა და გრძნობებს აღვიძებს

ნელ-ნელა ურთიერთობები ლაგდება, მამა-შვილი დედის მოსაძებნად გაემგზავრება და მათი ისტორია სწორედ აქ იწყება, იპოვის კი ტრევისი ცოლს და ჰანტერი დედას, ან რა როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა - კვანძი სწორედ აქ იხსნება!

ცა ბერლინის თავზე - wings of desire (1987)

ფილმში მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის შედეგად, ორად გაყოფილ ბერლინში და მოგვითხრობს ადამიანთა ფიქრების მოზიარე ანგელოზებზე, რომლებიც აქ მანამ არსებობდნენ სანამ კაცობრიობა გაჩნდებოდა.

პერსონაჟები, დამიელი და კასიელი ანგელოზები არიან, რომლებიც დაჰყურებენ ქალაქს და უსმენენ მასში მცხოვრებ ადამიანთა განცდებს, ისინი უხილავები არიან ზრდასრულებისთვის, მაგრამ არა ბავშვებისთვის,

მათ არ შეუძლიათ ამქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტი, ერთადერთი, რაც ძალუძთ სასოწარკვეთილი ადამიანების ნუგეშია. მათ აქვთ ძალა, რომ გზას აცდენილი ადამიანები სწორ გზაზე დააყენონ, ამისთვის კი საჭიროა ადამიანებმა ანგელოზების შეხება იგრძნონ

დამიელს აღარ სურს ანგელოზად ყოფნა, მას ფიზიკური და არა სულიერი გრძნობების შემეცნება სურს, ამისთვის კი სახიფათო ნაბიჯს დგამს...

ფილმში ვხვდებით, როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად კადრებს, რაც სიმბოლურია.

სასტუმრო მილიონი დოლარი - The million dollar Hotel (2000)

კალიფრონისს ერთ-ერთ სასტუმროში, ადამიანთა ჯგუფი ცხოვრობს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. მაგრამ სხვათათვის უწყინარი პიროვნებები არიან, მათ შორისაა ტომ ტომი და ელოისი, რომელთაც ერთმანეთისადმი სიმპათიები აქვთ.

ფილმში მოულოდნელად ჩნდება FBI-ის აგენტი, რომელიც ერთ-ერთმა მილიარდელმა დაიქირავა საკუთარი შვილის იზის მკვლელის გამოსაჭერად, რომელიც, სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდა და სასტუმროს სახურავიდან გადმომხტარიყო, მისი სავარაუდო სუიციდის შესახებ მშობლებს არ სჯერათ, ამიტომ დაუყონებლივ მოითხოვენ დამნაშავის დასჯას, საინტერესო თუ სადამდე მივა გამოძიება და რა კავშირშია იგი ტომთან და ელოისთან ....