ალექსანდრე ჯეჯელავას დასამახსოვრებელი ფრაზები

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ორიგინალური და დასამახსვრებელი ფრაზებით გამოირჩევა. მისი ციტატები ხშირად მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა და საზოგადოების განხილვის თემაც ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ალექსანდრე ჯეჯელავას სხვადასხვა დროს წარმოთქმული ფრაზები შევაგროვეთ და ერთ პოსტში მოვაქციეთ.

ფრაზები

"ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია და ახალი რწყილი და ჭიანჭველა" - განაცხადა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას. 28 ნოემბერი, 2016

"ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველას ქიმია და ფიზიკა, თუ მეგობრობას, გვერდში დგომასა და ადამიანობას სკოლაში ვერ ისწავლის", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. (28-11-2016)

"დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია“ - კვირის პალიტრა, 28 ნოემბერი

"ბავშვმა თუ იცის ფიზიკა, მაგრამ ვერ იტანს მეზობელს, რა არის ამაში მოსაწონი", - კვირის პალიტრა, 28 ნოემბერი

"კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს", - განაცხადა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში, 10 ნოემბერი

"თამადაც ვიყავი და იქაც არ გამომადგა ლექსები და საზეპიროები", - გადაცემა იმედის დროში, 14 ნოემბერი

"ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებს ბავშვს სწავლას", - განაცხადა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე, 31 ოქტომბერი

"კომბლე ცუდი მეცხვარეა, "სუპერმენი" და „სპაიდერმენი" მასწავლებლები არიან", - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში, 10 ნოემბერი, 2016

"გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება", - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, 26 სექტემბერი, 2016

"მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე" - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებთან შეხვედრაზე, 6 ივლისი, 2016

"დედა თუ მამა ამოცანაა, შევქმნათ ჰარმონიული ადამიანი", - განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სალომე ასათიანის გადაცემაში "ინტერVIEW" განათლების სისტემის მიზნების შესახებ, 15 ივლისი, 2016

"უნდა გადავწყვიტოთ, სკოლა გამოცდებისთვის ამზადებს, თუ ცხოვრებისთვის" - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო განათლების შესახებ, 15 ნოემბერი, 2016

Made with Adobe Slate

Make your words and images move.

Get Slate

Report Abuse

If you feel that this video content violates the Adobe Terms of Use, you may report this content by filling out this quick form.

To report a Copyright Violation, please follow Section 17 in the Terms of Use.